GE
გიდების სასერტიფიკატო პროგრამა
ღირებულება: 550 ლარი
ტურიზმის ქართულ-ევროპული უმაღლესი სკოლა “MTG High School” აცხადებს მსმენელთა მიღებას გიდების სასერტიფიკატო პროგრამაზე.
 
მსმენელთა ასაკი განისაზღვრება 17 - 45 წლით.

ტურიზმის მენეჯმენტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიოში, ხოლო საქართველო, ტურიზმის კუთხით, ყოველწლიურად სულ უფრო აქტუალური და მიმზიდველი ხდება.
 
ტურიზმის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს, ხოლო მისი სწორი განვითარებისათვის, ქვეყნის მხრიდან არაერთი ეფექტური და მიზანმმიმართული მარკეტინგული კამპანია ხორციელდება. მაგრამ ქვეყანაში ტურისტების მოზიდვისათვის უდუდესი მნიშვნელობა აქვს მათთვის უკვე  ჩამოსვლის შემდეგ, უშუალოდ ადგილზე მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევას. სამწუხაროდ, მომსახურების ხარისხის კონტროლი ჩვენი ქვეყნისათვის კვლად დიდ გამოწვევად რჩება, რაც ხელს უშლის ტურისტული ნაკადის უფრო მკვეთრ ზრდას და აფერხებს ამ კუთხით ქვეყნის განვითარებას. მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრების სიმცირე განაპირობებს მათზე განსაკუთრებულად დიდ მოთხოვნას და შედეგად იწვევს სფეროში არსებული მომსახურების შედარებით, და რიგ შემთხვევაში გაუმართლებლად დაბალ დონეს.

სწორედ ამიტომ, ტურიზმის ქართულ-ევროპული უმაღლესი სკოლა “MTG High School” გიწვევთ გიდების სასერტიფიკატო პროგრამაზე, რომლის გავლის შემდეგ თქვენ შეიძენთ არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ ცოდნას. კურსის გავლის შემდეგ, თქვენ შეძლებთ უცხოელი ტურისტებისათვის ტურების დამოუკიდებლად ჩატარებას და ამ მიმართულებით განვითარებას.

ლექციების განრიკი და გრაფიკი:
დილის ცვლა 10:00 - 13:00
შუა დღის ცვლა 14:00 - 17:00
საღამოს ცვლა 17:00 - 20:00
შაბათ - კვირის ცვლა 16:00 - 19:00

ლექციები ჩატარდება კვირაში 3 დღე + 1 დღე პრაქტიკის 3 საათი (გასვლითი ტურები)

კურსის დაწყების თარიღები და ხანგრძლივობა:
ლექციები იწყება 2 ოქტომბერს და მათი ხანგრძლივობა განისაზღვრება 2 თვით (1,5 თვე თეორიული ცოდნა + 3 გასვლითი ტური). ლექციები ჩატარდება მისამართზე ვაჟა-ფშაველას გამზირი #45, მე-11 სართული.

კურსის ღირებულება:
გიდების სასერტიფიკატო კურსის ღირებულება შეადგენს 550 ლარს.  შესაძლებელია ღირებულების ეტაპობრივი გადახდა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • ასაკი 17 - 45 წელი;
  • საშუალო ან/და უმაღლესი განათლება;
  • რომელიმე უცხო ენის ბაზისური ცოდნა და გამართულად მეტყველება;
  • ტურიზმის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ტურიზმის სფეროში გავლილი სტაჟირება ჩაითვლება უპირატესობად.
თეორიული კურსის ძირითადი პროგრამა:
  • ტურიზმის სფეროში არსებული საკანონმდებლო საფუძვლები (2 საათი);
  • ტურისტული პროცესის მონაწილეები და მათი უფლება/მოვალეობები (1 საათი);
  • საერთაშორისო ტურიზმის სახეობები (1 საათი);
  • ტურისტებთან ურთიერთობის ძირითადი ასპექტები (2 საათი);
  • საქართველოს ტურისტული მიმართულებები და ისტორია (40 საათი);
  • საქართველოს გეოგრაფიის, არქიტექტურის, ფოლკლიორის, სამზარეულოსა და ტრადიციების ისტორია (5 საათი);
  • ღვინის ტურიზმი და მისი განვითარების ისტორია საქართველოში (3 საათი);
  • ტურისტული პროდუქტის ხარისხის კონტროლი (2 საათი);
  • პროფილური საგნების გარდა, კვირაში 4 საათი დაეთმობა უცხო ენას (24 საათი).
პიროვნული ზრდის, წარმატებული კომუნიკაციის და საკუთარი თავის სწორად რეალიზაციის მასტერ კლასი.

პრაქტიკული კურსის ძირითადი პროგრამა:
გასვლითი ტურები საქართველოს ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებში:
თბილისი;
მცხეთა;
ანანური - გუდაური - ყაზბეგი;
ღვინის ტურიზმი - კახეთი;
ბორჯომი - ქუთაისი - სვანეთი.

გიდების სასერტიფიკატო კურსის დასრულების შემდეგ, ყველა მსმენელი გაივლის საბოლოო ტესტირებას და მიიღებს ორ ენოვან სერტიფიკატს. ყველა კურსდამთავრებული, სურვილის შემთხვევაში, გახდება საქართველოს სერტფიცირებული გიდების ასოციაციის წევრი, ხოლო მასზე ინფორმაცია განთავსდება ასოციაციის ვებ გვერდზე. საუკეთესო კურსდამთავრებულები (საბოლოო შეფასება 91 ქულა და მეტი) გარანტირებულად დასაქმდებიან ტურიზმის ქართულ-ევროპული უმაღლესი სკოლა “MTG High School”-ის პარტნიორ კომპანიებში.

ჩვენ მოხარულნი ვიქნებით გაგიზიაროთ ტურიზმისა და მომსახურების სფეროში მიღებული ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება და თქვენთან ერთად ხელი შევუწყოთ საქართველოს რეგიონის მთავარ ტურისტულ ჰაბად ჩამოყალიბების პროცესს.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები