GE
სემინარი საგადასახადო სამართალში: მოგების გადასახადის ახალი მოდელი
ღირებულება: 135 ლარი
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი დაინტერესებულ პირებს იწვევს ორდღიან სემინარზე, რომელიც მოგების გადასახადის ახალ მოდელს მიეძღვნება.

სემინარზე განხილული იქნება მოგების გადასახადის ახალი სისტემის (რომელიც სავარაუდოდ 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება) ყველა არსებითი ელემენტი, მათ შორის: გადასახადის გადამხდელი, დაბეგვრის ობიექტი რეზიდენტი საწარმოებისათვის და მუდმივი დაწესებულებებისათვის, დაბეგვრის ბაზა, შეღავათიანი დაბეგვრის ქვეყნებში რეგისტრირებულ პირებისათვის და ფიზიკური პირებისათვის განხორციელებული გადახდების (სესხები, ავანსები, და სხვა) საგადასახადო მოპყრობა.

მომხსენებლის შესახებ: სემინარს გაუძღვება რუსლან ახალაია, საერთაშორისო იურიდიული კომპანია Dechert LLP უფროსი იურისტი. რუსლან ახალაიას სამუშაო გამოცდილება ფოკუსირებულია ეროვნულ და საერთაშორისო საგადასახადო სამართალზე. იყო საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ხელმძღვანელობდა წინასწარი გადაწყვეტილებების მიმღები სამუშაო ჯგუფს და იყო შემოსავლების სამსახურის საგადასახადო დავების განმხილველი საბჭოს წევრი. აქტიურად იყო ჩართული მოგების გადასახადის ახალი (ესტონური) მოდელის განხილვებში სხვადასხვა ასოციაციებში და საინიციატივო ჯგუფებში. ფლობს სამართლის მაგისტრის ხარისხს ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტიდან (ბელგია), და საგადასახადო სამართლის მაგისტრის ხარისხს მაასტრიხტის უნივერსიტეტიდან (ჰოლანდია).   
ამჟამად უძღვება საერთშორისო დაბეგვრის კურსს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.

სემინარის ჩატარების დრო და ადგილი: 6-7 მაისი, 2016, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი (მიქელაძის 1ა, დიღმის მე-6 კვ, თბილისი).

მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. დამატებით, მიღებული კრედიტები ჩაითვლება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობისათვის განსაზღვრულ წლიურ, სავალდებულო კრედიტ-საათებში.
 
რეგისტრაცია: სემინარში მონაწილეობისათვის უნდა შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა არა უგვიანეს 2016 წლის 30 აპრილისა.
 
სემინარი შედგება არანაკლებ 20 მონაწილის რეგისტრაციის შემთხვევაში.

New Vision University invites interested individuals to two-day training dedicated to the new system of Corporate Profit Tax in Georgia.

All key aspects of the new profit tax system of Georgia shall be discussed at the training, including the following: tax-payers, tax base for Georgian and non-Georgian tax-residents and permanent establishments, tax treatment of payments (loans, advance payments, etc.) to individuals and offshore entities.

Seminar will be conducted by Mr. Ruslan Akhalaia, Chief Lawyer at Dechert Georgia LLP, former Deputy Chairman of Georgia Revenue Service, with years of experience in tax law.

Registration:
Registration shall be done through online application no later than April 30, 2016.

Date and Place: Seminar will take place at New Vision University, on May 6th and 7th.

Participation Fee: 135 GEL

All attendees will get Certificates of Participation.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები