GE
სტაჟირების პროგრამა ჟურნალისტებისთვის ფასდაკლებით
ღირებულება: 50 ლარი
სტაჟირების პროგრამა ჟურნალისტებისთვის 50%-იანი ფასდაკლებით და დასაქმების პერსპექტივით.
 
ააიპ „სიტყვა ქართული“ და საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „sazogadoeba.ge» აცხადებს მიღებას ჟურნალისტიკის ერთწლიანი სტაჟირების პროგრამაზე
 
პროგრამა მოიცავს ინტეგრირებულ სალექციო კურსს (თეორიას + პრაქტიკა) და გულისხმობს სწავლებას პრაქტიკაში - თან სწავლობთ, თან მუშაობთ.
 
პროგრამის ფარგლებში შეისწავლით ჟურნალისტიკის ყველა ჟანრს, გაეცნობით პორტალზე და ზოგადად, პრესაში მუშაობის სპეციფიკას, გამოიმუშავებთ ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების, რესპოდენტთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს და შექმნით პუბლიკაციებს, რომლებიც განთავსდება პორტალზე sazogadoeba.ge
 
სტაჟირება-სწავლების გრაფიკი თანხმდება ინდივიდუალურად!
 
პროგრამის ღირებულება 50 ლარი 100 ლარის ნაცვლად 
 
გადახდა წარმოებს წინასწარ შეთანხმებული ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით ყოველთვიური, კვარტალური და წლიური შენატანის სახით
 
პროგრამის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სტაჟიორის სურვილზე.

პროგრამის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.
 
 მიღება წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.
 
 განაცხადების მიღება დაწყებულია.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა

 

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები