GE
კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირებული სასწავლო კურსი
ღირებულება: 400 ლარი
„Next-IT აკადემია” აცხადებს მიღებას კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირებულ სასწავლო კურსზე.

კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე
სალექციო დღეები: კვირაში 3 დღე - სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი
ლექციების ჩატარების დრო: საღამოს საათები (19:30-დან 21:30-მდე)
ლექციების ხანგრძლივობა: 2-2.5 საათიანი ლექცია
 
სწავლის ღირებულება:
400 ლარი, გადახდა ხდება ეტაპობრივად (თვეში 200 ლარი);
სოციალურად დაუცველთათვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება;
 
სწავლა დაიწყება 16 იანვარს (19:30-ზე)

გაიცემა სამი სერტიფიკატი:
1. Cisco  - Introduction to Cybersecurity
2. Cisco – Cybersecurity Essentials
3. Next-ITsecurity

ზოგადი ინფორმაცია:
  • კურსის განმავლობაში მსმენელები შეასრულებენ უამრავ პრაქტიკულ დავალებებს, რაც მათ გაუადვილებთ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას;
  • მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭირო ტექნიკური თუ პროგრამული უზრუნველყოფით;
  • პრაქტიკული დავალებები დაფუძნებულია Windows,  Linux და Cisco IOS სისტემებზე;
  • კურსის დასრულების შემდეგ წარმატებული მსმენელები გაივლიან ორკვირიან სტაჟირებას ვითიბი ბანკში, სადაც პრაქტიკულად იმუშავებენ DLP, Web Application Firewall, IPS, Nesus და სხვა პროგრამებთან;
  • სათანადო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელია მისი დასაქმება ადგილობრივად;
  • კურსის მიმდინარეობისას აქცენტი გაკეთებული იქნება ინციდენტებზე რეაგირებაზე, უსაფრთხოების პროგრამების მიერ წარმოებულ ლოგების გარჩევაზე და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე;
  • განხილული იქნება უსაფრთხოების შესამოწმებელი პროგრამები, ასევე Kali Linux და მისი შეღწევადობის ტესტირების უტილიტები;
  • კურსდამთავრებულს შეეძლება მუშაობა როგორც მცირე, ისე მსხვილ ორგანიზაციებში;
  • კურსი რეკომენდებულია როგორც დამწყები, ისე ამ სფეროში მომუშავე პირებისთვის;
  • წარმატებულ მსმენელებს გადაეცემათ „Gold“ სერტიფიკატები თავისი დანართებით და მიეცემათ რეკომენდაცია შემდგომ დასაქმებაზე;
სასწავლო კურსის პროგრამა:
  • ძირითადი საფრთხეების აღწერა; იდენტიფიკაცია, აუთენტიკაცია, ანგარიში (AAA);
  • მომხმარებლებთან და ჯგუფებთან (Users & Groups) მუშაობა, მომხმარებლის სახელები და პაროლები; ლოკალური უსაფრთხოების პოლიტიკები, პაროლის პოლიტიკები;
  • ფაილებზე, საქაღალდეებზე და დისკებზე წვდომის ნებართვების განსაზღვრა;
  • შიფრაცია/დეშიფრაცია, სიმესტრიული და ასიმეტრიული შიფრაციის ალგორითმების განხილვა; ჰეშირების ალგორითმების განხილვა; მთლიანობა და ნამდვილობა;
  • სერტიფიკატები. ციფრული სერტიფიკატების განხილვა და მათი მართვა;
  • ელექტრონული ფოსტების უსაფრთხოება (Gmail, Hotmail);
  • უსაფრთხოება ბრაუზერებში; უსაფრთხოება სოციალურ ქსელებში, უსაფრთხო შოპინგი;
  • უსაფრთხოება მობილურ ოპერაციულ სისტემებში (Android, iOS);
  • კონფიდენციალური დოკუმენტების უსაფრთხოება;
  • გავრცელებული საზიანო პროგრამების (Malware – Trojan, Worm, Virus, Adware), ჯაშუშური პროგრამების (Spyware, Keylogger და ა.შ) განხილვა და მათგან თავდაცვის გზების განხილვა;
  • ანტივირუსული პროგრამების კონფიგურაცია; უსაფრთხოების შესამოწმებელი უტილიტები
  • ქსელის უსაფრთხოების დაცვა (ქსელური საფრთხეების კატეგორიები, ქსელური შეტევების სახეები (Dos/DDOS, Main-in-the-Middle, SynFlood, Fishing, Injection, Spoofing, Zero-Day და ა.შ);
  • უსაფრთხოების კომპონენტების არჩევა: ფაიერვოლების კონფიგურაცია; VPN; IPS: IPS ტექნოლოგია; IPS ხელწერები (Signatures), წვდომის სიები (ACLs).
  • ვებ-შეტევები: Top 10 ვებ-შეტევის განხილვა და ანალიზი; Web Application Firewall;
  • მონაცემთა და ოპერაციული სისტემის სარეზერვო ასლის შექმნა/აღდგენა;
  • უსაფრთხოება კაბელურ და უკაბელო მარშრუტიზატორებში (TP-Link, MikroTik);
  • მონაცემთა გაჟონვის პრევენციის სისტემები (DLP);
  • ლოგების მართვის პროგრამები (SIEM), უსაფრთხოების პროგრამების ლოგების (log) ანალიზი და ანგარიშის მომზადება (Report);
  • ხელმისაწვდომობა: ხუთი ცხრიანი - 99.999%, მაღალი ხელმისაწვდომობის სისტემის შექმნა;
  • უსაფრთხოების პოლიტიკები, სტანდარტები, რეკომენდაციები და პროცედურები;
  • კიბერდამნაშავეები (ჰაკერები); კიბერდანაშაული; კიბერდანაშაულის რეგულირება შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობით;
  • გავრცელებული კიბერდანაშაულების განხილვა, გამოყენებული მეთოდების ანალიზი;
კურსში გამოყენებული სასწავლო მასალა და დამატებითი კომპონენტები:
სასწავლო კურსში გამოყენებულია:
  • Cisco-ს ქსელური აკადემიის მიერ შემუშავებული ოფიციალური სასწავლო მასალა ინგლისურად;
  • აკადემიის ინსტრუქტორების მიერ თარგმნილი ოფიციალური სასწავლო მასალა ქართულად;
  • აკადემიის ინსტრუქტორების მიერ შემუშავებული:
- თეორიული და პრაქტიკული მასალები
- პრაქტიკული დავალებები
- ვიდეო მასალები
- პრეზენტაციები
- თვითკონტროლის ტესტები
- ყოველკვირეული ქვიზები
- ფინალური გამოცდები
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები