GE
ლოგისტიკა + სამუშაო ვიზიტი ფოთის პორტში
ღირებულება: 350 ლარი
კურსს უძღვება საერთაშორისო სტანდარტების სპეციალისტი, FIATA Federation Internationale des Associations de Transitaires et Assimiles დიპლომის მფლობელი, ტრენერი ნინო გაბელია

კურსი მიზნად ისახავს მონაწილეთათვის ლოგისტიკის თეორიული საკითხების მიწოდებას, თეორიულიცოდნის  პრაქტიკაში გამოყენების სწავლებას.
შეისწავლება ლოგისტიკური ქსელის შემადგენელი თითოეული საკითხი როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით.
 
ტრენინგ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს ექნებათ სრული წარმოდგენა საექსპედიტორო საქმიანობისა და ტრანსპორტის მართვის შესახებ, რაც შესაძლებლობას მისცემთ მიღებული ცოდნა ნაყოფიერად გამოიყენონ პრაქტიკაში.
 
კურსი მოიცავს:
  • ბიზნეს ლოგისტიკა, მოწოდებათა ქსელი (LSC) მოქმედებათა ერთობლიობა
  • კლიენტის მოლოდინი, დამატებითი ფასი, მიზანი
  • ლოგისტიკა/ მოწოდებათაქსელი (LSC) სტრატეგია, დაგეგმვა, ხარჯები, შესრულების სტრატეგია, (LSC) მოპოვების გზები, მიმართულებები
  • LSC პროდუქტი, პროდუქტის აღწერა, დახასიათება, შეფუთვა, შეფასება, წამახალისებელი ფასი
  • LSC კლიენტის მომსახურება, შეკვეთის შესრულების დრო, გაყიდვებისა და მომსახურების ურთიერთკავშირი, დონეები და წინააღმდეგობები
  • შეკვეთის შესრულება, დრო და სხვა ფაქტორები, ლოგისტიკის ინფორმაციული სისტემა, ხელმძღვანელობის სისტემა
  • სატრანსპორტო სისტემა და გადაწყვეტილებები, დახასიათება, სახაზო საერთაშორისო სააგენტოები, პორტები, ტერმინალები.
მეთოდი: პრაქტიკული დავალებები, პრეზენტაცია, ტესტი.

ტრენინგის მონაწილეებისთვის ეწყობა 1 დღიანი სამუშაო ვიზიტი ფოთის პორტში, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები:
  1. დაათვალიერებენ ნავმისადგომებსა და სხვადასხვა ტვირთების ტერმინალებს. გაიცემა ფოთის პორტში შესასვლელად საჭირო საშვები და ჩაფხუტები და ჟილეტები.
  2. გაეცნობიან ტვირთის გაფორმებისათვის საჭირო თითოეულ პროცედურას: საკონტეინერო ტერმინალიდან ტვირთის გატანას, გაფორმების ეროვნულ ზონაში (გეზი) ტვირთის გაფორმების პროცედურას (რა დოკუმენტაცია არის საჭირო იმპრტის, ექსპორტის, ტრანზიტის დროს); სამანქანო ტრანსპორტირების შემთხვევაში სატრანსპორტო ზედდებულის (CMR)-ის გამოწერას და ტვირთის გაშვებას. თითოეული დოკუმენტაციის გამოწერისა და გაფორმების პროცესებს მათ ჩვენი ოპერატიული მენეჯერი გააცნობს.
  3. დაათვალიერებენ ლოგისტიკური კომპანიის "არბიეს ლოგისტიკ"-ის ფოთის ოპერატიული ოფისს.
კურსის ხანგრძლივობა: 26 საათი
კურსის საფასურის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად
 
ფასი მოიცავს: სასწავლო მასალა, სერტიფიკატი, ვიზიტი ფოთის პორტში, ოპერატიული თანამშრომლის და სამარშრუტო ტაქსის მომსახურება ფოთში,  მგზავრობა მატარებლით
 
მსურველებისთვის შესაძლებელია სასტუმროს დაჯავშნა დამატებითი გადასახადით
კურსი მიმდინარეობს ქართულ ენაზე.
 
დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები