GE
ფასდაკლება ინგლისური ენის კურსებზე
საერთაშორისო ენების ცენტრი აცხადებს 50%-იან ფასდაკლებას შემდეგ კურსებზე:
  • სასაუბრო და ზოგადი ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი;
  • სასაუბრო და ზოგადი რუსული ენის შემსწავლელი კურსი;
  • FCE, IELTS, TOEFL-ის საერთაშორისო გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსები;
  • TKT- გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი;
  • აბიტურიენტების მოსამზადებელი კურსები;
  • კურსები 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.
საერთაშორისო ენების ცენტრში:
  • სწავლება მიმდინარეობს უახლესი სახელმძღვანელოებისა და მეთოდოლოგიის გამოყენებით;
  • ლექციებს ჩაატარებენ პროფესიონალი პედაგოგები;
  • გაიმართება ინტერაქტიული გაკვეთილები და უზრუნველყოფილი იქნება ახლადშესწავლილი მასალის პრაქტიკული გამოყენება;
  • წარჩინებული სტუდენტები მიიღებენ წამახალისებელ ჯილდოებს, რაც მათი მოტივაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
აქციის ფარგლებში სწავლის ღირებულება შეადგენს 60 ლარს 120 ლარის ნაცვლად თვეში.
  • სასაუბრო და ზოგადი ინგლისური და რუსული ენების შემსწავლელი კურსების მსვლელობისას სტუდენტები დაეუფლებიან არა მარტო ინგლისურ და რუსულ ენებს, არამედ გაეცნობიან ამ ქვეყნების კულტურას, ჩვეულებებს, ხელოვნებას, ისტორიას. კლასში გაიმართება დისკუსიები და პრეზენტაციები. გაკვეთილების მიმდინარეობისას განიხილება უამრავი თემა ახალი ამბების, ადამიანური ინტერესებისა და სოციალური სიტუაციების ჩათვლით.
  • TKT- გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსის მსმენელები საფუძვლიანად მოემზადებიან რა TKT-ის გამოცდისთვის, ექნებათ პრაქტიკის გავლის და ჩვენთან დასაქმების საშუალება.
  • ინგლისურ ენაში საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსის განმავლობაში ვიმუშავებთ ინგლისური ენის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებული შემდეგი ენობრივი უნარების: კითხვის, წერის, მოსმენის, ლექსიკისა და გრამატიკის განვითარებაზე. მეტი დრო დაეთმობა გრამატიკულ მასალას, სიტყვათა მარაგის შევსებას, სწრაფად კითხვისა და ანალიზის ტექნიკის დაუფლებას, წაკითხულიდან დასკვნების გამოტანას, არგუმენტირებული მსჯელობის უნარ-ჩვევების დახვეწასა და წერითი აზროვნების განვითარებას.
    კურსის დაწყებამდე ჩატარდება ტესტირება!
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთვსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები