GE
ჟურნალისტიკის პრაქტიკული კურსი (პრესა, რადიო, ტელევიზია)
ღირებულება: 180 ლარი
„ქართული სიტყვის აკადემია“ აცხადებს მიღებას ჟურნალისტიკის პრაქტიკულ კურსებზე.
 
კურსის მიზანია ჟურნალისტიკის სფეროში მოღვაწეობისთვის აუცილებელი ცოდნის მიცემა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება: საკუთარი აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება და არგუმენტირებულად გადმოცემა (წერილობით თუ ზეპირად) ინფორმაციის მოპოვება და გაანალიზება, ტექსტზე მუშაობა  და მისი სტილისტურად გასწორება, სიუჟეტის დაგეგმვა და ა.შ.
 
პროგრამის კომპონენტები
  • პრესა
  • რადიო
  • ტელევიზია
  • მეტყველება
  • ტელე-რადიოპროექტების წერა
  • ოპერატორთან მუშაობის ტექნიკა (ინტეგრირებული გაკვეთილები)
  • სტაჟირება
კურსის ფარგლებში შესასწავლი საკითხები
  • ჟურნალისტიკის არსი და ისტორია (პრესა, რადიო, ტელევიზია)
  • პუბლიცისტური ჟანრები
  • ფოტოხელოვნება და ჟურნალისტიკა
  • ბაზრის შესწავლა, აუდიტორიის განსაზღვრა, რესპონდენტის შერჩევა
  • მოვლენის, ფაქტის ანალიზი  და ჟურნალისტური შეფასება
  • თემების მოძებნის მეთოდები, კითხვების დასმა და პრობლემების განსაზღვრა. პრობლემის ჩამოყალიბება.
  • რეპორტიორი, საინფორმაციო სამსახურის კორესპონდენტი, ჯგუფური მუშაობა და ინფორმაციის მოძიების გზები (პრესა, სააგენტოები, ინტერნეტი, არქივი,)
  • წყაროებზე მუშაობა. მეორადი წყაროების გამოყენება.  კრიტიკული  შეკითხვა.  როგორ დავამუშავოთ  ბევრი   ინფორმაცია, სწრაფი კითხვა.
  • რა დროს გამოვიყენოთ და როგორ უნდა მივუთითოთ სხვისი ნაშრომი. წყაროების, გამოცემების მითითება, არქივი და მისი  გამოყენების სპეციფიკა.
  • მოვლენისთვის სახელის დარქმევა, ინფორმაცის შემცირება და  დასათაურება.
  • პუბლიკაციის, სიუჟეტების, გადაცემების, პროგრამების  მომზადება
  • სხვადასხვა სატელევიზიო და რადიოჟანრების პროგრამების წაყვანა
  • პირდაპირი ეთერი
  • საინფორმაციო გამოშვების მომზადება. ინფორმაციის მოპოვება-დამუშავება-მიწოდება
  • მედიამენეჯმენტი და მედიაპროდიუსინგი
  • ტელე-რადიო სარეკლამო ბიზნესი
  • თემის პირდაპირ ეთერში წარდგენა. აუდიტორიისთვის  მოვლენის  აქცენტირებულად მიწოდება.
  • თემის მოძებნა და მისი წარდგენა დილის პრეზენტაციაზე,  კითხვების შედგენა  და პრობლემების განსაზღვრა. გადასაღები  მასალის ჯგუფზე გადანაწილება, ვინ უნდა იმუშაოს სიუჟეტზე: (ინფორმატორი, ოპერატორი, პროდიუსერი, არქივი, რეგიონალური კორესპონდენტი)
  • დიდი მოვლენის მოკლედ გაშუქების სპეციფიკა, სენსაცია- სკანდალი და მათი გამოყენება მთავარ ამბებში
  • ინტერვიუს  ჩაწერის ფორმები და ხანგრძლივობა. გად-სინქრონი,  სთენდაფი.
  • ინფორმაციის წყაროების გადამოწმება, შეზღუდვები და  აკრძალვები ინფორმაციის მიღება გავრცელებისას, არგუმენტები საკუთარი უსაფრთხოებისთვის.
  • აუდიტორიის გათვალისწინება ტექსტის წერის დროს და მისი  ჩართვა მოვლენებში.
  • ვიზუალური აზროვნება,  მოვლენის ამსახველი მთავარი აზრი და სიტყვა სიუჟეტისთვის, საინფ. გამოშვების დაგეგმვა  ეწ. (ვიორსტკა)
  • რესპოდენტის შერჩევა, შეკითხვები თემატური და  მოვლენითი სიუჟეტებისთვის ჩასაწერ რესპოდენტებთან.
  • უკომენტარო  მასალა, ექსკლუზიური და სკანდალური   კადრები, რომელიც ეთერში არ უნდა გავიდეს            (არაეთიკური    მასალა)
  • მოვლენის ეპიცენტრის აღწერის საშუალებები ( კადრები,  რესპოდენტები, რუქა და გრაფიკა)
  • კონფიდენციალური ამბების გაშუქება, სასამართლოს და  ექსპერტიზის დასკვნების პასუხების და სოცილოგიური  კვლევების გამოყენება.
  • ქვეყნისთვის ისტორიული და ტრადიცული ამბების გაშუქება
  • სახეობები და მისი დანიშნულება.
  • “ლაივ სინქრონი“  „პერეგონი-გადაგორება“
  • ტელე-რადიოწამყვანის ოსტატობა
  • პრაქტიკული ვარჯიშები
  • სამეტყველო აპარატის დამუშავება (სავარჯიშოები)
  • სწორი სუნთქვის გამომუშავება.
  • სამეტყველო ხმა და მისი გავარჯიშება ( ხმის დიაპაზონზე, სიძლიერესა და კეთილხმოვანებაზე მუშაობა)
  • სწორი ინტონაციები და მახვილები.
  • „ლ“  ბგერის მართებულად წარმოთქმის წესები, დარღვევები და გამოსწორების ხერხები.
  • “ვ“  სპირანტის სწორად წარმოთქმის წესები.
  • “რ“ ბგერის სწორად წარმოთქმა-კორექცია.
  • სისინა და შიშინა ბგერების დაყენება-კორექცია.
  • აჩქარებული და ნელი მეტყველების გამოსწორება.
  • მეტყველება და პიროვნების ფსიქოლოგია.
  • მართლწერის საკითხები
  • პრესრელიზების წერა
მსმენელები გაივლიან სტაჟირებას პარალელურ რეჟიმში
 
კურსის ღირებულება 180 ლარი თვეში, სრული ღირებულება 1080 ლარი. კურსის ღირებულების გადახდა წარმოებს წინასწარ შეთანხმებული ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით როგორც ყოველთვიური, ასევე კვარტალური, ან წლიური შენატანის სახით.
 
კურსის ხანგრძლივობა: 10 თვე
 
ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ (ხანგრძლივობა 2 სთ), საღამოს საათებში
 
სასწავლო პროგრამის ფარლგებში მსმენელების მიერ მომზადებული მასალა აიტვირთება პორტალზე "sazogadoeba.ge"
 
კურსის ბოლოს შესაბამისი საგამოცდო ნამუშევრების წარდგენის საფუძველზე გაიცემა სერტიფიკატი
 
ჩაწერა წარმოებს წინასწარ!
 
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება სექტემბერში, ზუსტი რიცხვი და დრო დარეგისტრირებულ მომხმარებლებს ეცნობება ელექტრონული ფოსტით. ლექციების გრაფიკი და სხვა დეტალები სტუდენტებისთვის ცნობილი გახდება  საინფორმაციო შეხვედრაზე.  
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები