GE
ბანკირთა მომზადების პროგრამა, პროფესიული სტაჟირებით
ღირებულება: 250 ლარი
"საქართველოს ბანკების ასოციაცია" და "საბანკო სწავლების ცენტრი" გთავაზობთ - ბანკირთა მომზადების სასერტიფიკატო პროგრამას, პროფესიული სტაჟირებით და დასაქმებით.
 
პროგრამის აღწერა: ბანკირთა მომზადების სასერთიფიკატო პროგრამა, რომელიც საბანკო საქმის ინტენსიური სწავლებით მიმდინარეობს, წარმოადგენს პილოტურ პროგრამას, რომლის მიზანია მოკლევადიან პერიოდში მსმენელთა მომზადება კომერციულ ბანკებში ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად, რადგან წლის დასაწყისში კომერციულ ბანკებში განსაკუთრებით იზრდება ახალი ვაკანსიების გამოცხადება.
 
2015 წლის პროგრამა, რომელიც 4 კვირის განმავლობაში გრძელდება, სალარო და საოპერაციო მენეჯმენტის (საბანკო საოპერაციო პროგრამა - ALTA Software) გაძლიერებული სწავლებით მიმდინარეობს, რადგან დღეს კომერციულ ბანკებში კადრების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ იმ პრეტენდენდეპს, ვინც საბანკო ოპერაციების ბაზისური მოთხოვნების და პრაქტიკული ოპერაციების(როგორც ნაღდი ასევე უნაღდო ანგარიშსწორების და პროდუქტების პოზიციონირების თვალსაზრისით) ცოდნა გააჩნია, რასაც ემატება მესამე კომპონენტი - მომხმარებლებთან სწორი კომუნიკაციის, საბანკო პროდუქტების შეთავაზების, კონსულტირებისა და გაყიდვებისა უნარების ფლობა.
 
ორკვირიანი პროფესიული სტაჟირების პროგრამა, სპეციალურად შემუშავდა საქართველოს ბანკების ასოციაციის მხარდაჭერით, რომლის წევრია საქართველოში მოქმედი ყველა 21 კომერციული ბანკი და მიკრო საფინანსო ორგანიზაცია "კრედო" და მიმართულია ბანკებში დასაქმების მსურველთა არჩევანის გაზრდისა და საბანკო დაწესებულებებისათვის კვალიფიციური კადრების მიწოდების მიზნით.
 
შესაბამისად, წარმატებული მსმენელები დასაქმდებიან ბანკში
 
საბანკო საქმის ინტენსიური სწავლების საბაზისო კურსი
 
პროგრამის თეორიული ნაწილი, რომელიც გრძელდება 2 კვირის განმავლობაში, მოიცავს საბანკო საქმის საფუძვლების და საბანკო ოპერაციების ბაზისური მოთხოვნების(თეორიული და ინსტრუქციების ნაწილი), საბანკო პროდუქტების (სესხები, დეპოზიტები, ბარათები, დისტანციური საბანკო მომსახურება, ფულადი გზავნილები, და.ა.შ.), კომუნიკაბელობისა და პროდუქტების გაყიდვების სწავლებას ხუთივე ძირითადი მიმართულების მიხედვით:
  1. საბანკო საქმის სპეციფიკის სწავლება- საბანკო საქმის ისტორია, საბანკო და საკრედიტო დაწესებულებების ლიცენზირებისა და რეგულირების მოთხოვნები, ეკონომიკის ზოგადი საფუძვლები, ფინანსური ანგარიშგება, საკრედიტო, საბარათე, სადეპოზიტო პროდუქტები, დისტანციური საბანკო მომსახურება, აქტიური და პასიური ოპერაციები;
  2. ტრენინგის მონაწილეები შეისწავლიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო დაწესებულებებისათვის დადგენილ არსებულ ინსტრუქციებს -  ნაღდ ფულთან და სხვა ფასეულობებთან  დაკავშირებული ოპერაციების წარმოების, საქართველოს ეროვნული ვალუტის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისიანობის განსაზღვრის კრიტერიუმების და მათი მიღება - გამოცვლის წესებს,  საქართველოში უნაღდო ანგარიშწორების და საბანკო დაწესებულებების მიერ იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის  ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში ანგარიშის (ანაბრის) გახსნისა და წარმოების შესახებ წესებს;
  3. კლიენტებთან სწორი საკომუნიკაციო ურთიერთობის წარმართვის მიზნით, მსმენელები შეისწავლიან კომუნიკაციის როლს და შიდა კომუნიკაციის განმსაზღვრელ ფაქტორებს, აგრეთვე მომხმარებლებისთვის ბანკის პროდუქტების შეთავაზებას, პროდუქტების პოზიციონირებას და კონსულტირებას მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, მათ შორის სასესხებო პროდუქტებთან მიმართებაში საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებულ საკითხებს;
  4. საკრედიტო მენეჯმენტის პრინციპების შესწავლა - სამომხმარებლო, იპოთეკური და ბიზნეს სესხების არსი და მახასიათებლები,, კრედიტის გაცემის კრიტერიუმები და პროცედურები, სესხის ადმინისტრირება, სესხებზე პროცენტის დარიცხვის პრინციპები. დაკრედიტების ეტაპები, საკრედიტო რეიტინგების სისტემები, სესხების მონიტორინგი, პრობლემური სესხების რესტრუქტურიზაცია;
  5. ტრენინგის მონაწილეები  დეტალურად შეისწავლიან ფულის ვარგისიანობის, დაზიანებული ბანკნოტების ამოღების, ბანკნოტებისა და მონეტების ინკასირების და შეფუთვის წესებს, ეროვნული და უცხოური ვალუტების(ლარი, დოლარი, ევრო) დამცავი ნიშნების და ყალბი კუპიურების ძირითად მახასიათებლებს, და სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, დამატებით აიღებთ ნაღდ ფულთან(ლარი, აშშ დოლარი, ევრო) მუშაობის სერთიფიკატს, რაც ბანკებში მოლარე-ოპერატორის ვაკანსურ პოზიციებზე სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით ჩაითვლება უპირატესობად.
პროფესიული სტაჟირების პროგრამა -”ჩვენ ბანკში ვმუშაობთ”
 
ზამთრის პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს, 2-კვირიანი პროფესიული სტაჟირების სახით, რომელიც უფასოა, მსმენელები გაივლიან საქართველოს ბანკების ასოციაციაში, სპეციალურად შემუშავებული და საბანკო დაწესებულებებში აპრობირებული პროგრამით.
 
პროფესიული სტაჟირების აღნიშნული ფორმა, რომლის დასრულების შემდეგ გაიცემა სტაჟირების გავლის ორენოვანი სერთიფიკატი, თავისი ფორმატით გაცილებით ეფექტურია სტანდარტული სტაჟირებისაგან, რადგან საბანკო ოპერაციების დეტალური სწავლებით მიმდინარეობს, მაშინ როდესაც ჩვეულებრივი სტაჟირების პრაქტიკა ბანკებში შეზღუდულ ხასიათს ატარებს და საოპერაციო ნაწილის ზოგად გაცნობას მოიცავს.
 
პროგრამის დასრულების შემდეგ, წარმატებული მსმენელები დასაქმდებიან ბანკში.
 
სტაჟირება მიმდინარეობს პრინციპით - ჩვენ ბანკში ვმუშაობთ! რაც ითვალისწინებს დღეს მოქმედ კომერციულ ბანკებში მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების სწავლებას, პრაქტიკული საბანკო ოპერაციების (ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების),  შესწავლას და დოკუმენტირებას, კერძოდ: 
 
1. ტრენინგის მონაწილეები ნაღდ და უნაღდო ანგარიშწორებას განახორციელებენ საბანკო საოპერაციო პროგრამის - ALTA software – ბაზაზე, რომელსაც მოქმედი ბანკების უმრავლესობა იყენებს და რაც ტრენინგის მონაწილეებს  საშუალებას მისცემს: 
  • შეასრულონ საკრედიტო დაწესებულებებში, სალარო ოპერაციები და დოკუმენტბრუნვა პრაქტიკული გატარებების მიხედვით, მათ შორის - სალაროს აღრიცხვიანობის, სალაროში ფულის შეტანა-გამოტანის, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის, სწრაფი ფულადი გზავნილების, აგრეთვე სესხის გაცემა-დაფარვის წარმოება და აღრიცხვა, საოპერაციო ხარჯებთან დაკავშირებული ფულადი ოპერაციების წარმოება. 
  • შეასრულონ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმების(საგადახდო დავალება, საინკასო დავალება, აკრედიტივები, ოპერაციები ჩეკებით) მიხედვით  საბანკო ანგარიშების გახსნის, ცვლილებების შეტანის და დახურვის ოპერაციები, ანგარიშზე ჩარიცხული და ანგარიშიდან  ჩამოწერილი თანხების გატარებები,  კომუნალური და სხვა გადარიცხვები;
2. მსმენელები შეისწავლიან ფინანსური მათემატიკის საფუძვლებს და ანგარიშგების პრინციპებს, მარტივი და რთული პროცენტის დაანგარიშების პრინციპებს და ანუიტეტის გამოთვლას;
 
3. მსმენელები საკუთარი ინიციატივების წარმოჩენის მიზნით, განახორციელებენ საბანკო პროდუქტების და კეისების პრეზენტაციებს;
 
4. მათემატიკურ და უნარების ტესტებთან ერთად, პროგრამაში სპეციალურად ცალკეა დამატებულ ფსიქოლოგიური სტრესს ტესტები, ასევე CV და სამოტივაციო წერილის  შედგენა და ბანკებში გასაუბრების მოდერაცია საბანკო ექსპერტებთან ერთად, რადგან ფსიქოლოგიური სტრესებისადმი მდგრადობა ითვლება საბანკო კადრების შერჩევის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად.
 
მოთხოვნები: პროგრამა სპეციალურად ისეა შედგენილი, რომ მისი თემატიკა თანაბრად თავსებადია როგორც ეკონომიკური, ასევე არაეკონომიკური უმაღლესი განათლების მქონე პირებისათვის, აგრეთვე სტუდენტებისთვის და მაგისტრანტებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
  • უმაღლესი განათლება (სპეციალიზაცია შეზღუდული არ არის);
  • კომუნიკაციის უნარი;
  • ლიდერობის და კრეატიულობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ფსიქოლოგიურ სტრესებთან შეგუების უნარი;
სერთიფიცირება, ერთი ტრენინგის ღირებულების ფარგლებში თქვენ აიღებთ 2 სერთიფიკატს-საბანკო საქმის ინტენსიური კურსის ორენოვან სერთიფიკატს და საბანკო ასოციაციაში სტაჟირების გავლის ორენოვან სერთიფიკატს, ALTA software - 2000-ის გავლის ნაწილთან ერთად, ასევე ასოციაციის წევრ ბანკებში და საკრედიტო ორგანიზაციებში წარსადგენ სარეკომენდაციო წერილს, რაც ბანკებში შესაბამისი ვაკანსიების კადრების შერჩევის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, ჩაითვლება უპირატესობად.
 
პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, შესაბამისი წარდგინების საფუძველზე, თქვენ გეძლევათ ფართო არჩევანი დასაქმდეთ საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში როგორც საოპერაციო, ასევე გაყიდვების და საკრედიტო ოპერაციების კუთხით შემდეგ პოზიციებზე:
  • მოლარე;
  • მოლარე-ოპერატორი;
  • ანგარიშების მართვის მენეჯერი;
  • განვადების მენეჯერი;
  • საცალო გაყიდევების მენეჯერი;
  • საკრედიტო ექსპერტი/თანაშემწე;
  • სესხის ადმინისტრატორი;
  • მონიტორინგის ოფიცერი;
  • პრობლემური სესხების მართვის ოფიცერი;
  • კლიენტთა მომსახურების ოფიცერი; 
  • საინფორმაციო ოფიცერი. 
  • ქოლ ცენტრის ოპერატორი
  • გადახდის აპარატების სატელეფონო ოპერატორი
ჯგუფებში მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია და გათვლილია 8-12 მსმენელზე.
 
მოქნილი სწავლების დრო: სწავლება მიმდინარეობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. დილის და საღამოს ჯგუფებში, ტრენინგები ერთნაირი გრაფიკით მიმდინარეობს, რაც საშუალებას მოგცემთ კვირის განმავლობაში დაესწროთ, როგორც დილის ასევე საღამოს ტრენინგებს.
 
პროგრამის ხანგრძლივობა: თეორიული ნაწილი, სამი კვირა დღეში 2 საათი, სულ - 30 საათი; სტაჟირება ყოველდღე (ორი კვირა).
 
პროგრამის საფასური: 250 ლარი (სტაჟირება უფასოა). სწავლის საფასურის დაფარვა შესაძლებელია როგორც ერთიანად, ასევე ნაწილ-ნაწილ, პირველადი შესატანი თანხა შეადგენს მინიმუმ 100 ლარს;
 
პროგრამის ხელმძღვანელი: საბანკო საქმის ინტენსიური სწავლების პროგრამა, მიმდინარეობს საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის მასტერკლასების სახით, თეორიული და პრაქტიკული მოდულების სწავლებით;
  • გიორგი ცუცქირიძე 1997 წლიდან დღემდე არის საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
  • უძღვება ლექციების კურსს - საბანკო მენეჯმენტში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში;  წლების მანძილზე კითხულობდა ლექციების ციკლს საბანკო საქმეში და საფინანსო მენეჯმენტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში;
  • გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საფინანსო და საბანკო სფეროებში მოღვაწეობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია. მისი სტატიები და საექსპერტო კომენტარები პერიოდულად გადის ქართულ და უცხოურ ბეჭდვით და ელექტრონულ მედია საშუალებებში. არის საბანკო მომსახურების ბაზრის რამდენიმე კვლევის ავტორი, 1999-2002 წლებში იყო საქართველოს კომერციულ  ბანკებში საბუღალტრო აღრიცხვის საერთაშორისო  სტანდარტების (IAS) დანერგვის კომიტეტის წევრი;
ტრენინგს, მისი ცალკეული მოდულების მიხედვით ასევე უძღვებიან ასოციაციის წევრი ბანკების წამყვანი ბანკირები.
 
 
რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები