GE
საბანკო საქმის კურსი სტაჟირებით
ფასდაკლებები "ქართულ-ევროპული განათლების აკადემია VETO" -საგან.

დარეგისტრირდით ოქტომბრის თვეში და ისწავლეთ მთელი კურსი 50% ფასდაკლებით თბილისსა და ქუთაისში. აიმაღლე კვალიფიკაცია, გახდი კონკურენტუნარიანი და დასაქმდი!

ტრეინინგი განკუთვნილია ნებისმიერ პირთათვის, რომელთაც სურთ მიიღონ საბანკო საქმის და სამართლის სიღრმისეული ცოდნა, აიმაღლონ კვალიფიკაცია და მუშაობა დაიწყონ საბანკო სფეროში. ტრეინინგი ჩატარდება თბილისსა და ქუთაისში.

აღნიშნული ტრენინგის კურსდამთავრებულთა 75% უკვე დასაქმებულია სხვადასხვა ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. საკრედიტო ბიუროში წინა ჯგუფიდან რვავე კურსდამთავრებული დატოვეს სტაჟირებაზე.

ტრეინინგის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ ერთი ტრენინგის ფარგლებში შეისწავლით როგორც საბანკო საქმეს, ასევე საბანკო სამართალს. პროგრამა მოიცავს ისეთ თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს, რომელთა ცოდნაც აუცილებელია საბანკო სფეროში მუშაობის დასაწყებად.

მათ განეკუთვნება:
  • საბანკო საქმე;
  • საბანკო სამართალი;
  • პრაქტიკული კურსი + სტაჟირება საკრედიტო ისტორიათა ქართულ ბიუროში. წარმატებულ სტაჟიორებს აქვთ დასაქმების პერსპექტივა.
ლექცია მოიცავს: თეორიულ სწავლებას, პრაქტიკულ ამოცანებს, კაზუსების ამოხსნას, ტესტებზე მუშაობას, დისკუსიას, სიტუაციურ ანალიზს, ქეისებზე მუშაობას. სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო მასალით.

ტრეინინგის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ დაიწყოთ ბანკში მუშაობა შემდეგ პოზიციებზე:
  • მოლარე ოპერატორი;
  • ფიზიკური და იურიდიული პირების ოპერატორი;
  • ქოლ-ცენტრის ოპერატორი;
  • კრედიტ ოფიცერი;
  • საკრედიტო ექსპერტი;
  • საკრედიტო ადმინისტრატორი;
  • განვადების მენეჯერი;
  • იურისტი;
  • მოლარე.
ერთ თვიანი ტრეინინგი მოიცავს:
  • თეორიული კურსი - 3 კვირა, კვირაში სამჯერ, სულ 18 ლექცია.
  • სტაჟირება.
  • თბილისში ერთთვიანი ტრეინინგის საფასური ფასდაკლებით - 100 ლარი, 200 ლარის ნაცვლად.
  • ქუთაისში ერთთვიანი ტრეინინგის საფასური ფასდაკლებით - 150 ლარი, 300 ლარის ნაცვლად.
ორ თვიანი ტრეინინგი მოიცავს:
  • თეორიული კურსი - 7 კვირა, კვირაში ორჯერ, სულ 28 ლექცია.
  • სტაჟირება.
  • ორთვიანი ტრეინინგის საფასური ფასდაკლებით - 150 ლარი, 300 ლარის ნაცვლად.
  • ქუთაისში ორთვიანი ტრეინინგის საფასური ფასდაკლებით - 250 ლარი, 500 ლარის ნაცვლად.
ლექციის დროები თანხმდება პირველ ლექციაზე ლექტორსა და სტუდენტებს შორის. ქუთაისში ტრეინინგის ჩატარების დღეები: პარასკევი, შაბათი, კვირა. სწავლება მიმდინარეობს მცირერიცხოვან ჯგუფებში (4-6 მსმენელი).

ტრენინგის დასრულებისას ტარდება ტესტირება და გაიცემა ორენოვანი საერთაშორისო სტანდარტების სერთიფიკატი (ქართულ და ინგლისურ ენებზე). სერთიფიკატი ადასტურებს, რომ თქვენ წარმატებით გაიარეთ საბანკო საქმისა და სამართლის ტრეინინგ-კურსი. იგი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ ბანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში წარსადგენად.

ყველა კურსდამთავრებულის CV დამუშავდება და გადაიგზავნება საბანკო ვაკანსიებზე რეზიუმესთან ერთად. წარმატებულ კურსდამთავრებულებზე გაიცემა სარეკომენდაციო წერილი და გაივლიან სტაჟირებას საკრედიტო ისტორიათა ქართულ ბიუროში. წარმატებულ სტაჟიორებს აქვთ დასაქმების პერსპექტივა.

კურსს უძღვებიან მრავალწლიანი პრაქტიკის მქონე ტრენერები.

სასწავლო პროგრამა:
  • ეროვნული ბანკი.
  • კომერციული ბანკები.
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები - საკრედიტო კავშირები.
  • საბანკო კრედიტების ანალიზი (სამომხმარებლო, საავტომობილო, ბიზნეს, სტუდენტური კრედიტები, ოვერდრაფტი).
  • იპოთეკური კრედიტები.
  • საკრედიტო ბარათები.
  • განვადება.
  • ანგარიშების გახსნა და ანგარიშსწორება.
  • ანაბარი (ვადიანი, მოთხოვნამდე, ზრდადი, საბავშვო, შეგროვებადი ანაბრები, ჩემი სეიფი).
  • უნაღდო ანგარიშსწორება.
  • ინტერნეტ ბანკინგი.
  • "ბლუმბერგის" ელექტრონული სავაჭრო სისტემა.
  • საბანკო გარანტია.
  • თავდებობა.
  • პრობლემური კლიენტურა და მათთან მუშაობის წესი.
  • იძულებით აღსრულება და ბანკის მიერ დავალიანებების ამოღება.
  • CV-ის და სამოტივაციო წერილის შედგენა. ბანკში გასაუბრებისათვის მომზადება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა

მონაცემების მიღებიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში მობილურზე მოგივათ SMS შეტყობინება რეგისტრაციის შესახებ.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები