GE
საბაკალავრო პროგრამები ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში
საერთაშორისო განათლების ცენტრი და ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში AUBG აცხადებენ  მიღებას 2017-2018 აკადემიური წლისათვის შემდეგ საბაკალავრო  პროგრამებზე:
  • ბიზნეს ადმინისტრაცია
  • ეკონომიკა
  • კომპიუტერული მეცნიერებები
  • ევროპათმცოდნეობა
  • ისტორია და ცივილიზაცია
  • ინფორმაციული სისტემები
  • ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაციები
  • პოლიტიკური მეცნიერება და საერთაშორისო  ურთიერთობები
  • მათემატიკა 
  • ლიტერატურა და
  • პროგრამა, რომელსაც თავად ქმნით
უნივერსიტეტში სწავლა ოთხწლიანია და მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. აპლიკანტები კონკურსის ფარგლებში აბარებენ ინგლისური ენის ტესტს  PBT TOEFL და გაივლიან ინტერვიუს.
 
ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტი საუკეთესო სტუდენტებს სთავაზობს სწავლის დაფინანსების სხვადასხვა შესაძლებლობას, როგორც სტიპენდიების (merit based and need based scholarships), ასევე უნივერსიტეტის ფინანსური დახმარების (institutional financial aid) და საბანკო სესხის სახით.

AUBG -ის ფინანსური დახმარების და სტიპენდიების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ვებგევრდზე www.aubg.edu/finance-your-education

კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა სწავლობდნენ საშუალო სკოლის დამამთავრებელ კლასში ან იყვნენ აბიტურიენტები. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ  ასევე პირველი კურსის სტუდენტებსაც.
 
რეგისტრაციისთვის უნდა შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
 
საშემოდგომო სემესტრი
 
ვისაც სურთ სწავლის 2017 წლის შემოდგომაზე დაწყება და კონკურსის ფარგლებში უფასო  PBT TOEFL-ის ტესტის  ჩაბარება, უნივერსიტეტის საგანაცხადო ფორმა უნდა გაგზავნონ და ტესტზე დარეგისტრირდნენ  2017 წლის 1-ლ იანვრამდე .
 
საშემოდგომო სემესტრისათვის, ვისაც სურს უნივერსიტეტიდან საუკეთესო ფინანსური დახმარებისა და სტიპენდიების მიღება, საგანაცხადო ფორმის და მოთხოვნილი საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 1 მარტი.  

განაცხადის გაგზავნის სტანდარტულ ვადაა 2017 წლის 1 ივნისი.
 
საგაზაფხულო სემესტრზე განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი.
 
ჯგუფური კონსულტაციები ჩატარდება ყოველ ორშაბათს 15:00 საათზე

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: საერთაშორისო განათლების ცენტრი, ჭოველიძის ქუჩა 10 (ბელინსკის ); ასევე იხილოთ ჩვენი ცენტრის ვებ გვერდი www.cie.ge და გვერდი Facebook-ზე: Center for International Education - Tbilisi
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ინგლისური
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები