GE
PR მენეჯმენტის კურსი + სტაჟირება
ღირებულება: 150 ლარი
“ქართული სიტყვის აკადემია“ აცხადებს მიღებას PR მენეჯმენტის მოკლევადიან კურსებზე.
 
კურსი ორიენტირებულია თეორიული ცოდნის მიღებასა და პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებაზე. 
 
სასწავლო პროგრამის მიმდინარეობის პროცესში მსმენელები შეისწავლიან საზოგადოებასთან ურთიერთობის ბაზისურ ტექნიკას და განივითარებენ ისეთ უნარებს, როგორიცაა პიარპრობლემების იდენტიფიცირება, გაანალიზება, დაგეგმვა, მართვა და შეფასება.
 
პროგრამის დასასრულს კურსდამთავრებულებს შეეძლებათ პიარსაქმიანობის დაგემვა და განხორციელება სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორში.
 
პროგრამის კომპონენტები:
  • PR სამსახურის რაობა და მუშაობის პრინციპები;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მუშაკის ფუნქცია და როლი კომპანიაში;
  • კვლევისა და მედიის როლი საზოგადოებასთან ურთიერთობაში;
  • კონფლიქტის მართვის საფუძვლები: რისკისა და კრიზისული სიტუაციებისთვის თავის გართმევის გზები;
  • პიარკამპანიის დაგეგმვის და პიარმასალების ეფექტურად და ხარისხიანად შედგენის გზები და მეთოდები;
  • შავი PR
  • პრეზენტაციის  მომზადება და წარდგენა- როგორ ვიყოთ მიზანმიმართულები
ლექციები იქნება კომბინირებული სახის - ლექციურ ნაწილთან ერთად დროის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა დისკუსიას, პრაქტიკულ დავალებებს და პრეზენტაციებს
 
ხანგრძლივობა: 3 თვე  (2 თვე სალექციო კურსი + 1 თვე სტაჟირება) 
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ 2-2 სთ.
პროგრამის ღირებულება: 1 თვე - 150 ლარი
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
 
 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები