GE
სასაუბრო რუსულის და ინგლისურის კურსები - თბილისი, ქუთაისი
„ქართულ-ევროპული განათლების აკადემია VETO“ აცხადებს 50%-მდე ფასდაკლებას სასაუბრო ინგლისურისა და რუსულის კურსებზე თბილისსა და ქუთაისში.
 
1. სასაუბრო რუსული ენის კურსი
ჩვენი სასწავლო კურსის უპირატესობებია:
  • სწავლება მიმდინარეობს РКИ მეთოდით, რომელიც შემუშავებულია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის (МГУ) მიერ სპეციალურად არარუსულენოვან მსმენელთათვის.
  • ჩვენი პედაგოგები არიან რუსული ენის ფილოლოგები მრავალწლიანი პედაგოგიური სტაჟით და ფლობენ შესაბამის РКИ მეთოდით სწავლების სერთიფიკატს. მასწავლებლები არიან რუსულენოვანნი და ფლობენ ქართულ ენასაც.
  • ჯგუფები გამოირჩევა მსმენელთა სიმცირით (4-6 მსმენელი) და დაყოფილია ცოდნის დონეების მიხედვით, რაც პირდაპირ აისახება სწავლის შედეგზე.
  • РКИ მეთოდი ორიენტირებულია მსმენელებს ჩამოუყალიბოს რუსულ ენაზე თავისუფლად საუბრის უნარი, შეასწავლოს რუსული ენის გრამატიკა და  შესძინოს ყველაზე გამოყენებად სიტყვების მარაგი.
  • სასურველი შედეგი მიიღწევა მეოთხედ დროში, საშინაო დავალებებისა და ზედმეტი დატვირთვის გარეშე, მსმენელების გაკვეთილზე მაქსიმალურად ჩართულობის ხარჯზე. 
  • სწავლის დროს გამოიყენება რუსული ენის უახლესი სახელმძღვანელოები. მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო მასალით.
  • მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ორჯერ, გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1.30 სთ, დღის და საღამოს საათებში (გრაფიკი შეთანხმდება მსმენელთან).    
  • თითოეული დონის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი დონის საერთაშორისო სტანდარტების სერთიფიკატი (ქართულ და რუსულ ენებზე). ერთი  დონის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს. 
აქციის ფარგლებში სწავლის საფასური თვეში შეადგენს 50 ლარს 110 ლარი. 
 
2.  სასაუბრო ინგლისური ენის კურსი - DIRECT ENGLISH
ჩვენი სასწავლო კურსის უპირატესობებია:
  • სწავლება მიმდინარეობს DIRECT ENGLISH-ის მეთოდით, რომელიც შემუშვებულია და აპრობირებულია დიდი ბრიტანეთის მიერ. ამჟამად ამ მეთოდით მსოფლიოს 500-მდე სკოლაში მიმდინარეობს სწავლება, მათ შორის ჩვენს სასწავლო ცენტრშიც, რომელსაც მინიჭებული აქვს აღნიშნული მეთოდით სწავლების სერთიფიკატი მისი უცხოელი პარტნიორებისაგან.
  • DIRECT ENGLISH-ის მეთოდი ორიენტირებულია ლაპარაკის სწრაფ დაწყებაზე და ენის შესწავლა 4-ჯერ უფრო სწრაფად ხდება. იგი არის სწავლების პირდაპირი მეთოდი, რომელიც უყალიბებს მსმენელებს ინგლისურ ენაზე თავისუფლად საუბრის უნარს, შეასწავლის ინგლისური ენის გრამატიკას და შესძენს ყველაზე გამოყენებად სიტყვების მარაგს.
  • სასურველი შედეგი მიიღწევა მეოთხედ დროში,  საშინაო დავალებებისა და ზედმეტი დატვირთვის გარეშე, მსმენელების გაკვეთილზე მაქსიმალურად ჩართულობის ხარჯზე. სწავლება მიმდინარეობს კითხვა-პასუხის ფორმატში. მსმენელს უვითარდება სმენის, ლაპარაკის, წერის და კითხვის უნარ-ჩვევები. აქტიურად გამოიყენება აუდიო მასალები.
  • ჯგუფები გამოირჩევა მსმენელთა სიმცირით (5-8 მსმენელი) და დაყოფილია ცოდნის დონეების მიხედვით, რაც დადებითად აისახება სწავლის შედეგზე.
  • ჩვენ გვყავს სერტიფიცირებული და პროფესიონალი პედაგოგები, რომლებიც შერჩეულნი არიან კონკურსის წესით. 
  • სრული კურსი მოიცავს 6 დონეს.
  • მესამე დონიდან გაიცემა ორენოვანი საერთაშორისო სტანდარტების სერთიფიკატი ქართულ და ინგლისურ ენებზე. 
  • მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ორჯერ, გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1.30 სთ, დღის და საღამოს საათებში (გრაფიკი შეთანხმდება მსმენელთან).
    გასაუბრების შედეგად განისაზღვრება ინგლისური ენის ცოდნის დონე და  ხდება ჯგუფების ფორმირება.
სწავლის საფასური თვეში: პირველი თვე 55 ლარი (110 ლარის ნაცვლად), მომდევნო თვეები 60 ლარი.
 
ფასდაკლების მისაღებად შეავსეთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები