GE
1C კომპლექსური სააღრიცხვო პროგრამის პრაქტიკული კურსი
ღირებულება: 250 ლარი
კომპანია „Rossoft training centre” აცხადებს მიღებას ,,1C კომპლექსური სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელ პრაქტიკულ კურსზე“.
 
პროგრამის აღწერა: «ERP მცირე და საშუალო ბიზნესისთვის» (1С УНФ для Грузии, 1C  საწარმო 8,3) წარმოადგენს ერთიან პროგრამულ გადაწყვეტილებას, რომელიც განკუთვნილია კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა ტიპის ბიზნეს-პროცესის ეფექტურად მართვისა და ავტომატიზაციისათვის. პროგრამული გადაწყვეტილება სრულად ლოკალიზებულია ქართული სააღრიცხვო სტანდარტების შესაბამისად და მოიცავს შემდეგ მოდულებს:
  • წარმოება
  • საწყობი და მარაგები
  • გაყიდვები
  • შესყიდვები
  • დისტრიბუცია
  • ფინანსები
  • ბიუჯეტირება
  • CRM
  • HR
  • Rs.ge
სისტემის წარმატებით გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ინდუსტრიებში, მათ შორის: წარმოებაში, საცალო და საბითუმო ვაჭრობაში, მომსახურების სფეროში მოღვაწე კომპანიების მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის უზრუნველსაყოფად.
 
კურსის მიზანი: უზრუნველყოს სპეციალისტებისა და ხელმძღვანელების სწრაფი მომზადება, რათა მათ შეძლონ პროგრამის გამოყენება ორგანიზაციის ეფექტური მართვისათვის.
 
მიზნობრივი ჯგუფი:  
  • სავაჭრო, საწარმოო, სერვისული და პროექტებზე ორიენტირებული კომპანიების ბუღალტრები, ფინანსური დირექტორები, მფლობელები და  გენერალური დირექტორები;
  • მენეჯერები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საწარმოში მიმდინარე პროცესების ოპერატიულ მართვაზე;
  • დაბალი რგოლის მენეჯერები;
  • კვალიფიკაციის დონის ამაღლებით დაინტერესებული პირები.
კურსის ხანგრძლივობა: 22 საათი
ლექციების ჩატარების განრიგი: ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ, ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი (18:30 – 20:30), 
 
სწავლების მეთოდები: სწავლება მიმდინარეობს როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად. ასევე პროგრამაში სადემონსტრაციო ქეისების განხილვის საშუალებით. კურსის განმავლობაში მსმენელებს ეძლევათ დავალებები და მათ აქვთ წვდომა ბაზის დემო ვერსიაზე, რათა შეასრულონ დავალებები.
 
კურსის დასრულების შემდგომ თქვენ შეძლებთ:
  • გქონდეთ სრული წარმოდგენა პროგრამის ფუნქციონალური შესაძლებლობების შესახებ;
  • დამოუკიდებლად დააკონფიგურიროთ პროგრამის პარამეტრები კონსულტანტის დახმარების გარეშე;
  • ეფექტურად გამოიყენოთ პროგრამის შესაძლებლობები ორგანიზაციის ფინანსური, საწარმოო, მომარაგების და სხვა მიმართულებების აღრიცხვის, დაგეგმვის, კონტროლისა და ანალიზისათვის;
  • პროგრამის შესაძლებლობების გამოყენებით აკონტროლოთ თანამშრომლების მუშაობა;
ლექციების მსვლელობისას გათვალისწინებულია 15 წუთიანი შესვენება (ჩაი / ყავაზე).
 
სამუშაო მასალები მსმენელებს გადაეცემათ უფასოდ.
 
ტრენინგის დასასრულს ტესტირების საფუძველზე გაიცემა შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი. 
 
სპეციალურად მსმენელებისთვის დაწესებული შეღავათები:
  • კურსის მსმენელებს, სურვილის შემთხვევაში,  პროგრამის შეძენა 20%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ. 
  • კომპანიებს, რომელთა წარმომადგენლებიც 1C პროგრამას გაივლიან „Rossoft traning centre” -ში, დაინტერესების შემთხვევაში, საშუალება ექნებათ 1 თვის განმავლობაში უსასყიდლოდ აწარმოონ საკუთარი კომპანიის ფინანსური ოპერაციები პროგრამა 1C-ში. 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები