GE
უფასო ტრენინგი ახალი ამბების ჟურნალისტიკაში
საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი Sazogadoeba.ge გთავაზობთ უფასო ტრენინგს ახალი ამბების ჟურნალისტიკაში.

მსმენელები პირველივე დღიდან ჩაერთვებიან პრაქტიკულ სამუშაოებში - მოამზადებენ ახალ ამბებს და ჩაწერენ ინტერვიუებს, ხოლო მასალები განთავსდება პორტალზე sazogadoeba.ge.

ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ დამწყებ ჟურნალისტებს, ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს და ჟურნალისტიკით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე.
 
ტრენინგის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სერთიფიკატი.
 
კურსდამთავრებულებს ექნებათ  საშუალება, გაიარონ სტაჟირება პორტალზე “sazogadoeba.ge” 50%-იანი ფასდაკლებით.
 
ტრენინგები ჩატარდება საღამოს საათებში, რეგისტრაციის ღირებულება შეადგენს 35 ლარს.

ტრენინგის შინაარსი:
  • ახალი ამბების ჟურნალისტიკის მნიშვნელობა
  • ახალი ამბების შერჩევა და გაშუქება
  • ახალი ამბავი: გაზეთი, ტელევიზია, რადიო, ახალი მედია  (მსგავსება, განსხვავება, შექმნის სპეციფიკა)
  • ახალი ამბების სტრუქტურა
  • კითხვები, რომელსაც ყველა ახალი ამბავი უნდა პასუხობდეს
  • მოწინავე ახალი ამბის შერჩევა
  • ახალი ამბის სპეციფიკა თემის მიხედვით
  • ჟურნალისტიკის ეთიკის სტანდარტები
  • ნიუსრუმი
პროგრამის ხანგრძლივობა: 12 სთ (კვირაში 3-ჯერ 2-2 სთ)

კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები