GE
საატესტატო და სააბიტურიენტო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები
"ევროპული საგანმანათლებლო ცენტრი VETO" აცხადებს მიღებას 2015-2016 სასწავლო წლისათვის სააბიტურიენტო და საატესტატო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებზე.

პროგრამის გავლა შეუძლიათ მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელებს, ასევე სკოლის კურსდამთავრებულებს, რომელთაც სურთ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. ცენტრი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე კვალიფიციური და სერტიფიცირებული პროფესორ-მასწავლებლებით. ჩვენს უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა მისაღები ფასების შეთავაზებით. სწავლება ეფუძნება ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამას და მოთხოვნებს.

ცენტრში ყოველი თვის ბოლოს ტარდება შუალედური გამოცდა, რომელიც მიმდინარე თვეში განვლილ მასალას ეფუძნება და აგებულია ეროვნული გამოცდების ტესტების საფუძველზე. თითოეულ აბიტურიენტს გადაეცემა შესაბამისი ინტერნეტ კოდი, რომლის მიხედვითაც მშობლებს შეეძლებათ ყოველკვირეულად გადაამოწმონ მათი შვილის დასწრების, სწავლის და ტესტირების მონაცემები.

ჯგუფები გამოირჩევა მოსწავლეთა სიმცირით და დაყოფილია დონეების მიხედვით. მეცადინეობები ტარდება როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად კვირაში ორჯერ ან სამჯერ. ჯგუფში ირიცხება მხოლოდ 3-5 მოსწავლე და გაკვეთილის ხანგრძლივობა შეადგენს საათ ნახევარს. ჯგუფები დაყოფილია დონეების მიხედვით.

სწავლის დაწყებამდე მოსწავლეები გაივლიან ტესტირებას და გასაუბრებას პედაგოგებთან, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მათი შესაბამისი დონის ჯგუფებში ჩარიცხვა. ცენტრი ასევე დაგეხმარებით პროფესიის განსაზღვრასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სწორად შერჩევა-რეგისტრაციაში.

ჩვენი აბიტურიენტები უკვე ხუთი წელია წარმატებით აბარებენ წამყვან უნივერსიტეტებში. ენდეთ ჩვენს ექვსწლიან გამოცდილებას!

აბიტურიენტთა მოსამზადებელ კურსზე სექტემბრის თვეში რეგისტრირებულ აბიტურიენტებზე მოქმედებს ფასდაკლება მთელი წლის განმავლობაში და თითოეულ საგანში მომზადების საფასურია:
  • ერთ საგანში მომზადებისას - 80 ლარი.
  • ორ ან მეტ საგანში მომზადებისას - 75 ლარი.
  • 5 ან მეტი საგნის არჩევისას - 70 ლარი.
საატესტატო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსზე თითოეულ საგანში სწავლის საფასური შეადგენს:
  • ჯგუფური - 65 ლარი
  • ოთხი საგნის არჩევისას - 60 ლარი.
ხარისხიანი განათლება ყოველთვის არ გულისხმობს მაღალ ფასებს!
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები