GE
1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული კურსი
ღირებულება: 360 ლარი
Rossoft training centre აცხადებს მიღებას 1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელ პრაქტიკულ კურსზე.

პროგრამის აღწერა: «ERP მცირე და საშუალო ბიზნესისთვის» (1С ERP სტანდარტი - საწარმო 8.3) წარმოადგენს ერთიან პროგრამულ გადაწყვეტილებას, რომელიც განკუთვნილია კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა ტიპის ბიზნეს-პროცესის ეფექტურად მართვისა და ავტომატიზაციისათვის. პროგრამული გადაწყვეტილება სრულად ლოკალიზებულია ქართული სააღრიცხვო სტანდარტების შესაბამისად და მოიცავს შემდეგ მოდულებს:
  • წარმოება
  • საწყობი და მარაგები
  • გაყიდვები
  • შესყიდვები
  • დისტრიბუცია
  • ფინანსები
  • ბიუჯეტირება
  • CRM
  • HR
  • Rs.ge
სისტემის წარმატებით გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ინდუსტრიაში (წარმოება,  საცალო და საბითუმო ვაჭრობა, მომსახურების სფერო) მოღვაწე კომპანიების მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის უზრუნველსაყოფად.

კურსის მიზანი: მსმენელების სწრაფი და ხარისხიანი მომზადება, რათა მათ შეძლონ პროგრამის გამოყენება ორგანიზაციის ეფექტური მართვისათვის.

მიზნობრივი ჯგუფი: 
  • სავაჭრო, საწარმოო, სერვისული და პროექტებზე ორიენტირებული კომპანიების ბუღალტრები, ფინანსური დირექტორები, მფლობელები და  გენერალური დირექტორები;
  • მენეჯერები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საწარმოში მიმდინარე პროცესების ოპერატიულ მართვაზე;
  • დაბალი რგოლის მენეჯერები;
  • სტუდენტები და კვალიფიკაციის ამაღლებით დაინტერესებული პირები.
ლექციების განრიგი: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი (19:00 – 21:00სთ).
კურსის ხანგრძლივობა: 20 საათი
კურსი იწყება ყოველ 3 კვირაში ერთხელ.

სწავლების მეთოდები: სწავლება მიმდინარეობს, როგორც თეორიულად, ასევე პროგრამაში სადემონსტრაციო ქეისების განხილვის საშუალებით. კურსის განმავლობაში მსმენელებს ეძლევათ დავალებები და აქვთ წვდომა ბაზის დემო ვერსიაზე, რათა შეასრულონ აღნიშნული დავალებები.

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:
  • გქონდეთ სრული წარმოდგენა პროგრამის ფუნქციონალური შესაძლებლობების შესახებ;
  • დამოუკიდებლად დააკონფიგურიროთ პროგრამის პარამეტრები კონსულტანტის დახმარების გარეშე;
  • ეფექტურად გამოიყენოთ პროგრამის შესაძლებლობები ორგანიზაციის ფინანსური, საწარმოო, მომარაგების და სხვა მიმართულებების აღრიცხვის,დაგეგმვის, კონტროლისა და ანალიზისათვის;
  • პროგრამის შესაძლებლობების გამოყენებით აკონტროლოთ თანამშრომლების მუშაობა;
კურსის   ღირებულება: 360 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).
ლექციების მსვლელობისას გათვალისწინებულია 15-წუთიანი შესვენება (ჩაი/ყავაზე).
სამუშაო მასალები მსმენელებს გადაეცემათ უფასოდ.

ტრენინგის დასასრულს ტესტირების საფუძველზე გაიცემა შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სპეციალურად მსმენელებისთვის დაწესებული შეღავათები: კურსის მსმენელებს, სურვილის შემთხვევაში, პროგრამის შეძენა ფასდაკლებით შეეძლებათ.
 
1C პროგრამირების მცოდნე კადრებზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, Rossoft Training Centre კურსდამთავრებულებს გაუწევს რეკომენდაციას პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმების მიზნით.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები