GE
"ინგლისური უფასოდ" – საზაფხულო აქცია
"ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი GCEC" აცხადებს უპრეცენდენტო საზაფხულო აქციას: "ინგლისური უფასოდ", თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ყოველი მეორე თვე ისწავლოთ უფასოდ.

იჩქარეთ, მოსწავლეთა რაოდენობა შეზღუდულია!

გთავაზობთ ინგლისური ენის კურსებს:
  • ზოგადი ინგლისური,
  • სასაუბრო ინგლისური,
  • TOEFL, IELTS დაჩქარებული მეთოდით.
კურსს უძღვებიან კვალიფიციური პედაგოგები.

მსმენელებს ჩაუტარდებათ წინასწარი გასაუბრება და ტესტირება დონის დასადგენად.

1. სასაუბრო ინგლისური ენის კურსები.

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს დროის მოკლე მონაკვეთში შეისწავლოს თავისუფლად საუბარი. კურსი მიზნად ისახავს მეტყველების და მოსმენის უნარის გაუმჯობესებას, ასევე, ლექსიკის გამდიდრებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კომუნიკაციისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენას, რაც ხელს შეუწყობს ინგლისურ ენაზე თავისუფლად მეტყველების უნარის გამომუშავებას.

ჩაწერა მიმდინარეობს ყოველდღე.

გაკვეთილები ტარდება მცირერიცხოვან ჯგუფებში (4-8 კაცი).
გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1,5- 2 საათი.
ყველა დონის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

2. ზოგადი ინგლისური:

გთავაზობთ დროის უმოკლეს მონაკვეთში ენის შესწავლას. ზოგადი ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი მოიცავს გრამატიკის და ლექსიკის შესწავლას. დიდი ყურადღება ეთმობა წერის, კითხვის, მეტყველების, გამოთქმის და მოსმენის უნარ-ჩვევების განვითარებას. მეცადინეობისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული მასალები, ტესტები და სხვადასხვა სავარჯიშოები.

გაკვეთილები ტარდება მცირერიცხოვან ჯგუფებში (4-8 კაცი).
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1,5 საათი.
ყველა დონის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

3. მომზადება საერთაშორისო სერთიფიკატებისთვის TOEFL და IELTS

პროგრამა გათვალისწინებულია მათთვის, ვისაც აქვს სურვილი, ჩააბაროს ინგლისური ენის საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდა.

გაკვეთილები ტარდება როგორც ჯგუფურად, ასევე, ინდივიდუალურად. კურსის მსვლელობისას მსმენელები მოემზადებიან გამოცდის ოთხივე უნარში, ესენია: წერა, კითხვა, საუბარი და მოსმენა.

მოსწავლეებისა და სტუდენტების ჩარიცხვა - ტესტირების საფუძველზე.

გაკვეთილები ტარდება მცირერიცხოვან ჯგუფებში (4-8 კაცი).
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1,5- 2 საათი.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 ივლისი
რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით 2 საათიდან, საღამოს 9 საათამდე.
იჩქარეთ, მოსწავლეთა რაოდენობა შეზღუდულია!

აქცია არ ვრცელდება "ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრის" ამჟამინდელ სტუდენტებზე.
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები