GE
ბუღალტერთა პროფესიული მომზადების მოკლევადიანი პროგრამები
ავტორიზებული პროფესიული კოლეჯი - ბუღალტერთა მომზადების ცენტრი - აცხადებს მიღებას შემდეგ სპეციალურ მოსამზადებელ პროგრამებზე:

1. ბუღალტრის პროფესიული მომზადების ექვსთვიანი პროგრამა
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საბაზისო განათლების მქონე პირებს, განათლების უფრო მაღალი დონის (პროფესიული, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და კურსდამთავ­რებულებს.)
 
პროგრამაში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები:
განათლების დამადასტურებელი საბუთი (ცნობა სკო­­­­­ლიდან ან სხვა სასწავლებლიდან. საშუალო სკოლის დამ­თავ­­რე­ბის ატესტატი ან დიპლომის ასლი). ორი ფოტოსურათი (3X4). განცხადება-ანკეტა.

სტუდენტთა მიღება და სწავლის დაწყება:
სტუდენტთა მიღება ხდება წელიწადში ორჯერ. პროგრამაში ჩართვაზე მსურველმა პირებმა განაცხადი უნდა გააკეთონ ყოველი წლის 25 სექტემბრამდე ან 25 იანვრამდე. სტუდენტთა მიღება ხდება გასაუბრების საფუძველზე.
 
კვალიფიკაცია და დიპლომი:
კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ ბუღალტრის მესამე დონის კვალიფიკაცია და გაიცემა შესაბამისი დიპლომი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმით;
 
სწავლის ხანგრძლივობა და ღირებულება:
სწავლის ხანგრძლივობა (სტაჟირების ჩათვლით)   ექვსი თვე, კვირაში ხუთი დღე, დღეში 4 საათი. სრული კურსის ღირებულება (ლიტერატურის ჩათვლით) - 1200 ლარი.

2. ბუღალტერთა მომზადების მოკლევადიანი პროგრამა:
  • მცირე და საშუალო საწარმოთა ბუღალტრული აღრიცხვის თეორია და პრაქტიკა საერთაშორისო სტანდარტებით;
  • საგადასახადო დაბეგვრა.
  • საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა
ხანგრძლივობა: 2,5 თვე
სწავლებისა და ლიტერატურის ღირებულებაა 300 ლარი
 
ჯგუფების რეგისტრაცია მიმდინარეობს ყოველთვიურად.
 
3. ბუღალტერთა სტაჟირების პროგრამა:
  • ბუღალტრების დახელოვნება საქმიანი თამაშის სპეციალური პროგრამით.
  • პროგრამის მიზანია მსმენელებს დაეხმაროს მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაში და ხელი შეუწყოს მათ დასაქმებას.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს მოეთხოვებათ:
  • განათლება ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში
  • საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა 
სტაჟირების ხანგრძლივობა 2,5 თვე (115 საათი)

სტაჟირებისა და ლიტერატურის  ღირებულებაა 400 ლარი.
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები