GE
პრაქტიკული აუდიტის პროფესიონალური კურსი
,,კვალიფიკაციური განათლების საერთაშორისო ცენტრი” გიწვევთ:

აუდიტორებს, იურისტებს, ბუღალტრებს, საგადასახადო სფეროს თანამშრომლებს, მათ ვინც აქტიურად არის ჩართული სამსახურეობრივად აუდიტორულ, ბუღალტრულ, საგადასახადო   მომსახურების სფეროებთან,  ალტერნატიულ აუდიტორებს, მომიჯნავე დარგების სპეციალისტებს პრაქტიკული აუდიტის პროფესიონალურ კურსზე.

კურსის ავტორები არიან საერთაშორისო აუდიტორული ფირმების წამყვანი აუდიტორები.

კონკრეტული „X” ორგანიზაციის  მაგალითზე შექმნილი უნიკალური პროგრამებით მოხდება საგნის შესწავლა პროფესიონალურ დონეზე. თქვენ შეძლებთ ვირტუალურ კომპანიებში კომპლექსური ამოცანების გადაჭრას:
  • კონკრეტული საკითხების შეფასებით;
  • მოსალოდნელი სიტუაციების შესწავლით სხვადასხვა საწარმოებში;
  • აუდიტორის მისაღები ზომების შესწავლით.
საწვლის მეთოდი:
ლექცია, ინტერაქტივი, ვიდეო-პრეზენტაცია, ბრეინშტორმინგი, დისკუსია, პრაქტიკული მუშაობა, საშინაო დავალება, თემატური გამოკითხვა, შეფასების ტესტი.

პირობები:
მსმენელები უზრუნველყოფილნი არიან  საუკეთესო სამუშაო პირობებით, სასწავლო მასალებით.

აუდიტორთა დახელოვნების კურსს უძღვებიან:

ვახტანგ კეჟერაძე
- აუდიტორი, დაამთავრა პრესტონის უნივერსიტეტი, აქვს საერთაშორისო აუდიტორულ ფირმებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ეგრეთ წოდებულ მსოფლიო ,,დიდ ოთხეულში”  შესულ აუდიტორულ ფირმებში: Deloitte & Touche და PricewaterhouseCoopers.  ჩატარებული აქვს აუდიტორული შემოწმება საქართველოს უმსხვილეს ბანკებში, სადაზღვევო კომპანიებში და კერძო მსხვილ ორგანიზაციებში. გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები ლონდონში, კოპენჰაგენში, რიგაში, უკრაინაში.

თეონა მაკალათია - აუდიტორი, სპეციალიზირდება საბანკო და სადაზღვევო აუდიტის მიმართულებით, ჩატარებული აქვს აუდიტორული შემოწმება საქართველოს უმსხვილეს ბანკებში, სადაზღვევო კომპანიებში და კერძო მსხვილ ორგანიზაციებში. აქვს მუშაობის ათ წლიანი გამოცდილება, მათ შორის კიევსა და მოსკოვში. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მუშაობს ეგრეთ წოდებულ მსოფლიო ,,დიდ ოთხეულში”   წევრ კომპანიაში – PricewaterhouseCoopers.  გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები სხვადასხვა წლებში ბულგარეთში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში. ასევე არის მეცნიერებათა ხარისხის მაგისტრი.

კურსის ხანგრძლივობაა 34 საათი
  • მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ 2 საათის ხანგრძლივობით;
  • კურსის განმავლობაში ჩატარდება ორი შუალედური გამოცდა, ხოლო დასრულებისას სასერთიფიკატო ტესტირება.
კურსზე დასწრების წინაპირობაა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა.

რეგისტრაციისთვის საჭიროა შეავსოთ ელექტრონული განაცხადის ფორმა ჩვენს ვებ-გვერდზე: (http://icqe.ge/index.php?option=com_courseorder&view=addcourse&tmpl=order&Itemid=538&lang=ka-GE).

,,კვალიფიკაციური განათლების საერთაშორისო ცენტრის” მისიაა ემსახუროს საზოგადოების ინტერესებს, გააძლიეროს საქართველოში აუდიტისა და ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები და ამით თავისი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო ეკონომიკის განვითარების საქმეში, უმაღლესი ხარისხის პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებითა და შემდგომი განვითარების დაჩქარებით. იხილეთ ცენტრის მიღწევები (http://icqe.ge/index.php?option=com_content&view=article&id=384%3Amightsevebi&catid=150%3Amightsevebi&Itemid=342&lang=ka-GE).

პროგრამა:
  • შესავალი
  • აუდიტის პროცესი
  • წინასწარი აუდიტორული პროცედურები
  • ეთიკის კოდექსი
  • აუდიტის რაობა
  • საერთო ანალიზი
  • არსებითობის გაანგარიშება
  • აუდიტის ობიექტის შესწავლა
  • სხვების მიერ შესრულებული სამუშაოს გამოყენება
  • მომსახურე ორგანიზაციების გამოყენება
  • დეტალური დაგეგმვა
  • აუდიტორული შერჩევა
  • აუდიტორული მტკიცებულების მოპოვება
  • საქმიანობის დაწყება - საწყისი ნაშთები
  • მსჯელობა წლის დასრულების შემდეგ
  • აუდიტის დასკვნა ფინანსური ანგარიშგების შესახებ
  • სპეციალური დანიშნულების აუდიტი
  • ცალკეული ფინანსური ანგარიშგების, მისი შემადგენელი კომპონენტების აუდიტი
  • შემაჯამებელი ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
  • აუდიტის დოკუმენტაცია
  • ხარისხის კონტროლი.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.

რეგისტრაციისთვის, ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები