GE
უფასო კურსი ქართული ენის მართლწერასა და დებატების კულტურაში
ქართული ენის მართლწერის საკითხები და დებატების კულტურა უფასოდ!
 
პროგრამა ითვალისწინებს ქართული ენის მართლწერის, სწორი მეტყველების, ლექსიკოგრაფიის, ეტიმოლოგიის და ა.შ. შესწავლას, არგუმენტირებული მსჯელობის, პრეზენტაციების, დისკუსიებში ჩართულობის და კომუნიკაციური უნარების გამომუშავებას.
 
კურსის ფარგლებში შეისწავლება:
  • მეტყველება და პიროვნების ფსიქოლოგია: სამეტყველო აპარატის დამუშავება (სავარჯიშოები), სწორი სუნთქვის გამომუშავება, სამეტყველო ხმა და მისი გავარჯიშება (ხმის დიაპაზონზე, სიძლიერესა და კეთილხმოვანებაზე მუშაობა), ასო-ბგერების (ლ, ვ, რ) სწორად წარმოთქმა, ინტონაცია და მახვილები, სისინა და შიშინა ბგერების დაყენება-კორექცია, აჩქარებული და ნელი მეტყველების გამოსწორება.
  • ორთოგრაფია და პუნქტუაცია
  • ენობრივი ერთეულების მნიშვნელობის განმარტება
  • პრაგმატული ფაქტორები, ლოგიკური აზროვნების კანონები.
  • სიტყვათა ხმარების სფერო;
  • ლექსიკოგრაფია, ეტიმოლოგია და სიტყვაწარმოება
  • სადა, ანუ პროზაული მეტყველებისა და მხატვრული მეტყველების სტილი.
  • დებატების წარმართვა, ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობა, მაგალითების დამოწმება, ოპონენტთან ურთიერთობის კულტურა
  • ოფიციალური დოკუმენტაციის, კორესპონდენციების  წარმოება
სურვილის შემთხვევაში, მსმენელები გაივლიან სტაჟირებას პორტალზე sazogadoeba.ge 50%-იანი ფასდაკლებით. 
 
სტაჟირების პროგრამის ფარგლებში შეისწავლება ყველა ჟანრის პუბლიკაციის მომზადება. მსმენელის მიერ შექმნილი მასალა გამოქვეყნდება პორტალზე sazogadoeba.ge
 
 ტრენინგის ხანგრძლივობა: 12 საათი
 
რეგისტრაციის ღირებულება - 35 ლარი (გადახდა წარმოებს წინასწარ )
 
პროგრამის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები