GE
საზაფხულო ინტენსიური ინგლისურის კურსები ფასდაკლებით
მათ ვისაც სურს ნაყოფიერად გამოიყენოს ზაფხული, საერთაშორისო ენების ცენტრი სთავაზობს ფასდაკლებას საზაფხულო  ინტენსიურ კურსებზე ინგლისურ ენაში.
 
თითოეული დონის გავლა შესაძლებელია ორჯერ ნაკლებ დროში.
მთლიანი კურსის ღირებულება შეადგენს 160 ლარს.
 
გაკვეთლის ხანგძლივობა: 90 წუთი
სწავლების გრაფიკი: კვირაში 4-ჯერ
მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში: 3-5 მსმენელი
 
კურსები განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ინგლისური ენის შესწავლა, როგორც სასწავლო და ტურისტული, ისე სამუშაო მიზნებისთვის.
კურსის ფარგლებში მეტი დრო ეთმობა სიტყვათა მარაგის შევსებას, ინგლისური ენის კონტექსტში გამოყენებას, გამოთქმისა და მოსმენის უნარ-ჩვევების დახვეწას.
 
მსმენელებს მიეცემათ საშუალება აითვისონ შესაბამისი ლექსიკა და შემდეგ ისაუბრონ სხვადასხვა ყოველდღიურ თემაზე. ჩატარდება ინტერაქტიული გაკვეთილები, რაც საშუალებას მოგვცემს  გამოვიყენოთ ახლად შესწავლილი მასალა. გაკვეთილებზე გამოყენებული იქნება ვიდეო და აუდიო მასალა.
 
კურსის გავლის შემდეგ გაიცემა შესაბამისი დონის სერთიფიკატი.
 
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები