GE
უფასო ტრენინგი სპორტულ ჟურნალისტიკაში
საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი Sazogadoeba.ge გთავაზობთ უფასო ტრენინგს სპორტულ ჟურნალისტიკაში!

მსმენელები პირველივე დღიდან ჩაერთვებიან პრაქტიკულ სამუშაოებში - მოამზადებენ ახალ ამბებს და ჩაწერენ ინტერვიუებს, ხოლო მასალები განთავსდება პორტალზე sazogadoeba.ge.

ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ დამწყებ ჟურნალისტებს, ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს და ჟურნალისტიკით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე.
 
ტრენინგის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სერთიფიკატი.
 
კურსდამთავრებულებს ექნებათ  საშუალება, გაიარონ სტაჟირება პორტალზე “sazogadoeba.ge” 70%-იანი ფასდაკლებით, ხოლო წარმატებულ მსმენელს - უფასოდ! 
ტრენინგები ჩატარდება საღამოს საათებში.
რეგისტრაციის ღირებულება შეადგენს 35 ლარს.

ტრენინგის შინაარსი:
  1. სპორტის გაშუქება ბეჭდურ, ტელე, რადიო და ინტერნეტ მედიაში
  2. ახალი ამბების, ანალიტიკური მასალისა და რეპორტაჟის  მომზადება
  3. მოსაზრებისა და საავტორო სვეტის მომზადება
  4. პორტრეტის მომზადება სპორტსმენზე/გუნდზე
  5. გულშემატკივრისა და ჟურნალისტის  გამიჯვნა
  6. ინფორმაციის გადამოწმება; სტატისტიკის/ისტორიის მნიშვნელობა სპორტულ ჟურნალისტიკაში
  7. ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები სპორტული საკითხების გაშუქებაში
  8. ვიზუალური მხარის მნიშვნელობა სპორტული საკითხების გაშუქებისას
  9. ქართული სპორტული ჟურნალისტიკის ხარვეზები; ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები.
პროგრამის ხანგრძლივობა: 12 სთ (კვირაში 3-ჯერ 2-2 სთ)

კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები