GE
საატესტატო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი საბუნებისმეტყველო საგნებსა და მათემატიკაში
მოსამზადებელი ცენტრი „ინტელექტი“ სკოლის მოსწავლეებს ამზადებს საატესტატო გამოცდების ჩასაბარებლად საჭირო საბუნებისმეტყველო საგნებსა და მათემატიკაში:
  • ფიზიკა
  • ქიმია
  • ბიოლოგია
  • მათემატიკა
მიმდინარეობს ეტაპობრივად ჯგუფების დაკომპლექტება!

თითოეულ მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე საგანი.
რამდენიმე საგნის აღების შემთხვევაში გათვალისწინებულია ფასდაკლება.

თითოეულ ჯგუფში ისწავლის არაუმეტეს 5 მოსწავლე, რაც სწავლების მაღალი ხარისხის ერთ-ერთი გარანტია.

ჩვენთან შესაძლებელია როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური მეცადინეობების ჩატარება. გარდა ამისა, „ინტელექტი“ გთავაზობთ დისტანციურ სწავლებას.

სწავლება მიმდინარეობს ყოველ დღე, 10:00 სთ – 21:00 სთ-მდე.
 
სასწავლო დღეების და საათების დადგენა ხორციელდება მოსწავლეთა მოთხოვნის შესაბამისად, პედაგოგებთან შეთანხმებით. სწავლება მიმდინარეობს ინოვაციური მეთოდით, რომელიც სრულად შეესაბამება ეროვნული გამოცდების სტანდარტებს.

მოსწავლეებს მოამზადებენ უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში საუკეთესო და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც იზრუნებენ თქვენს განათლებაზე და მოგცემენ  შესაძლებლობას, წარმატებით ჩააბაროთ საატესტატო გამოცდები!

სწავლების პროცესში ჩატარდება საატესტატო გამოცდების ანალოგიური გამოცდა თითოეულ საგანში, რაც შესაძლებლობას გაძლევთ შეაფასოთ თქვენი ცოდნა და აიმაღლოთ მოტივაცია.

ჩვენი ხედვაა ვიყოთ ყველაზე სასურველი მოსამზადებელი ცენტრი ხარისხიანი განათლებისა და კომფორტული გარემოს გამო.

ჯგუფური მეცადინეობის შემთხვევაში, ერთი საგნის სწავლების საფასური შეადგენს 100 ლარს,  2018 წლის 15 იანვრამდე დარეგისტრირების შემთხვევაში გადაიხდით 70 ლარს.

ინდივიდუალური მეცადინეობის შემთხვევაში, ერთი საგნის სწავლების საფასური შეადგენს 150 ლარს,  2018 წლის 15 იანვრამდე დარეგისტრირების შემთხვევაში გადაიხდით 120 ლარს.

რამდენიმე საგნის არჩევის შემთხვევაში მოქმედებს დამატებითი ფასდაკლება! ერთდროულად ორი ან მეტი მოსწავლის ერთდროულად დარეგისტრირების შემთხვევაში მოქმედებს დამატებითი ფასდაკლება!

მიმდინარეობს რეგისტრაცია!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები