GE
როგორ გავხდე ლიდერი
გინდა იყო წარმატებული?
გინდა სწორად მეტყველებდე?
გინდა იყო ლიდერი შენს საქმიანობაში?
გინდა საჯაროდ გამოსვლის ხელოვნებას ფლობდე?
გინდა საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელოვნებას ფლობდე?
 
ორატორული ხელოვნების აკადემია  მსურველებს იწვევს ორატორული ხელოვნების შესასწავლად (საჯაროდ გამოსვლის ხელოვნება, მეტყველების კულტურის ამაღლება) ისწავლება შემდეგი საგნები: მეტყველება - ელდინო საღარაძე, ფსიქოლოგია - ნანა ჩაჩუა, ორატორული ხელოვნება - დავით ჩომახაშვილი.
 
შეისწავლება:
  • პოლიტიკური,
  • სასამართლო,
  • აკადემიური,
  • სამხედრო,
  • სამქადაგებლო და საზეიმო მჭევრმეტყველება.
სწავლება მოიცავს შემდეგ თემებს:
  • ზეპირმეტყველების უნიკალური კულტურული ნიმუშები და მათი ძირითადი თავისებურებანი, ღია საჯარო გამოსვლების წარმართვის ხერხები და მეთოდები, მსმენელზე ზეგავლენის მოხდენის ეფექტური ინტონაციები და ტექსტოლოგიური გამოსახულებები;
  • მხატვრული ლიტერატურული მაღალფარდოვნებისა და სისადავის კონტრასტული კომპონენტები, ენის სისხარტისა და ლაკონურობის გამომუშავების ტექნოლოგიები;
  • ერისტიკის გამოყენების წესები და ოპტიმალური გამომუშავების ტექნოლოგიები;
  • ერისტიკის გამოყენების წესები და ოპტიმალური გავრცელების დიაპაზონი;
  • კამათსა და პოლემიკაში წარმატების მიღწევის ფორმალურ ლოგიკური გარანტიები;
  • ტრადიციული სოფიზმების კლასიკური ნიმუშები და მათი განახლებული ვარიანტები;
სწავლა წარმოებს როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური მეთოდით, კვირაში ოთხჯერ. ჯგუფურ მეცადინეობაზე დასწრება სავალდებულოა, ინდივიდუალურზე ნებაყოფლობითი. სწავლება გამიზნულია მოსწავლეების, სტუდენტების, საჯარო, ასევე კერძო თუ არასამთავრობო სექტორში დასქმებულ ადამიანთა პროფესიული დონის ამაღლებისთვის.
 
ასევე შესაძლებელია საჯაროდ გამოსასვლელი (პოლიტიკური, სასამართლო, ჟურნალისტური, სამქადაგებლო, აკადემიური, სამხედრო, სამგლოვიარო, საზეიმო) ტექსტის მომზადება.    
                                                                                              
სწავლის ხანგრძლივობაა  1 თვე.
სწავლის ხანგრძლივობაა  3 თვე.
სწავლის ხანგრძლივობაა 6 თვე.
სწავლის ხანგრძლივობაა  1 სასწავლო წელი (9 თვე).
სწავლის ხანგრძლივობაა  2 სასწავლო წელი (18 თვე). 
     
გაიცემა სერთიფიკატი.
 
სტუდენტის ან კურსდამთავრებულის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე აკადემიური საბჭო გასცემს რეკომენდაცია-დახასიათებას საჯარო ან კერძო სექტორში წარსადგენად.
 
მიმდინარეობს მსურველთა მიღება.
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები