GE
კომპანიის კრედიტუნარიანობის შეფასების სასერთიფიკატო კურსი
ღირებულება: 380 ლარი
2015  წლის სასერთიფიკატო პროგრამა - წარმატებული კარიერისა და დასაქმების ხელშესაწყობად!

საბანკო სწავლების ცენტრი, როგორც სპეციალიზირებული საბანკო ტრენინგ ცენტრი, წლის დასაწყისში ბანკებში ვაკანსიების ზრდასთან ერთად, საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, გთავაზობთ ტრენინგს საკრედიტო მენეჯმენტში!

"კომპანიების კრედიტუნარიანობის შეფასების სასერთიფიკატო პროგრამა" ხორციელდება ”საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის” და საქართველოს ბანკების ასოციაციის ერთობლივი მხარდაჭერით.
 
პროგრამის უნიკალურობა: ტრენინგი ითვალისწინებს ბიზნეს დაკრედიტების სწავლებას, მათ შორის როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების, ასევე კორპორატიული კლიენტურის მომსახურების კუთხით. ტრენინგის პროცესში მსმენელები შეისწავლიან იურიდიული პირების ძირითადი ფინანსური დოკუმენტების შემოწმებას და ანალიზს, სესხების ადმინისტრირებას, რესტრუქტურიზაციას და მონიტორინგს, ვადაგადაცილებულ სესხებზე სავალდებულო რეზერვების ფორმირების წესს, რისკების მიხედვით შეწონილი აქტივების გაანგარიშებას და პრობლემური სესხების მართვას.
 
ტრენინგი რისკების შეფასების გაძლიერებული სწავლებით მიმდინარეობს. რადგან დღეს კომერციული ბანკები საკრედიტო რისკების დაზღვევის მიზნით სულ უფრო აქტიურად ნერგავენ რისკების შეფასების და მართვის თანამედროვე მოდელებს, რომელიც შეიცავს რისკების აღმოჩენის, გაზომვის, მონიტორინგის და კონტროლის მექანიზმებს, რაც ბუნებრივია ზრდის მოთხოვნებს მაღალკვალიფიციურ საკრედიტო მენეჯერებზე.
 
ტრენინგი ითვალისწინებს როგორც კოლექტიური შემოთავაზებების მიღებას, საკრედიტო დაწესებულებებიდან, ასევე ინდივიუდუალური სწავლების ფორმატსაც დაინტერესებული პირებისათვის. კერძოდ, იმ პირებისათვის რომლებსაც არა აქვთ გამოცდილება ან ახალი დაწყებული აქვთ მუშაობა ბანკებში ჩვენ ვთავაზობთ ინდივიდუალურ სწავლების ფორმატს. კერძოდ:
  • ტრენინგების ჩატარებას შაბათობით სამი უწყვეტი სესიის განმავლობაში, განსაკუთრებით რაიონების მცხოვრებლებისათვის (ბათუმი, გორი, ქუთაისი, თელავი და ა.შ.), რაც მათ საშუალებას მისცემს მოახდინონ მიცემული დავალებების შესრულება კვირიდან კვირამდე, რომლის დროსაც მათ აქვთ საშუალება ლექტორებთან იქონიონ აქტიური სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაცია, სულ 4 კვირის განმავლობაში;
  • კვირაში 2 ან 3 ლექცია, ლექცია გრძელდება 2 საათი, შესაბამისად სწავლა გრძელდება ნაცვლად 4 კვირისა 8-9 კვირის მანძილზე.
მონაწილეები: ტრენინგი სპეციალურად შემუშავდა იმ პირებისათვის, რომლებსაც სურთ ბიზნესდაკრედიტების პრინციპების შესასწავლა ან ჩართული არიან საკრედიტო ოპერაციებში: 
  1. მათთვის ვისაც საკრედიტო ინსტიტუტებში სურს მუშაობის დაწყება საკრედიტო მენჯმენტის კუთხით;
  2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ასევე კომერციული ბანკების საკრედიტო განყოფილების, ფილიალის და სხვა სპეციალისტებისათვის რომლებიც ჩართული არიან საკრედიტო ოპერაციებში მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით;
  3. ტრენინგი ასევე თავსებადია კომპანიების ფინანსური მენეჯერებისათვის, საკრედიტო რესურსებზე ბანკების მხრიდან კომპანიის შეფასების კრიტერიუმების შესწავლის მიზნით, რაც დღეს ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საკრედიტო რესურსებზე მოთხოვნის ფორმირებისას;
სარგებელი: ტრენინგის ბოლოს კურსის მონაწილეებს ეცოდინებათ:
  • ბიზნეს სესხების არსი და მახასიათებლები;
  • აგრო და იპოთეკური სესხების არსი და მახასიათებლები;
  • დაკრედიტების პრინციპები;
  • დაკრედიტების ეტაპები;
  • მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნეს მსესხებლის შეფასების ფინანსური ანალიზი;
  • საფინანსო უწყისებს შორის ურთიერთკავშირი;
  • ფულადი ნაკადების პროგნოზირება და ზემოქმედების ფაქტორები;
  • საკრედიტო რისკების მართვის ინსტურმენტები;
  • მსესხებლის საკრედიტო რეიტინგის განსაზღვრა;
  • რეიტნგების მიგრაცია და დეფოლტის რისკი;
  • მსესხებლის უზრუნველყოფის შეფასება;
  • კრედიტის გაცემა და მართვა;
  • საკრედიტო პრობლემების წინასწარ განსაზღვრა;
  • საგადასახადო რისკები;
  • პრობლემური სესხების მართვა და მათი რესტრუქტურიზაცია.
სერთიფიცირების ფორმა: მსმენელებზე გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
 
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა აიმაღლოთ კვალიფიკაცია ან დასაქმდეთ საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში შემდეგ პოზიციებზე:
  • საცალო დაკრედიტების ოფიცერი;
  • მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ოფიცერი/თანაშემწე;
  • კორპორატიული კლიენტების დაკრედიტების ოფიცერი/თანაშემწე;
  • პრობლემური სესხების მენეჯერი/თანაშემწე;
  • მონიტორინგის ოფიცერი;
  • საკრედიტო ადმინისტრატორი;
  • პრობლემური სესხების ოფიცერი//თანაშემწე;
  • განვადების ოფიცერი.
მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ეკონომიკური ან ზუსტი მეცნიერების კუთხით);
  • ლიდერობის და კრეატიულობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • წერილობითი და ზეპირი მეტყველების განსაკუთრებულად კარგი უნარი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.
სერთიფიცირება: კურსდამთავრებულები მიიღებენ:
  1. კომპანიის კრედიტუნარიანობის შეფასების ორენოვან სერთიფიკატს (ბიზნეს დაკრედიტების კუთხით);
  2. საქართველოს ბანკების ასოციაციის და მიკროსაფინანსო ასოციაციის წევრ საკრედიტო ორგანიზაციებში წარსადგენ სარეკომენდაციო წერილს.
ჯგუფებში მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია და გათვლილია 5-8 მსმენელზე.
 
ხანგრძლივობა: ტრეინინგები ტარდება შაბათობით, თბილისში, "საქართველოს ბანკების ასოციაციის" ოფისის აუდიტორიებში,  დღეში 6 საათი, სულ 24 საათი; 
 
"საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის" წევრი ორგანიზაციებისთვის შესაძლებელია ტრეინინგების ჩატარების ორგანიზება რეგიონებშიც (ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, თელავი) იგივე თემატიკით და პირობებით, შაბათობით.
 
სწავლების საფასური: ერთ მსმენელზე 380 ლარი, ხოლო ორგანიზაციის მხრიდან ჯგუფური შეთავაზებისას (5 მსმნელი და მეტი) - 320 ლარი (სწავლების საფასური მოიცავს: სწავლების საფასურს, სასწავლო მასალებს და სერტიფიკატს);
 
 
რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი საქართველო
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები