GE
ტექნიკური მხარდაჭერის ადმინისტრატორი
ღირებულება: 400 ლარი

ნექსთ აიტი აკადემია აცხადებს მიღებას ტექნიკური მხარდაჭერის ადმინისტრატორის მოსამზადებელ სასწავლო კურსზე.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 30 ნოემბერი

სწავლა დაიწყება 19 ნოემბერს (19:30-ზე)

კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე
სალექციო დღეები: კვირაში 3 დღე - სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი 
ლექციების ჩატარების დრო: საღამოს საათები (19:30-დან 21:30-მდე)
ლექციების ხანგრძლივობა: 2-2.5 საათიანი ლექცია

სწავლის ღირებულება: 400 ლარი

გაიცემა სამი სერტიფიკატი:

  • Cisco IT Essentials
  • Cisco – NDG Linux Essentials
  • Next-ITsupport


ზოგადი ინფორმაცია:

  • ტრენინგი ეფუძნება Cisco IT Essential კურსის ბოლო ვერსიასა (7.0) და NDG Linux Essentials კურსის მოდულებს
  • კურსის განმავლობაში მსმენელები გაეცნობიან ტექნიკური მხარდაჭერის ადმინისტრატორისთვის საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს
  • კურსის განმავლობაში მსმენელები შეასრულებენ უამრავ პრაქტიკულ და ლაბორატორიულ დავალებებს
  • მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭირო ტექნიკური თუ პროგრამული უზრუნველყოფით
  • მასალები არის ქართულ და ინგლისურ ენებზე; სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე 
  • კურსი რეკომენდებულია როგორც დამწყები, ისე ამ სფეროში მომუშავე პირებისთვის;
  • კურსს გაუძღვება Cisco-ს სერტიფიცირებული ინსტრუქტორი
  • კურსის გავლის შემდეგ დაეუფლებით ყველაზე მოთხოვნად პროფესიას

სასწავლო კურსის პროგრამა:

  • პერსონალური კომპიუტერის ტექნიკური უზრუნველყოფის მიმოხილვა (კომპიუტერის ნაწილების დეტალური გარჩევა):
  • სისტემური ბლოკი, კვების ბლოკი, დედაპლატა, პროცესორი, ოპ. მეხსიერება, მყარი დისკი, ვიდეო ადაპტერი, პორტები, კონექტორები, კაბელები გაგრილება და სხვა)
  • კომპიუტერის დაშლა/აწყობა, შესაფერისი ნაწილების შერჩევა, გაძლიერება
  • კომპიუტერის ტექნიკური უზრუნველყოფის სიღრმისეული ანალიზი
  • სპეციალიზებული კომპიუტერების აწყობა
  • BIOS/UEFI განხილვა და კონფიგურაცია
  • პრევენციული ღონისძიებები და პრობლემების გადაწყვეტა
  • ქსელის მუშაობის კონცეფციები: 
  • ქსელის მუშაობის პრინციპები 
  • ქსელური პროტოკოლები და სტანდარტები
  • ქსელური მოწყობილობები (კომუტატორი, მარშრუტიზატორი, პატჩ პანელი, ფაიერვოლი და სხვა) 
  • ქსელური კაბელები (სამონტაჟე ინსტრუმენტები, ჯეკის დასმა, აუთლეტის დაყენება)
  • გამოყენებადი ქსელი 
  • ქსელის დამისამართება 
  • ქსელის ადაპტერის კონფიგურაცია 
  • კაბელური და უკაბელო ქსელების აწყობა 
  • ფაიერვოლი 
  • ჭკვიანი ტექნოლოგიების ჩართვა ქსელში
  • დისტანციური მართვა (Remote Desktop, Telnet/SSH)
  • პრობლემების მოგვარება ქსელში
  • ლეპტოპები და სხვა მობილური მოწყობილობები:
  • ლეპტოპისა და მობილური მოწყობილობის ნაწილების განხილვა
  • ლეპტოპის ქსელით უზრუნველყოფა
  • ლეპტოპისა და მობილური მოწყობილობების კონფიგურაცია და პრობლემების მოგვარება
  • პრინტერები და სხვა პერიფერიული მოწყობილობები:
  • პრინტერების არჩევა 
  • ინსტალაცია და კონფიგურაცია, 
  • ქსელური პრინტერის გამართვა 
  • პრინტერების გაზიარება 
  • სკანერისა და პროექტორის მონტაჟი და კონფიგურაცია
  • ვირტუალიზაცია და ღრუბლოვანი გამოთვლები (ვირტუალური მანქანების აწყობა/კონფიგურაცია - VMware Workstation, Virtualbox)
  • ვინდოუს ოპერაციული სისტემის ინსტალაცია და საწყისი მომართვა 
  • ვინდოუს ოპერაციული სისტემის ადმინისტრირება: 
  • დისკების მართვა 
  • სისტემის ოპტიმიზაცია 
  • ბრძანებათა ველის ინტერფეისთან (CMD) მუშაობა და ბრძანებების განხილვა
  • ვინდოუსის ქსელით უზრუნველყოფა
  • Telnet, SSH, ipconfig, Ping, Tracert, FTP, DNS Records, Network Lookup
  • უსაფრთხოება (მომხმარებლები და ჯგუფები, ანტივირუსი/ფაიერვოლი, შიფრაცია, VPN, სარეზერვო ასლების შექმნა/აღდგენა)
  • ვინდოუს ოპერაციული სისტემის პროცესების, სერვისებისა და წარმადობის მონიტორინგი
  • მობილური, ლინუქს, MacOS ოპერაციული სისტემები:
  • ლინუქსის მიმოხილვა, ლინუქს ოპერაციული სისტემების განხილვა
  • ლინუქსთან მუშაობა, ღია წყარო კოდები და ლიცენზირება
  • ლინუქს ოპერაციული სისტემების ინსტალაცია (Ubuntu, Kali) და ბაზისური კონფიგურაცია
  • ორმაგი ჩატვირთვა, ჩატვირთვის პარამეტრების ცვლილება
  • ბრძანებათა ველი უნარები, დახმარების მიღება ტერმინალთან მუშაობის დროს
  • ნავიგაცია ფაილურ სისტემაში, ფაილებისა და დირექტორიების მართვა, არქივირება და შეკუმშვა
  • დისკების მართვა (დისკების დაყოფა, დაფორმატება, RAID მასივების განხილვა, დანაყოფებთან მუშაობა)
  • ტექსტურ რედაქტორებთან მუშაობა, ბაზისური სკრიპტინგი
  • კომპიუტერის აპარატურასთან გაცნობა ლინუქსის ბრძანებებით
  • კაბელური და უკაბელო ქსელის კონფიგურაცია ლინუქსში
  • სისტემისა და მომხმარებლის უსაფრთხოება
  • მომხმარებლებისა და ჯგუფების შექმნა
  • საკუთრებისა და ნებართვების განსაზღვრა
  • სპეციალური დირექტორიები და ფაილები
  • პაკეტებისა და პროცესების მართვა ლინუქსში
  • ანდროიდ და iOS სისტემების განხილვა
  • იტ პროფესიონალის უნარების გამომუშავება:
  • საკომუნიკაციო უნარები 
  • საოპერაციო პროცედურები 
  • ეთიკური და ლეგალური საკითხები 
  • კონკრეტული სცენარების განხილვა სამუშაო უნარების დასახვეწად და პრაქტიკაში გამოსაყენებლად
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები