GE
გრანტები/სტიპენდიები ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში
საერთაშორისო განათლების ცენტრი და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი აცხადებენ მიღებას 2015-2016 სასწავლო წლისათვის.

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი არის ინგლისურენოვანი უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მდებარეობს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში. ეს საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც სწავლობს 100 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი და პროფესორ-მასწავლებლები წარმოადგენენ 40 სხვადასხვა ქვეყანას, აკრედიტირებულია როგორც უნგრეთში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი გვთავაზობს შემდეგ აკადემიურ პროგრამებს:
  • ბიზნესი (MBA);
  • კოგნიტური მეცნიერება (PhD);
  • ეკონომიკა;                                                                   
  • გარემოს დაცვა და პოლიტიკა;
  • გენდერული სწავლებები;                                        
  • ისტორია;
  • იურიდიული;                                                              
  • გამოყენიბით მათემატიკა;      
  • ფილოსოფია;                                                               
  • შუა საუკუნეების კვლევები;
  • ნაციონალიზმის კვლევები;                                     
  • პოლიტმეცნიერება;
  • საერთაშორისო ურთიერთობები;                           
  • საზოგადოებრივი პოლიტიკა;
  • სოციოლოგია და სოციალური ანთროპოლოგია; 
  • საზოგადოებრივი ადმინისტრირება.
გრანტები და სტიპენდიები

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი ნიჭიერ ახალგაზრდებს სთავაზობს შემდეგი სახის ფინანსურ დახმარებას:
 
სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას სამაგისტრო პროგრამებზე (მოიცავს სწავლის ღირებულებას 11 000.00-დან 12 000.00 ევრომდე ოდენობით, ცხოვრებას უნივერსიტეტის საცხოვრებელ კომპლექსში და ყოველთვიურ სტიპენდიას ყოველდღიური ხარჯების დასაფარად).
 
სწავლის ღირებულების სრულ ან ნაწილობრივ დაფარვას სამაგისტრო პროგრამებზე ( ფარავს სწავლის ღირებულებას 50–დან 100 პროცენტამდე 12 000.00 ევრომდე ოდენობით წელიწადში).
 
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სადოქტორო სტიპენდიები (სრულად ფარავს სწავლის, ცხოვრებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ღირებულებას). დოქტორანტების 90 პროცენტი იღებს სრულს დაფინანსებას.
 
ერასმუს მუნდუსის პროგრამის სტიპენდიები და კვლევითი გრანტები და ასევე სხვადასხვა სახის დაფინანსება საზოგადოებრივ თუ კერძო მესამე პირთაგან.

ინფორმაცია ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტიპენდიების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე
 
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადებია:
  • სამაგისტრო და სადოქტორი პროგრამებზე, ვისაც სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მოპოვება სურთ: 2015 წლის 1 თებერვალი;
  • MUNDUS MAPP პროგრამაზე: 2015 წლის 10 იანვარი;
  • სამაგისტრო პროგრამებზე, ვისაც მხოლოდ სწავლის დაფინანსება სურს: 2015 წლის 1აპრილი;
  • MATILDA- ს პროგრამაზე და სამაგისტრო პროგრამაზე საზოგადოებრივ პოლიტიკაში: 2015 წლის 4 მაისი;
  • თვითდაფინანსებული სტუდენტებისთვის: 2015 წლის 1 ივნისი.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ უნივერსიტეტის ვებგვერდზე ან მოგვმართეთ საერთაშორისო განათლების ცენტრში, შემდეგ მისამართებზე:

თბილისი - ჭოველიძის ქ. 10; ტელ.: (+995 32) 2252615; კონსულტაციის დღე - ორშაბათი, 16:00;
ბათუმი - ნინოშვილის ქ. 35; უნივერსიტეტის I სართული, ოთახი # 26; ტელ. (+995 442) 275817;
ახალციხე - რუსთაველის 106; უნივერსიტეტის შენობა; I კორპ.; II სართ; ტელ.: (+995 365) 221551;
თელავი - ქართული უნივერსიტეტის ქ. # 1; V სართული; ტელ.: (+995 350) 273139;
ქუთაისი - ა. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპ., II სართული; ტელ.: (+995 551) 710071.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ინგლისური
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები