GE
სემინარი კორპორაციულ მართვაში
ღირებულება: 225 ლარი
2016 წ 6 მაისს, გაიმართება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და IFC-ის ოფიციალური პარტნიორის - საქართველოს დირექტორთა ინსტიტუტის ერთობლივი სემინარი კორპორაციულ მართვაში. 

სემინარის მონაწილეები გაეცნობიან:
  • კორპორაციული მართვის ძირითად პრინციპებს
  • კორპორაციული მართვის მსოფლიო პრაქტიკასა და საერთაშორისო სტანდარტებს
  • კომპანიის სამართლებრივი სტატუსისა და სტრუქტურის განსაზღვრას
  • ძირითად განსხვავებებს დირექტორებს, მენეჯერებსა და მფლობელებს შორის
  • საბჭოს ფუნქციების ანალიზსა და საუკეთესო პრაქტიკას ამ მიმართულებით
  • საბჭოს წევრთა ძირითად კატეგორიებს (აღმასრულებელი, არააღმასრულებელი, დამოუკიდებელი), მათ ფუნქციებსა და მოვალეობებს
  • ინტერესთა კონფლიქტის ცნებას, მის სახეობებს
  • აქციონერთა უფლებებსა და მოვალეობებს
  • ინფორმაციის გამჟღავნებისა და გამჭვირვალობის ელემენტებს
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:
  • განიხილონ კორპორაციული მართვის აქტუალური თემები სფეროს საუკეთესო ექსპერტთან
  • განიხილონ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული სამართლებრივი ასპექტები და მოარგონ ისინი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას
  • დაამყარონ სასარგებლო კავშირები
  • გაწევრიანდნენ GIOD-ში (საქართველოს დირექტორთა ინსტიტუტში)
მომხსენებლის შესახებ:
სემინარს გაუძღვება კორპორაციული სამართლისა და კორპორაციული მართვის ექსპერტი, კახა კუჭავა.
  • კახა კუჭავას აქვს 15 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ბიზნესისა და კომერციული სამართლის სფეროში. მუშაობდა მმართველ თანამდებობებზე ადგილობრივ კერძო, სამთავრობო და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში, საქართველოში და  დიდ ბრიტანეთში. მონაწილეობდა USAID–ის ბიზნეს გარემოს რეფორმის პროექტში როგორც ბიზნესისა და კომპანიების სამართლის სპეციალისტი, ასევე დიდი წვლილი აქვს საქართველოში ბიზნეს სამართლის განვითარების საქმეში.
  • 2011 წლიდან არის „კავკასუს მინერალს“-ის გენერალური დირექტორი და „საქართველოს დირექტორთა ინსტიტუტი“-ს თავმჯდომარე
  • 2015 წლიდან უძღვება კორპორაციული მართვის კურსს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.
სემინარის ჩატარების დრო: 6 მაისი, 2016, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი (მიქელაძის 1ა, დიღმის მე-6 კვ, თბილისი)

სერტიფიკატი: მონაწილეებს გადაეცემათ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და IFC-ის ოფიციალური პარტნიორის - საქართველოს დირექტორთა ინსტიტუტის ერთობლივი სერტიფიკატი.
დამატებით, სემინარზე მიღებული კრედიტები ჩაითვლება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობისათვის განსაზღვრულ წლიურ, სავალდებულო კრედიტ-საათებში (6 კრედიტ/სთ)

რეგისტრაცია:
სემინარში მონაწილეობისათვის გთზოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა. არა უგვიანეს 2016 წლის 1 მაისისა (სემინარი ჩატარდება არანაკლებ 20 მონაწილის რეგისტრაციის შემთხვევაში).

Seminar on Corporate Governance

On May 6th, 2016, New Vision University, in cooperation with Georgian Institute of Directors (GIOD) - IFC Official Partner will host a Seminar on Coporate Governance.

The Seminar will be conducted by Mr. Kakha Kuchava, expert in Corporate Governance, with 15 years of experience in commercial law, General Director of Caucasus Minerals and Head of GIOD.

What to expect?
  • An in-depth view of the CG background and world practice, international standards in CG, shareholders right, role of the board and information transparency and disclosure
  • Guidance on improving CG practice
  • An opportunity to discuss hot topics of corporate governance with the best experts in the field
  • An opportunity to discuss legal aspects of Georgian legislation and options to comply with the best international practices
  • Useful networking opportunity
  • A free copy of the seminar materials and other relevant publications
  • A qualifying route to Membership of the GIOD
Registration:
Registration shall be done through online application no later than May 1, 2016.

Date and Place: Seminar will take place at New Vision University, on May 6th.

Participation Fee: 225 GEL

All attendees will get Certificates of Participation by New Vision University and GIOD - IFC Official Partner.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები