GE
კომპიუტერული სისტემების, ქსელებისა და უსაფრთხოების სასწავლო კურსი
ღირებულება: 800 ლარი
„Next IT Academy” აცხადებს მიღებას კომპიუტერული სისტემების, ქსელებისა და უსაფრთხოების სასწავლო კურსზე.

სასწავლო კურსი შედგება ოთხი მოდულისაგან:
  1. კომპიუტერის ორგანიზაცია და არქიტექტურა (Hardware)
  2. ოპერაციული სისტემები (Software)
  3. ქსელები (Network)
  4. უსაფრთხოება (Cybersecurity)
პირველ მოდულზე (Hardware) შეისწავლება:
  • კომპიუტერის ნაწილები დეტალურად
  • უსაფრთხოების დაცვა ლაბ. პროცედურების დროს და ხელსაწყოების სწორი გამოყენება
  • კომპიუტერის დაშლა/აწყობა, გაძლიერება
  • BIOS თეორიულად და პრაქტიკულად
  • კომპიუტერის ნაწილების დიაგნოსტიკა, ტესტირება, პრობლემების აღმოფხვრა
  • პორტატული მოწყობილობების (ლეპტოპი, ნოუთბუქი) ნაწილების განხილვა, დაშლა/აწყობა
  • პერიფერიული მოწყობილობების განხილვა (პრინტერი, სკანერი და ა.შ), ინსტალაცია კონფიგურაცია
მეორე მოდულზე (Software)  შეისწავლება:
  • ვირტუალური მანქანის ინსტალაცია/კონფიგურაცია (Vmware Workstation, Virtualbox)
  • Windows XP/7/8.1/10 ინსტალაცია, Upgrade
  • ოპერაციული სისტემის იერსახისა და ეკრანის პარამეტრების მომართვა
  • მუშაობა ფაილებთან და საქაღალდეებთან, Windows Explorer
  • მოწყობილობებთან, დრაივერებთან და პროგრამებთან მუშაობა
  • რეგიონალური და ენობრივი პარამეტრების მომართვა
  • მყარ დისკებთან მუშაობა: დაყოფა, დაფორმატება, სისტემის ოპტიმიზაცია
  • რეესტრის (Registry) და Command Prompt-თან მუშაობა, Windows PowerShell
  • ქსელის პარამეტრების კონფიგურაცია ოპერაციულ სისტემაში, Internet Options, Internet Explorer, დაშორებული მუშაობა (Remote Desktop, Remote Assistance)
  • ქსელის შექმნა (Homegroup, Workgroup, Domain), რესურსების გაზიარება, რესურსებზე წვდომის კონტროლის განსაზღვრა
  • მომხმარებლის სააღრიცხვო ჩანაწერებთან (User Accounts) და ჯგუფებთან (Groups) მუშაობა, ლოკალური უსაფრთხოების პოლიტიკები და ლოკალური  კომპიუტერის პოლიტიკები
  • ოპერაციული სისტემის, ფაილებისა და საქაღალდეების სარეზერვო ასლების შექმნა/აღდგენა
  • სისტემის წარმადობა და მონიტორინგი, პრობლემის აღმოჩენა და აღმოფხვრა
  • მობილური ოპერაციული სისტემები (iOS და Android)
  • Linux ოპერაციული სისტემა ბაზისურად
მესამე მოდულზე (Network) განიხილება:
  • ქსელური მოწყობილობები, სამონტაჟე ინსტრუმენტები, ქსელის გაყვანა, კაბელზე ჯეკის დასმა, Outlet-ის მონტაჟი, ტესტირება
  • ქსელის  პროტოკოლები და ტოპოლოგიები,  OSI და TCP/IP დონეები დეტალურად
  • IPv4 და IPv6 ქსელების დამისამართება და ქვექსელების შექმნა (Subnetting)
  • Cisco Router-ების ბაზისური პარამეტრების კონფიგურაცია GUI და CLI გარემოში
  • TP-Link, D-Link მარშრუტიზატორების დეტალური კონფიგურაცია, უსაფრთხოება
  • Linksys, TP-Link, D-Link Wireless Router-ების დეტალური კონფიგურაცია, უსაფრთხოება
  • ქსელის პრობლემების მოძიება და აღმოფხვრა, ქსელში სამუშაო პროგრამები
  • Outlook - ის კონფიგურაცია, ელ. ფოსტების სარეზერვო ასლების შექმნა/აღდგენა
მეოთხე მოდულზე (Cybersecurity) განიხილება:
  • ძირითადი საფრთხეები, იდენტიფიკაცია, აუთენტიკაცია, წვდომების მართვა
  • გავრცელებული ვირუსები და მათგან თავდაცვის გზები, ანტივირუსები
  • უსაფრთხოების შესამოწმებელი უტილიტები
  • სიმეტრიული და ასიმეტრიული შიფრაცია, ალგორითმები
  • ინფორმაციული უსაფრთხოების საკანონმდებლო დონე
  • ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტები და სპეციფიკაციები
  • გავრცელებული ქსელური შეტევები და მათგან თავდაცვის გზები
  • ფაიერვოლები, ვირტუალური დაცული ქსელი (VPN)
  • ქსელში შეღწევის პრევენციის სისტემები (IPS/IDS)
  • მონაცემთა გაჟონვის პრევენციის სისტემები (DLP)
  • Security Information Event Management (SIEM)
  • ციფრული სერტიფიკატები, ელ. ფოსტების უსაფრთხოება
  • უსაფრთხოება ბრაუზერებში, სოციალურ ქსელებში
  • მონაცემთა და ოპერაციული სისტემების სარეზერვო ასლების შექმნა/აღდგენა
  • საოფისე დოკუმენტების უსაფრთხოება და წვდომის კონტროლის განსაზღვრა
  • უსაფრთხოების პოლიტიკების შექმნა
  • უსაფრთხოების ტესტირება და მონიტორინგი
  • უსაფრთხოების პროგრამების Log-ების ანალიზი და რეპორტინგი
კურსის ხანგრძლივობა: 4 თვე, კვირაში 3 დღე 2-2.5 საათიანი ლექცია, საღამოს საათებში (19:00-დან 21:00-მდე ან 21:00-დან 23:00), ჯამში 96 საათი (48 ორსაათიანი ლექცია)
სწავლის ღირებულება: 800 ლარი, გადახდა ხდება ეტაპობრივად
გაიცემა ოთხი სერტიფიკატი:
  1. Cisco IT Essentials PC Hardware & Software
  2. Cisco CCNA – Introduction to Networks
  3. კომპიუტერული სისტემები და ქსელები
  4. კიბერუსაფრთხოება - Cybersecurity Basic Level
კურსში გამოყენებული სასწავლო მასალა და დამატებითი კომპონენტები:
სასწავლო კურსში გამოყენებულია:
  • Cisco–ს ქსელური აკადემიის მიერ შემუშავებული ოფიციალური სასწავლო მასალაინგლისურად
  • აკადემიის ინსტრუქტორების მიერ თარგმნილი ოფიციალური სასწავლო მასალა ქართულად
  • აკადემიის ინსტრუქტორების მიერ შემუშავებული:
თეორიული და პრაქტიკული მასალები;
პრაქტიკული დავალებები;
ვიდეო მასალები;
პრეზენტაციები;
თვითკონტროლის ტესტები;
ყოველკვირეული ქვიზები;
ფინალური გამოცდები.

მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან კურსისთვის აუცილებელი ყველა ტექნიკური თუ პროგრამული უზრუნველყოფით.
 
პირველ ორ საუკეთესო შედეგების მქონე მსმენელს გადაეცემა ვაუჩერი, რომლითაც ექნება შესაძლებლობა გააგრძელოს სწავლა ამავე აკადემიაში CCNA Routing & Switching სასწავლო კურსზე სრულიად უფასოდ (ცალკე კურსი 1000-1200 ლარი ღირს).
 
კურსის დასრულების შემდეგ ყველა მსმენელს გადაეცემა 10 CD/DVD დისკი, რომელზეც ჩაწერილი იქნება ყველა ის პროგრამა რომელიც სასწავლო კურსზე გამოიყენებოდა.

კურსს გაუძღვება საერთაშორისო დონის ინსტრუქტორი.

გასაუბრება ჩატარდება 12 სექტემბერს, სწავლა დაიწყება 14 სექტემბერს, პირველი ორი ლექცია უფასოა
მისამართი: კოსტავას გამზ. №77, (სააკაძის მოედანთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი, I სართული, 128 დ ოთახი)
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები