GE
IT ინჟინერია + IT ქსელების 10-საათიანი ლექცია უფასოდ
კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია გთავაზობთ IT ინჟინერიის კურსებს + IT ქსელების 10 საათიანი ლექცია უფასოდ!
 
სასწავლო კურსის მიზანი:

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს დამოუკიდებლად გადაჭრას კომპიუტერული პრობლემები: (რემონტი, აწყობა, დიაგნოსტიკა, მონაცემების გაძლიერება)

კურსდამთავრებულს ეცოდინება:
  • კომპიუტერების კლასიფიკაცია;
  • პერსონალური კომპიუტერის ძირითადი და დამხმარე მოწყობილობების იდენტიფიკაცია, მათი მახასიათებლები;
  • აპარატურული მოწყობილობების მუშაობის პრინციპები, მათი თავსებადობა;
  • სხვადასხვა დანიშნულების პერიფერიული მოწყობილობების დაკავშირებისა და მუშაობის თავისებურებები;
  • ქსელის ფუნდამენტალური პრინციპები.
კურსდამთავრებული შეძლებს:
  1. წარმოქმნილი პროგრამული პრობლემების მიზეზის დადგენასა და მათ კვლიფიციურ აღმოფხვრას;
  2. კომპიუტერის სრულ ტექნიკურ უზრუნველყოფას, მისი ძირითადი და დამხმარე აპარატურული ნაწილების დაკავშირებით;
  3. კომპიუტერის აპარატურული ნაწილის შეცვლა-განახლებას;
  4. დაზიანების შესაძლო მიზეზების დადგენას და მათ აღმოფხვრას;
  5. ქსელის ინსტალაციას და გატესტვას;
  6. თემის დასახელება და შინაარსი;
  7. ინფორმაციის ცნება, ინფორმაციის სახეები, ინფორმაციის საზომი ერთეულები; ორობითი სისტემა;
  8. სისტემური ბლოკის (CASE), კვების ბლოკის (PSU), სისტემური პლატის (Motherboard) არქიტექტურა, ტიპები, ფორმფაქტორები; ჩიპსეტი; სისტემური რესურსები და მათი დანიშნულება;
  9. ცენტრალური პროცესორი (CPU), მისი მახასიათებლები; პროცესორის პრაქტიკული განხილვა;
  10. მუდმივი მეხსიერების მოწყობილობის ტიპები, ოპერატიული მეხსიერების ტიპები, მეხსიერების მოდულები, ქეშმეხსიერება, მეხსიერების შეცდომები;
  11. მყარი დისკის (HDD), CD/DVD/Flash მოწყობილობების თეორიული და პრაქტიკული განხილვა;
  12. დამგროვებლების ინტერფეისის ტიპები, ფაილური სისტემების (FAT, NTFS) მიმოხილვა;
  13. ვიდეო ადაპტერის (Video card), მონიტორის ტიპები და მათი მახასიათებლები;
  14. ქსელის ადაპტერის, აუდიოადაპტერის, გამაგრილებელი სისტემების (COOLER) თეორიული და პრაქტიკული მიმოხილვა;
  15. გაფართოების სლოტების და პორტების განხილვა, პორტები და კაბელები;
  16. პერსონალური კომპიუტერის დაშლა/აწყობა, მოწყობილობების შეცვლა, დამატება;
  17. პორტატული მოწყობილობების (Laptop, Notebook) ძირითადი ნაწილების თეორიული და პრაქტიკული განხილვა, სპეციფიკური მახასიათებლების მიმოხილვა;
  18. კომპიუტერის მოწყობილობების დიაგნოსტიკა, ტესტირება, პრობლემის აღმოფხვრა;
  19. BIOS-ის თეორიული და პრაქტიკული განხილვა, პარამეტრების კონფიგურაცია;
  20. სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობის (Printer, Scaner, Projector,...) დაყენება და პარამეტრების მომართვა;
  21. კომპიუტერის ქსელში ჩართვა. ქსელის კონტროლერი. ქსელის პარამეტრები;
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები