GE
უნივერსალური მოლარე-ოპერატორის კურსი, პროფესიული სტაჟირებით
ღირებულება: 150 ლარი
2015  წლის  სასერთიფიკატო პროგრამა სპეციალური შეთავაზებით: აიღე 2 სერთიფიკატი ერთი ტრენინგის ფარგლებში!
 
საბანკო სწავლების ცენტრი როგორც სპეციალიზირებული საბანკო ტრენინგ ცენტრი და საქართველოს ბანკების ასოციაციაცია, რომლის  წევრია საქართველოში მოქმედი ყველა 21 კომერციული ბანკი და მიკრო საფინანსო ორგანიზაცია კრედო ბანკებში დასაქმების მსურველთა არჩევანის გაზრდისა და საბანკო დაწესებულებებისათვის კვალიფიციური კადრების მიწოდების მიზნით, გთავაზობთ 2 კვირიან უნივერსალური მოლარე-ოპერატორის ინტენსიურ კურსს, სპეციალური შეთავაზებით - მოლარე-ოპერატორის სერთიფიკატთან ერთად, ტრენინგის ღირებულების ფარგლებში, საჩუქრად მიიღებთ ნაღდ ფულთან მუშაობის სერთიფიკატს(ეროვნული და უცხოური ვალუტების - ლარი, აშშ დოლარი, ევრო- დამცავი ნიშნების სწავლებით).
 
კურსდამთავრებულები   გაივლიან 2 კვირიან სტაჟირებას ბანკში. რაც მოიცავს კლიენტ-მენეჯერის ფუნქციის შეთავსებას (კლიენტებისათვის დახმარების გაწევა, გადამისამართება შესაბამის განყოფილებებში, საბანკო პროდუქტების შესწავლა, შეთავაზება და გაყიდვა) რომელიც ჩაითვლება გამოცდილებად და შესაბამისად მიიღებთ სტაჟირების გავლის ცნობას.

პროგრამის უნიკალურობა: უნივერსალური მოლარე-ოპერატორის კურსი, რომელიც 2 კვირის განმავლობაში ყოველდღიური, შაბათ-კვირის გარდა, სწავლებით მიმდინარეობს, წარმოადგენს ცენტრის მოკლევადიან მეორე პილოტურ პროგრამას, რომლის მიზანია მოკლევადიან პერიოდში მსმენელთა მომზადება კომერციულ ბანკებში მოლარე-ოპერატორის ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად. პროგრამა სპეციალურად შემუშავდა საქართველოს ბანკების ასოციაციაცის  მხარდაჭერით, რადგან დღეს კომერციულ ბანკებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მოთხოვნა უნივერსალური მომსახურების მოლარე-ოპერატორების პოზიციებზე. შესაბამისად, კადრების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ იმ პრეტენდენდებს, ვინც საბანკო ოპერაციების ბაზისური მოთხოვნების და პრაქტიკული ოპერაციების (როგორც ნაღდი ასევე უნაღდო ანგარიშსწორების თვალსაზრისით) ცოდნა გააჩნია. 
ტრენინგი  მოიცავს საბანკო ოპერაციების ბაზისური მოთხოვნების(თეორიული და ინსტრუქციების ნაწილი), პრაქტიკული საბანკო ოპერაციების (ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების), კომუნიკაბელობისა და პროდუქტების გაყიდვების ყველა ძირითადი მიმართულების სწავლებას:
  1. ტრენინგის მონაწილეები შეისწავლიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო დაწესებულებებისათვის დადგენილ არსებულ ინსტრუქციებს -  ნაღდ ფულთან და სხვა ფასეულობებთან  დაკავშირებული ოპერაციების წარმოების, საქართველოს ეროვნული ვალუტის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისიანობის განსაზღვრის კრიტერიუმების და მათი მიღება - გამოცვლის წესები,  საქართველოში უნაღდო ანგარიშწორების და საბანკო დაწესებულებების მიერ იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის  ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში ანგარიშის (ანაბრის) გახსნისა და წარმოების შესახებ წესები;

  2. ტრენინგის მონაწილეები  დეტალურად შეისწავლიან ფულის ვარგისიანობის, დაზიანებული ბანკნოტების ამოღების, ბანკნოტებისა და მონეტების ინკასირების და შეფუთვის წესებს, ეროვნული და უცხოური ვალუტების(ლარი, დოლარი, ევრო) დამცავი ნიშნების და ყალბი კუპიურების ძირითად მახასიათებლებს, და სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, დამატებით აიღებთ ნაღდ ფულთან(ლარი, აშშ დოლარი, ევრო) მუშაობის სერთიფიკატს, რაც ბანკებში მოლარე-ოპერატორის ვაკანსურ პოზიციებზე სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით ასევე ჩაითვლება უპირატესობად.

  3. კლიენტებთან სწორი საკომუნიკაციო ურთიერთობის წარმართვის მიზნით, მსმენელები შეისწავლიან კომუნიკაციის როლს და შიდა კომუნიკაციის განმსაზღვრელ ფაქტორებს, აგრეთვე მომხმარებლებისთვის ბანკის პროდუქტების შეთავაზებას, პროდუქტების პოზიციონირებას და კონსულტირებას მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, მათ შორის სასესხებო პროდუქტებთან მიმართებაში საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებულ საკითხებს.

  4. ტრენინგის მონაწილეები   ნაღდ და უნაღდო ანგარიშწორებას განახორციელებენ საბანკო საოპერაციო პროგრამის - ALTA software - 2000  ბაზაზე, რომელსაც მოქმედი ბანკების უმრავლესობა იყენებს და რაც ტრენინგის მონაწილეებს  საშუალებას მისცემს: 
  • შეასრულონ საკრედიტო დაწესებულებებში, სალარო ოპერაციები და დოკუმენტბრუნვა პრაქტიკული გატარებების მიხედვით, მათ შორის - სალაროს აღრიცხვიანობის, სალაროში ფულის შეტანა-გამოტანის, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის, სწრაფი ფულადი გზავნილების, აგრეთვე სესხის გაცემა-დაფარვის წარმოება და აღრიცხვა, საოპერაციო ხარჯებთან დაკავშირებული ფულადი ოპერაციების წარმოება;
  • შეასრულონ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმების (საგადახდო დავალება, საინკასო დავალება, აკრედიტივები, ოპერაციები ჩეკებით) მიხედვით საბანკო ანგარიშების გახსნის, ცვლილებების შეტანის და დახურვის ოპერაციები, ანგარიშზე ჩარიცხული და ანგარიშიდან ჩამოწერილი თანხების გატარებები,  კომუნალური და სხვა გადარიცხვები, რაც ბანკებში მოლარე-ოპერატორის ვაკანსურ პოზიციებზე კადრების შერჩევის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, ჩაითვლება უპირატესობად.
მონაწილეები: ტრენინგი განკუთვნილია როგორც ეკონომიკური, ასევე არაეკონომიკური განათლების მქონე პირებისათვის (სტუდენტები, მაგისტრანტები), აგრეთვე საფინანსო ინსტიტუტების (საკრედიტო კავშირები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები) იმ თანამშრომლებისათვის, რომლებიც ჩართული არიან სალაროს ოპერაციებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
 
მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სპეციალიზაცია შეზღუდული არ არის);
  • კომუნიკაციის უნარი;
  • ინიციატივის გამოჩენის  და კრეატიულობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ფსიქოლოგიურ სტრესებთან შეგუების უნარი.
ტრენინგის წამყვანი: ტრენინგს უძღვებიან მაღალკვალიფიციური თრეინერები და ბანკირები;
 
სერთიფიცირების ფორმა: მსმენელები სპეციალური შეთავაზების  ფარგლებში აიღებენ:
  1. უნივერსალური მოლარე-ოპერატორის ორენოვან სერთიფიკატს;
  2. ნაღდ ფულთან (ლარი, აშშ დოლარი, ევრო) მუშაობის სერთიფიკატს;
  3. სტაჟირების გავლის და სარეკომენდაციო წერილებს ასოციაციის წევრ ბანკებში და საკრედიტო ორგანიზაციებში წარსადგენად.
დამატებითი ინფორმაცია თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ საიტიდან.
 
ჯგუფებში მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია და გათვლილია 5-8 მსმენელზე.
ხანგრძლივობა: 2 კვირა მოლარე-ოპერატორის კურსი + 2 კვირა სტაჟირება, ყოველდღე, დღეში 2 საათი;
 
სწავლების დრო: სწავლება მიმდინარეობს დილის და საღამოს საათებში;
 
სწავლების საფასური: კურსის ღირებულებაა - 150 ლარი (სტაჟირება უფასოა); საფასური მოიცავს: სწავლების საფასურს, სასწავლო ლიტერატურას და 2 სერტიფიკატს; 

რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები