GE
ზოგად უნარებში მოსამზადებელი კურსი
“ქართულ-ევროპული განათების აკადემია - VETO” მოგამზადებთ მსურველებს, ასაკის მიუხედავად, ზოგად უნარებში.
 
ზოგადი უნარების კურსები განკუთვნილია აბიტურიენტთათვის, სამსახურის მაძიებელთათვის და მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველთათვის.
 
კურსი მოიცავს ვერბალურ (ანალოგიები, ლოგიკური აზროვნება, წინადადებების შევსება, სიტყვების ტესტი, წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა)  და მათემატიკურ ნაწილს.
 
ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილს შეგასწავლით სხვადასხვა მასწავლებელი. ვერბალურის პედაგოგი არის პროფესიით ფილოლოგი, ხოლო მათემატიკის - მათემატიკოსი. მასწავლებელთა ასე დიფერენცირება, დადებითად აისახება სწავლის შედეგებზე.
 
პროგრამა დაყოფილია რამდენიმე მიმართულებად, იმის და მიხედვით, თუ რა მიზნით გსურთ ზოგადი უნარების შესწავლა. მსმენელს სურვილისამებრ შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი კურსი.
 
სწავლის საფასური თვეში შეადგენს:
  1. აბიტურიენტთა გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსი – 80 ლარი.
  2. მაგისტრანტთა გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსი – 90 ლარი.
  3. საგრანტო გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსი - 90 ლარი.
  4. სამსახურის მაძეიბელთათვის - 160 ლარი (8 გაკვეთილი, ინდივიდუალური).
  5. ინდივიდუალური: 160 ლარი - 8 გაკვეთილი.
გაკვეთილის ხანგრძლივობა: საათნახევარი, კვირაში ორჯერ.
ჯგუფში ირიცხება: 3-5 მსმენელი.
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები