GE
TKT-ის გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი და სტაჟირება
ღირებულება: 160 ლარი
TKT (Teaching Knowledge Test) ამოწმებს ინგლისური ენის სწავლების უნარს და მისი ჩაბარება შეუძლია მსოფლიოს მასშტაბით არა მარტო კარიერის ნებისმიერ ეტაპზე მყოფ ინგლისური ენის მასწავლებელს, არამედ მასაც, ვისაც არ აქვს ინგლისური ენის სწავლების გამოცდილება და სურს სიღრმისეულად გაეცნოს ენის სწავლების ძირითად მეთოდებსა და მიდგომებს.
 
ტესტი სამი ძირითადი მოდულისგან შედგება, რომელიც თავის მხრივ დაყოფილია ქვეთავებად და მოიცავს სწავლების სხვადასხვა ასპექტს. ძირითადი აქცენტი კეთდება: სწავლების ენაზე, რესურსების გამოყენებაზე, გაკვეთილების დაგეგმვასა და კლასის მართვის მეთოდებზე.
 
კურსის აღწერა:
კურსის განმავლობაში მსმენელები საფუძვლიანად მოემზადებიან TKT-ის გამოცდისთვის, მიიღებენ მონაწილეობას დისკუსიებში, ერთად განვიხილავთ სწავლების პროცესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან და საკვანძო საკითხებს, ექნებათ თვითრეალიზაციის საშუალება. ყოველი მოდულის დამუშავების შემდეგ მსმენელები დაწერენ ტესტს, რომელიც საშუალებას მოგვცემს ერთად შევაფასოთ თითოეული მათგანის პროგრესი. თეორიული კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება TKT-ის გამოცდის საერთო სტანდარტის შესაბამისი წერითი გამოცდა.
 
სტაჟირება:
თეორიული კურსის დასრულებისთანავე დაიწყება სტაჟირება, რომლის ხანგრძლივობა იქნება 1 თვე. სტაჟირების პირველ კვირას მასწავლებლები გაივლიან ინტენსიურ გადამზადებას, რის შემდეგაც ისინი გადანაწილდებიან ჯგუფებში და მომდევნო 3 კვირის განმავლობაში მათ საშუალება ექნებათ დამოუკიდებლად ჩაატარონ
გაკვეთილები.
 
მთლიანი კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
 
თეორიული კურსის ხანგრძლივობა: 6 კვირა (26  საათი)
სტაჟირება: 1 თვე
 
კურსის მსმენელი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას მინიმუმ B1 (Intermediate) დონეზე.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეგისტრაციისთვის შეავსეთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები