GE
ქართულ-ევროპული კერძების მოსამზადებელი ინტენსიური კურსები
კულინარული სტუდია „ერა“ გთავაზობთ ხაჭაპურის, ხინკლისა და სხვა  პოპულარული ქართულ-ევროპული კერძების მომზადების ინტენსიურ კურსებს.

გამოცდილი პედაგოგების ხელმძღვანელობით, თქვენ პროფესიონალურად შეისწავლით თქვენ მიერ შერჩეული კულინარული  მიმართულების კერძების დამზადებას,  რაც ამ სფეროში წარმატებით დასაქმების საშუალებას მოგცემთ.
  • ხინკლისა და ხაჭაპურის  კურსის შესწავლის პერიოდში, მსმენელი პროფესიულად შეისწავლის ხინკლის (ქალაქური, მთიულური, სოკოს, ყველის და სხვა) და  ხაჭაპურის (იმერული, მეგრული, აჭარული, ლობიანი და სხვა) მომზადებას.  
     
  • ქართულ-ევროპული კერძების კურსის შესწავლისას, მსმენელი პროფესიულ დონეზე შეისწავლის პროდუქტის პირველად დამუშავებას. კერძების გაფორმებას. შესაბამისი კერძების მოსამზადებლად საჭირო მარაგების შევსებას, კერძების კალკულაციის წესებსა და შედგენას. აგრეთვე შეისწავლით საწარმო ჰიგიენას.
სასწავლო პროცესის განრიგი და კურსის საფასური ინდივიდუალურად არის მორგებული თითოეულ სტუდენტზე.
კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელი შეძლებს მუშაობის დაწყებას შესაბამის დარგში.
 
მსმენელს გადაეცემა კულინარული სტუდია „ერას“ სერტიფიკატი.
 
საუკეთესო სტუდენტები დასაქმდებიან.
 
ასევე, მიმტანებსა და ბარმენებს, რომელთაც უკვე  მიღებული აქვთ საბაზო და თეორიული ცონდა, კულინარული სტუდია „ერა“ დაეხმარება მოქმედ  რესტორნებში პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში. 
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები