GE
საგანმანათლებლო მეთოდების კალეიდოსკოპი - 3 დღიანი ტრენინგ-პროგრამა
ღირებულება: 180 ლარი
არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი „მზიან სახლი“ დაინტერესებულ პირებს იწვევს ტრენინგ-პროგრამაში „საგანმანათლებლო მეთოდების კალეიდოსკოპი“ მონაწილეობისათვის
 
რატომ შეიქმნა ეს ტრენინგ-მოდული?
საგანმანათლებლო აქტივობის (ტრენინგის, სემინარის, გაკვეთილის და ა.შ.) ეფექტურობა მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად პასუხობს მისი შინაარსი მონაწილეთა საჭიროებებს და რამდენად კომფორტულია სასწავლო გარემო.
 
ტრენერის, ლექტორის, საჯარო გამომსვლელის და აუდიტორიასთან მომუშავე ნებისმიერი პირისთვის მნიშვნელოვანია იმ მეთოდების ცოდნა და სწორი გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას, ზრდის ინფორმაციის გადაცემის ხარისხს და ქმნის სწავლისთვის ხელსაყრელ ატმოსფეროს.
 
ტრენინგ-სფეროში 13-წლიანი მოღვაწეობის შედეგად „მზიან სახლს“ დაუგროვდა უნიკალური გამოცდილება, რომელზე დაყრდნობითაც შეიქმნა შემოთავაზებული 3-დღიანი ტრენინგ-მოდული, სახელწოდებით – „საგანმანათლებლო მეთოდების კალეიდოსკოპი“.
 
ვისთვისაა ეს სასარგებლო?
ტრენინგი სასარგებლო იქნება დამწყები და მოქმედი ტრენერების, პედაგოგების, ლექტორების, სპიკერების და აუდიტორიასთან მომუშავე ნებისმიერი პირისთვის, ვისაც აქვს სურვილი გაამრავალფეროვნოს საკუთარი სასწავლო მოდულები და ავიდეს პროფესიონალიზმის უფრო მაღალ საფეხურზე.
 
ტრენინგის მიზანი
ტრენინგის მიზანია ხელი შეუწყოს მონაწილეთა კომპეტენციების ზრდას – საგანმანათლებლო პროგრამებში  მეთოდების  შერჩევისა და გამოყენების კუთხით.
 
ტრენინგის თემები
  • არაფორმალური განათლება და ანდრაგოგიკა (როგორ სწავლობენ ზრდასრულები)
  • სწავლის სტილები, მათი სუსტი და ძლიერი მხარეები
  • მონაწილეთა მამოტივირებელი გარემოებები
  • ტრენინგის სასწავლო მეთოდების შერჩევის კრიტერიუმები
  • ტრენინგის სასწავლო მეთოდების კალეიდოსკოპი 
ორგანიზაციული საკითხები
  • ტრენინგი ჩატარდება 2016 წლის 22-24 აპრილს (პარასკევს, შაბათსა და კვირას) „მზიანი სახლის“ ოფისში;
  • სატრენინგო დღე შედგება 4 საათნახევრიანი სესიისგან და გრძელდება 10:00-დან 18:00 საათამდე;
  • სესიებს შორის შესვენებები უზრუნველყოფილი იქნება ყავითა და ლანჩით;
  • სატრენინგო ჯგუფში იქნება მინიმუმ 12 და მაქსიმუმ 24 მონაწილე;
  • მონაწილეებს გადმოეცემათ ტრენინგის შესაბამისი საკითხავი მასალა და სერტიფიკატი;
  • პროგრამას გაუძღვებიან „მზიანი სახლის“ ტრენერები: ქეთი ჟვანია-ტაისონი და ნოდარ მამინაიშვილი;
განაცხადის შევსების ბოლო ვადაა: 21 აპრილი
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები