GE
სააბიტურიენტო გამოცდებისათვის მომზადება
“ევროპული საგანმანათლებლო ცენტრი VETO” აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას სააბიტურიენტო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსზე.
 
პროგრამის გავლა შეუძლიათ მეთერთმეტე კლასელებს, მეთორმეტე კლასელებს და სკოლის კურსდამთავრებულებს, რომელთაც სურთ 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება.
 
“ევროპული საგანმანათლებლო ცენტრ VETO”-ში სწავლის უპირატესობებია:
  1. სასწავლო ცენტრში მიიღებთ მხოლოდ ხარისხიან განათლებას.
  2. ჩვენ გვყავს მრავალწლიანი სტაჟის მქონე, კვალიფიციური და სერტიფიცირებული პროფესორ-მასწავლებლები. მათი უმეტესობა ასწორებს ეროვნული გამოცდების ტესტებს. ჩვენი გუნდი არის გამოცდილი და თავისი საქმის პროფესიონალი.
  3. ჩვენი აბიტურიენტები უკვე 7 წელია წარმატებით აბარებენ წამყვან უნივერსიტეტებში და იღებენ დაფინანსებას. ამასთან, გვემაყება, რომ გვყავს მრავალი მადლიერი აბიტურიენტი (ეხლა უკვე სტუდენტები), მათი მშობლები და ახლობლები, რომელთა აზრი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია.
  4. სასწავლო პროცესში თითოეულ აბიტურიენტს ინდივიდუალურად ვუდგებით და ვუქმნით სწავლისათვის შესაფერის გარემოს.
  5. ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენს 3-5 აბიტურიენტს, რომლებიც დაკომპლექტებულია ცოდნის დონეებიის მიხედვით.  ერთ საგანში მეცადინეოები ტარდება კვირაში ორჯერ, გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 სთ და 30 წთ.
  6. თვეში ერთხელ ვატარებთ შუალედურ ტესტირებებს. გვაქვს უშუალო კონტაქტი მშობლებთან ან სხვა აბიტურიენტის სწავლით დაინტერესებულ პირებთან.
  7. გეხმარებით პროფესიის განსაზღვრაში, საგნების, უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების არჩევა-რეგისტრაციაში.
  8. სწავლის ფასები მორგებულია მომხმარებელზე და არ არის მაღალი.
  9. სასწავლო პროგრამა სრულიად შეესაბამება ერთიანი ეროვნული გამოცდების სტანდარტებს.
  10. ჩვენ წარმატებით ვმოღვაწეობთ კონკურენტულ გარმოში და გამოგვცადა თვით დრომ!
სწავლის საფასურს რიცხავთ საბანკო ანგარიშზე ყოველთვიურად და იგი  თვეში შეადგენს:
ერთ საგანში მომზადებისას - 80 ლარი.
ორ ან მეტ საგანში მომზადებისას - 75 ლარი.
5 ან მეტი საგნის არჩევისას - 70 ლარი.
ინდივიდუალური - 160 ლარი.
 
ხარისხიანი განათლება ყოველთვის არ გულისხმობს მაღალ ფასებს!
 
რეგისტრაცია განახლდება 5 სექტემბრიდან. სწავლის დაწყებამდე მოსწავლეები გაივლიან ტესტირებას და გასაუბრებას პედაგოგებთან, რათა მოხდეს მათი შესაბამისი დონის ჯგუფებში ჩარიცხვა.
 
ჩვენი აბიტურიენტები უკვე შვიდი წელია წარმატებით აბარებენ წამყვან უნივერსიტეტებში.  ენდეთ ჩვენს შვიდწლიან გამოცდილებას!
 
პროფესორ-მასწავლებლების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს facebook გვერდს.
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები