GE
სასტუმროს მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა ანაზღარებადი სტაჟირებით
ღირებულება: 850 ლარი
ტურიზმის ქართულ-ევროპული უმაღლესი სკოლა “MTG High School” აცხადებს მსმენელთა მიღებას სასტუმროს მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამაზე ანაზღარებადი სტაჟირებით.
 
კურსის საუკეთესო სტუდენტი მიიღებს სრულ დაფინანსებას შვეიცარიაში, ქ.ციურიხში სწავლის გასაგრძელებლად!
 
მსმენელთა ასაკი განისაზღვრება 18-40 წლით.

სასტუმროს მენეჯმენტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიოში, ხოლო საქართველო, ტურიზმის კუთხით, ყოველწლიურად სულ უფრო აქტუალური და მიმზიდველი ხდება.
 
უკვე არსებული ბრენდული სასტუმროების გარდა, საქართველოში აქტიურად შემოდიან ახალი ბრენდები. ახალი ბრენდების ქართულ ბაზარზე ოპერირება ზრდის სასტუმრო სფეროში კონკურენციას, რაც განაპირობებს ამ დარგში მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებზე მოთხოვნას ზრდას.

სწორედ ამიტომ, ტურიზმის ქართულ-ევროპული უმაღლესი სკოლა “MTG High School” გიწვევთ სასტუმროს მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამაზე. პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეიძენთ არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ ცოდნას, რომელიც დაგეხმარებათ სტუმარმასპინძლობის სფეროში დასაქმებაში.

ლექციების განრიკი და გრაფიკი:
დილის ცვლა 10:00 - 13:00
შუა დღის ცვლა 14:00 - 17:00
საღამოს ცვლა 17:00 - 20:00
შაბათ - კვირის ცვლა 16:00 - 19:00

ლექციები ჩატარდება კვირაში 3 დღე + 1 დღე პრაქტიკის 3 საათი (პარტნიორ სასტუმროში მენეჯერის ასისტენტად მუშაობა, ჯავშნების მიღება, სტუმრების სასტუმროში განთავსება, ინვოისების გამოწერა, სამუშაო პროცესის გაძღოლა და სხვა. )

კურსის დაწყების თარიღები და ხანგრძლივობა:
ლექციები იწყება 2 ოქტომბერს და მათი ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 თვით (2,5 თვე თეორიული ცოდნა + პრაქტიკული სამუშაოები) ლექციები ჩატარდება მისამართზე ვაჟა-ფშაველას გამზირი #45, მე-11 სართული.

კურსის ღირებულება:
სასტუმროს მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსის ღირებულება შეადგენს 850 ლარს. შესაძლებელია ღირებულების ეტაპობრივი გადახდა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • ასაკი 18 - 40 წელი;
  • საშუალო ან/და უმაღლესი განათლება;
  • რომელიმე უცხო ენის ბაზისური ცოდნა და გამართულად მეტყველება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა და მათში მუშაობის გამოცდილება;
  • ტურიზმის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ტურიზმის სფეროში გავლილი სტაჟირება ჩაითვლება უპირატესობად.
თეორიული კურსის ძირითადი პროგრამა:
  • სასტუროს მენეჯმენტში სფეროში არსებული საკანონმდებლო საფუძვლები (3 საათი);
  • სასტუმროს მართვის პროცესის მონაწილეები და მათი უფლება/მოვალეობები (4 საათი);
  • სასტუმროს მენეჯმენტის დაარსების ისტორია და მისი განვითარება (2 საათი);
  • სასტუმროს მენეჯმენტის ძირითადი ასპექტები და სამართლებლივი ასპექტები (3 საათი);
  • Hospitality Industry (12 საათი);
  • სასტუმროს ნომრების გაყიდვების სტრატეგია და საფასო პოლიტიკა (4 საათი);
  • ნომრების რეზერვაციისა და სტუმრების განთავსების ორგანიზება (3 საათი);
  • სტუმრების მომსახურების სტანდარტები, სასტუმროს შიდა პროცესების მართვა და ხარისხის კონტროლი, სტუმრების შესახლება/გამოსახლება ნომრებში, კვებისა და “room services” ორგანიზება (26 საათი);
  • სასტუმრო ბიზნესის ეფექტური მართვა, ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება, (8 საათი);
  • სასტუმროს დაჯავშნის ადგილობრივი და გლობალური სისტემები (4 საათი);
  • სასტუმროს P.R. და მარკეტინგლი სტრატეგიები (12 საათი);
  • სასტუმროს დოკუმენტაციის პროცესის მართვა (6 საათი);
  • სტუმრების უსაფრთხოების კონტროლი (4 საათი);
  • პროფილური საგნების გარდა, კვირაში 3 საათი დაეთმობა უცხო ენას (28 საათი).
პიროვნული ზრდის, წარმატებული კომუნიკაციის და საკუთარი თავის სწორად რეალიზაციის მასტერ კლასი.

სასტუმროს მენეჯერის სასერტიფიკატო კურსის დასრულების შემდეგ, ყველა მსმენელი გაივლის საბოლოო ტესტირებას და მიიღებს ორ ენოვან სერტიფიკატს. ყველა კურსდამთავრებული, სურვილის შემთხვევაში, შეტანილ იქნება სკოლასთან არსებულ კადრების ბაზაში, რომელიც შედმეგ მიწოდებული იქნება პოტენციური დამსაქმებლისათვის. საუკეთესო კურსდამთავრებულები (საბოლოო შეფასება 91 ქულა და მეტი) გარანტირებულად დასაქმდებიან ტურიზმის ქართულ-ევროპული უმაღლესი სკოლა “MTG High School”-ის პარტნიორ სასტუმროებში.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები