GE
ტურიზმის მენეჯერის სასერტიფიკატო პროგრამა ანაზღარებადი სტაჟირებით
ღირებულება: 750 ლარი
ტურიზმის ქართულ-ევროპული უმაღლესი სკოლა ,,MTG High School” აცხადებს მსმენელთა მიღებას ტურიზმის მენეჯერის სასერტიფიკატო პროგრამაზე ანაზღარებადი სტაჟირებით.
 
კურსის საუკეთესო სტუდენტი მიიღებს სრულ დაფინანსებას შვეიცარიაში სწავლის გასაგრძელებლად!
 
მსმენელთა ასაკი განისაზღვრება 20-40 წლით.

ტურიზმის მენეჯმენტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიოში, ხოლო საქართველო, ტურიზმის კუთხით, ყოველწლიურად სულ უფრო აქტუალური და მიმზიდველი ხდება.
 
ტურიზმის განვითარება ჩვენი ქვეყნისათვის პრიორიტეტს წარმოადგენს, ხოლო მისი სწორი განვითარებისათვის, ქვეყნის მხრიდან არაერთი ეფექტური და მიზანმმიმართული მარკეტინგული კამპანია ხორციელდება.

ტურიზმის მენეჯერის პოზიცია საკმაოდ მოთხოვნადია საქართველოს შრომით ბაზარზე, ხოლო კვალიფიცირებული განათლების მქონე პირების სიმცირე განაპირობებს ადგილობრივი ტურისტული კომპანიების შედარებით დაბალ კონკურენტუნარიანობას.

სწორედ ამიტომ, ტურიზმის ქართულ-ევროპული უმაღლესი სკოლა ,,MTG High School” გიწვევთ ტურიზმის მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამაზე. პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეიძენთ არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ ცოდნას, რომელიც დაგეხმარებათ ტურიზმის სფეროში დასაქმებაში, ან/და საკუთარი ბიზნესის მენეჯმენტში.

ლექციების განრიკი და გრაფიკი:
დილის ცვლა 10:00 - 13:00
შუა დღის ცვლა 14:00 - 17:00
საღამოს ცვლა 17:00 - 20:00
შაბათ-კვირის ცვლა 16:00 - 19:00

ლექციები ჩატარდება კვირაში 3 დღე + 1 დღე პრაქტიკის 3 საათი (პარტნიორ კომპანიებში ტურიზის მენეჯერის ასისტენტად მუშაობა, ტურების დაგეგმა, სასტუმროების დაჯავშნა, სამუშაო პროცესის გაძღოლა და სხვა).

კურსის დაწყების თარიღები და ხანგრძლივობა:
ლექციები იწყება 6 მარტს და მათი ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 თვით (2,5 თვე თეორიული ცოდნა + პრაქტიკული სამუშაოები).
 
კურსის ღირებულება:
ტურიზმის მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსის ღირებულება შეადგენს 750 ლარს.
შესაძლებელია ღირებულების ეტაპობრივი გადახდა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • ასაკი 20-40 წელი;
  • საშუალო ან/და უმაღლესი განათლება;
  • რომელიმე უცხო ენის ბაზისური ცოდნა და გამართულად მეტყველება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა და მათში მუშაობის გამოცდილება;
  • ტურიზმის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ტურიზმის სფეროში გავლილი სტაჟირება ჩაითვლება უპირატესობად.
თეორიული კურსის ძირითადი პროგრამა:
  • ტურიზმის სფეროში არსებული საკანონმდებლო საფუძვლები (3 საათი);
  • ტურისტული პროცესის მონაწილეები და მათი უფლება/მოვალეობები (2 საათი);
  • საერთაშორისო ტურიზმის სახეობები (3 საათი);
  • ტურისტული პროდუქტის შექმნა და მისი შემდგომი მენეჯმენტი (10 საათი)
  • კლიენტებთან ურთიერთობის ძირითადი ასპექტები (3 საათი);
  • პარტნიორებთან ურთიერთობის ძირითადი ასპექტები (5 საათი);
  • ტურისტული პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფა და მისი კონტროლი (6 საათი);
  • სასტუმროს დაჯავშნის ადგილობრივ და მსოფლიო სისტემებში მუშაობა (6 საათი);
  • კვებისა და ტრანსპორტის სწორი ორგანიზება (2 საათი);
  • ტურისტების სავიზო მხარდაჭერა (3 საათი);
  • ტურისტების დაზღვევა (2 საათი);
  • საქართველოს ტურისტული მიმართულებები და მათი ისტორია (10 საათი);
  • ღვინის ტურიზმი და მისი განვითარების ისტორია საქართველოში (2 საათი);
  • ტურისტული კომპანიის საკადრო პოლიტიკა და პროცესის სწორი დაგეგმარება (3 საათი);
  • ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის მიღება, საერთაშორისო ბაზარზე საკუთარი პროდუქტის სწორი პრეზენტაცია და პრომოუშენი (3 საათი);
  • ტურიზმის ბიზნესში არსებული ტექნლოგიები და მათი განვითარების პერსპექტივები (2 საათი);
  • პროფილური საგნების გარდა, კვირაში 3 საათი დაეთმობა უცხო ენას (36 საათი).
ტურიზმის მენეჯერის სასერტიფიკატო კურსის დასრულების შემდეგ, ყველა მსმენელი გაივლის საბოლოო ტესტირებას და მიიღებს ორ ენოვან სერტიფიკატს. ყველა კურსდამთავრებული, სურვილის შემთხვევაში, შეტანილ იქნება სკოლასთან არსებულ კადრების ბაზაში, რომელიც შედმეგ მიწოდებული იქნება პოტენციური დამსაქმებლისათვის. საუკეთესო კურსდამთავრებულები (საბოლოო შეფასება 91 ქულა და მეტი) გარანტირებულად დასაქმდებიან ტურიზმის ქართულ-ევროპული უმაღლესი სკოლა ,,MTG High School”-ის პარტნიორ კომპანიებში.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები