GE
რეჟისურა-პროდიუსინგი + უფასო სტაჟირება
ღირებულება: 180 ლარი
„ქართული სიტყვის აკადემია“ აცხადებს მიღებას რეჟისურა-პროდიუსინგის შემსწავლელ პრაქტიკულ და თეორიულ კურსებზე.
 
პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან ამ სფეროში მუშაობისთვის აუცილებელ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს: დაეუფლებიან შემოქმედებით ჯგუფთან მუშაობის და ტექნიკასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს, გაეცნობიან გადაღებისთვის მოსამზადებელ პროცესებს,  შემოქმედებითი პრობლემების გადაჭრის მეთოდებს, ისწავლიან ჟურნალისტთან და წამყვანთან ერთად მუშაობას, ლაბორატორიულ-სტუდიურ საქმიანობას, ხარჯთაღრიცხვის და ბიუჯეტის დაგეგმვა-მართვას და ა.შ.
 
მსმენელები სწავლის დაწყებისთანავე ჩაერთვებიან ახალ მედიაპროექტში “poziTV.ge”
 
პროგრამის ხელმძღვანელი: რამაზ ბლუაშვილი 
 
შესასწავლი საკითხები:
 
 პროდიუსინგი და რეჟისურა
  1. შემოქმედებით ჯგუფთან მუშაობა
  2. გადაღებისთვის მოსამზადებელი პროცესები
  3. გადასაღების გეგმის დაწვრილებითი გაწერა
  4. გადაცემის სტილის და ფორმატის შერჩევა ჩამოყალიბება
  5. რეჟისორის და ოპერატორის ერთობლივი მუშაობა
  6. რეჟისორის და სცენარისტის ერთობლივი მუშაობა
  7. მუსიკა გადაცემაში
  8. შემოქმედებით პრობლემების გადაჭრის მეთოდები
  9. გადაცემის წამყვანთან მუშაობა
  10. გადაღება მონტაჟისთვის
  11. გადაცემის დრამატურგიული განვითარება
  12. ხარჯთაღრიცხვა და ბიუჯეტი
  13. ქასთინგი
  14. დამხმარე პერსონალი და მათთან მუშაობა
  15. საბოლოო პროდუქციის მარკეტინგი და რეალიზაცია
სრული კურსის ხანგრძლივობა: 10 თვე  
კურსის ღირებულება - 180 ლარი თვეში (16 საათი)
 
პროგრამის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.
 
მიღება წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები