GE
ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი

კურსის დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის მოსამზადებელი კურსი

მომწოდებელი: Next-IT Academy

ნექსთ აიტი აკადემია აცხადებს მიღებას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის მოსამზადებელ სასწავლო კურსზე.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 30 სექტემბერი

  •  კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე
  • სალექციო დღეები: კვირაში 3 დღე - სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი 
  • ლექციების ჩატარების დრო: საღამოს საათები (19:30-დან 21:30-მდე)
  • სწავლის ღირებულება: 500 ლარი (გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად)

სწავლა დაიწყება 15 სექტემბერს (19:30-ზე)

გაიცემა სამი სერტიფიკატი:

  • Cisco IT Essentials
  • Cisco – NDG Linux Essentials
  • Next-ITsupport

ზოგადი ინფორმაცია:

  • ტრენინგი ეფუძნება Cisco IT Essential კურსის ბოლო ვერსიასა (7.01) და NDG Linux Essentials კურსის მოდულებს
  • კურსის განმავლობაში მსმენელები გაეცნობიან ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტისთვის საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს
  • კურსის განმავლობაში მსმენელები შეასრულებენ უამრავ პრაქტიკულ და ლაბორატორიულ დავალებებს
  • მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭირო ტექნიკური თუ პროგრამული უზრუნველყოფით
  • მასალები არის ქართულ და ინგლისურ ენებზე; სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე 
  • კურსი რეკომენდებულია როგორც დამწყები, ისე ამ სფეროში მომუშავე პირებისთვის;
  • კურსს გაუძღვება Cisco-ს სერტიფიცირებული ინსტრუქტორი
  • კურსის გავლის შემდეგ დაეუფლებით ყველაზე მოთხოვნად პროფესიას

 სასწავლო კურსის პროგრამა:

  • პერსონალური კომპიუტერის ტექნიკური უზრუნველყოფის მიმოხილვა (კომპიუტერის ნაწილების დეტალური გარჩევა)
  • სისტემური ბლოკი, კვების ბლოკი, დედაპლატა, პროცესორი, ოპ. მეხსიერება, მყარი დისკი, ვიდეო ადაპტერი, პორტები, კონექტორები, კაბელები გაგრილება და სხვა
  • კომპიუტერის დაშლა/აწყობა, შესაფერისი ნაწილების შერჩევა, გაძლიერება
  • კომპიუტერის ტექნიკური უზრუნველყოფის სიღრმისეული ანალიზი
  • სპეციალიზებული კომპიუტერების აწყობა
  • BIOS/UEFI განხილვა და კონფიგურაცია
  • პრევენციული ღონისძიებები და პრობლემების გადაწყვეტა
  • ქსელის მუშაობის პრინციპები; ქსელური ოქმები და სტანდარტები; ქსელური მოწყობილობების (კომუტატორი, მარშრუტიზატორი, პატჩ პანელი, ფაიერვოლი და სხვა) პრაქტიკული განხილვა
  • ქსელური კაბელები (სამონტაჟე ინსტრუმენტები, ჯეკის დასმა, აუთლეტის დაყენება)
  • გამოყენებადი ქსელი: ქსელის დამისამართება; ქსელის ადაპტერის კონფიგურაცია; კაბელური და უკაბელო ქსელების აწყობა; ჭკვიანი ტექნოლოგიების ჩართვა ქსელში; დისტანციური მართვა (Remote Desktop, Telnet/SSH); პრობლემების მოგვარება ქსელში
  • ლეპტოპები და სხვა მობილური მოწყობილობები: ლეპტოპისა და მობილური მოწყობილობის ნაწილების განხილვა; ლეპტოპის ქსელით უზრუნველყოფა; ლეპტოპისა და მობილური მოწყობილობების კონფიგურაცია და პრობლემების მოგვარება
  • პრინტერები და სხვა პერიფერიული მოწყობილობები: პრინტერების არჩევა, ინსტალაცია და კონფიგურაცია, ქსელური პრინტერის გამართვა, პრინტერების გაზიარება; სკანერისა და პროექტორის მონტაჟი და კონფიგურაცია
  • ვირტუალიზაცია და ღრუბლოვანი გამოთვლები (ვირტუალური მანქანების აწყობა/კონფიგურაცია - VMware Workstation, Virtualbox)
  • ვინდოუს ოპერაციული სისტემის ინსტალაცია და საწყისი მომართვა 
  • ვინდოუს ოპერაციული სისტემის ადმინისტრირება: დისკების მართვა; სისტემის ოპტიმიზაცია; ბრძანებათა ველის ინტერფეისთან (CMD) მუშაობა და ბრძანებების განხილვა; ვინდოუსის ქსელით უზრუნველყოფა; Telnet, SSH, ipconfig, Ping, Tracert, FTP, DNS Records, Network Lookup;
  • უსაფრთხოება ვინდოუსში: მომხმარებლები და ჯგუფები, ანტივირუსი/ფაიერვოლი, შიფრაცია, VPN, სარეზერვო ასლების შექმნა/აღდგენა; ვინდოუს ოპერაციული სისტემის პროცესების, სერვისებისა და წარმადობის მონიტორინგი
  • მობილური, MacOS ოპერაციული სისტემები: ანდროიდ და iOS სისტემების განხილვა
  • ლინუქს ოპერაციული სისტემა: ლინუქსის მიმოხილვა, ლინუქს ოპერაციული სისტემების განხილვა; ლინუქსთან მუშაობა, ღია წყარო კოდები და ლიცენზირება; ლინუქს ოპერაციული სისტემების ინსტალაცია (Ubuntu, Kali) და ბაზისური კონფიგურაცია; ორმაგი ჩატვირთვა, ჩატვირთვის პარამეტრების ცვლილება; ბრძანებათა ველი უნარები, დახმარების მიღება ტერმინალთან მუშაობის დროს; ნავიგაცია ფაილურ სისტემაში, ფაილებისა და დირექტორიების მართვა, არქივირება და შეკუმშვა; 
  • ლინუქს ოპერაციული სისტემის ადმინისტრირება: დისკების მართვა (დისკების დაყოფა, დაფორმატება, RAID მასივების განხილვა, დანაყოფებთან მუშაობა); ტექსტურ რედაქტორებთან მუშაობა, ბაზისური სკრიპტინგი; კომპიუტერის აპარატურასთან გაცნობა ლინუქსის ბრძანებებით; კაბელური და უკაბელო ქსელის კონფიგურაცია ლინუქსში; 
  • უსაფრთხოება ლინუქს ოპერაციულ სისტემაში: სისტემისა და მომხმარებლის უსაფრთხოებამომხმარებლებისა და ჯგუფების შექმნა; საკუთრებისა და ნებართვების განსაზღვრა; სპეციალური დირექტორიები და ფაილები; პაკეტებისა და პროცესების მართვა ლინუქსში
  • იტ პროფესიონალის უნარების გამომუშავება: საკომუნიკაციო უნარები; საოპერაციო პროცედურები; ეთიკური და ლეგალური საკითხები 
  • კონკრეტული სცენარების განხილვა სამუშაო უნარების დასახვეწად და პრაქტიკაში გამოსაყენებლად.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები