GE
ტრენინგი ,,გადასახადები”
ღირებულება: 490 ლარი
კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB) და კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი (CUTC) გთავაზობთ ტრენინგს ,,გადასახადები”.
 
პროგრამა დაეხმარება მსმენელებს გაიღრმავონ ცოდნა ფინანსების მართვის მიმართულებით. ხელს შეუწყობს მათ კარიერულ და პროფესიულ განვითარებაში, რაც გულისხმობს ამ სფეროსთვის აუცილებელი ცოდნის მიღებას. 
 
კურსის მიზანი
მსმენელს შესძინოს სიღრმისეული ცოდნა საგადასახადო სამართლის მარეგულირებელი ნორმების, საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგადი პრინციპების, გადასახადის გადამხდელებისა და საგადასახადო ორგანოების სამართლებრივი მდგომარეობის, საგადასახადო ორგანოებისა და მათი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესისა და პირობების, საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადების გამოანგარიშების და გადახდის წესის შესახებ.
 
ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (CSB) და ტრენინგ ცენტრის (CUTC) ერთობლივ სერთიფიკატს.

თემატიკა
  • გადასახადის ცნება, ნიშნები, სტრუქტურა და კლასიფიკაცია, საგადასახადო კანონმდებლობა;
  • საგადასახადო სამართლის სუბიექტები, საგადასახადო ადმინისტრაციები, გადასახადის გადამხდელი,
  • საგადასახადო აგენტი და სხვა ვალდებული პირი;
  • საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები, საშემოსავლო გადასახადი;
  • საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები, მოგების გადასახადი;
  • საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები, არაპირდაპირი გადასახადები;
  • ადგილობრივი გადასახადები.
ტრენერი: ზვიად როგავა
 
ტრენინგის განრიგი:
პროგრამის ხანგრძლივობა: 3 კვირა

საბანკო რეკვიზიტები:
სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია"
ბანკის კოდი: UGEBGE22
ა/ა  GE21VT6600000121203608
ს/კ  205050567

საფასურის გადახდა უნდა მოხდეს მოდულის დაწყებამდე მაქსიმუმ 3 კალენდარული დღით ადრე.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
მერი ხვიჩია
ტრენინგცენტრის მენეჯერი
მობ.: 577 33 37 05
ტელ.: (+995 32) 237 77 77
e-mail: mkhvichia@cu.edu.ge
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები