სასტუმროს მენეჯმენტის საფუძვლები + სტაჟირება
ღირებულება:
400
ლარი
მომსახურების ინდუსტრიის აკადემია გიწვევთ კურსზე: სასტუმროს მენეჯმენტის საფუძვლები + სტაჟირება
კურსს გაუძღვება მრავალწლიანი საერთაშორისო პრაქტიკული გამოცდილების მქონე ტრენერი ლაშა ხადურიძე.
კურსის განმავლობაში განხილული იქნება სასტუმროს ინდუსტრიაში დასაქმების მსურველთათვის აუცილებელი საბაზისო საკითხები:
- შესავალი სასტუმროს მენეჯმენტში (ისტორიული მიმოხილვა, სასტუმროს კლასიფიკაციის სისტემები, დარგის ზრდის ტენდენციები);
- განთავსების ინდუსტრიისა და სასტუმრო მომსახურების არსი;
- სასტუმროს ძირითადი სამსახურები და მათი ფუნქციონირების თავისებურებანი;
- უსაფრთხოების სტანდარტები, ფორს-მაჟორული სიტუაცია, ბომბის საფრთხე;
- სასტუმროთა და სასტუმრო ნომრების საკლასიფიკაციო სისტემები;
- სასტუმრო ფასები და ფასთა პოლიტიკა;
- სასტუმროს ორგანიზება და ფრონტ–ოფისი, პროცედურები, მონიშვნის ფურცელი (Check list);
- სატელეფონო ეტიკეტი, ზარების გადართვა;
- დაჯავშნა (დაჯავშნის მნიშვნელობა მოგზაურთა და სასტუმროსათვის, დაჯავშნის სისტემის მიმოხილვა, წყაროები, სტუმართა მიერ დაჯავშნის პროცედურები);
- ჯავშვნის დასტურის წერილი და მნიშვნელობა;
- სტუმრების რეგისტრაცია (სტუმართან პირველი კონტაქტის მნიშვნელობა, სტუმართა მონაცემების მოკრება, სტუმართა რეგისტრაციის პროცედურა, გამოყოფილი ოთახის რეგისტრაცია);
- ნაადრევი ჩამოსვლის და გვიან გაწერის პროცედურები;
- საწევრო პროგრამები;
- ინკოგნიტო სტუმარი, DND პროცედურა;
- VIP სტუმრები და მათი კატეგორიები;
- დაკარგული ნივთების შენახვა-გაცემის პოლიტიკა;
- პრობლემური სიტუაციები და მოგვარება;
- სტუმართან ანგარიშსწორება (ფრონტ-ოფისის საერთო ბუღალტრული პრაქტიკა, ანგარიშსწორებისა და საგადამხდელო ფორმები და პროცედურები);
- სტუმრის გაწერა (სტუმრის გაწერის განსახორციელებლად აუცილებელი პროცედურები, სტუმრის პირადი პროფილის განახლება);
კურსის გავლის შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სტაჟირება და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება.
კურსის ხანგრძლივობა: 18 საათი
ღირებულება: 400 ლარი
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა დღის