GE
უფასო კურსი ანალიტიკურ ჟურნალისტიკაში
საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი Sazogadoeba.ge გთავაზობთ უფასო ტრენინგს ანალიტიკურ  ჟურნალისტიკაში.
 
კურსის მიზანია ანალიტიკური ჟურნალისტიკის თეორიის შესაწავლა, ჟანრების გამიჯვნა,  ანალიტიკური ჟურნალისტიკის საუკეთესო კლასიკური და თანამედროვე ნიმუშების გაცნობა, შესაბამისი წერითი უნარების გამომუშავება.

ამ მიზნით, მსმენელები პირველივე დღიდან ჩაერთვებიან პრაქტიკულ სამუშაოებში - მოამზადებენ პუბლიკაციებს, ხოლო  მასალები განთავსდება პორტალზე  sazogadoeba.ge.

ტრენინგის შინაარსი:
  • ანალიტიკური ჟურნალისტიკის არსი
  • ანალიტიკური ტექსტის წერის სპეციფიკა
  • პუბლიკაციის თემის და შესაბამისი რესპონდენტის შერჩევა
  • პოლემიკა
  • წყაროს დამოწმება
  • წყაროს ვალიდურობა
  • არგუმენტები და ფაქტები
  • ტრადიციული  და ახალი კომუნიკაციური მეთოდები,
  • მონაცემთა ბაზის გამოყენების წესები,
  • ჟურნალისტის ქცევის  სტანდარტები და ეთიკური ნორმები და ა.შ.
ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ დამწყებ ჟურნალისტებს, ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს და ჟურნალისტიკით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სერთიფიკატი.

კურსდამთავრებულებს ექნებათ  საშუალება, გაიარონ სტაჟირება პორტალზე “sazogadoeba.ge” 50%-იანი ფასდაკლებით.
 
ტრენინგები ჩატარდება საღამოს საათებში, რეგისტრაციის და სერტიფიკატის ჯამური ღირებულება შეადგენს 50 ლარს.
 
პროგრამის ხანგრძლივობა: 24 სთ (კვირაში 3-ჯერ 2-2 სთ)
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთვსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები