GE
ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების სასერტიფიკატო კურსი
ღირებულება: 350 ლარი
სამი ტრენინგი ერთის ფასად!
 
 „ცოდნა“ თბილისში, ქუთაისსა და გორში აცხადებს მიღებას ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების შემსწავლელ სერტიფიცირებულ კურსზე.
 
ის, ვინც რეგისტრაციას გაივლის 2015 წლის 30 დეკემბრამდე, უფასოდ შეისწავლის საგადასახადო საქმესა და ORIS ბუღალტერიას.
 
პროგრამა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია.
სწავლის პროცესის სრულყოფისათვის მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან უახლესი საკანონმდებლო აქტებით, სამუშაო მასალებით, სასწავლო
წიგნებითა და მეთოდური ლიტერატურით.
 
სასწავლო კურსის მიზანი:
სასწავლო კურსის მიზანია, მსმენელებს მისცეს შესაბამისი ცოდნა ბუღალტერიის საფუძვლებში, რომელიც წარმოადგენს ბუღალტერიის სტრუქტურულ ერთეულს. კერძოდ, ასწავლოს მას ბუღალტრული აღრიცხვის საგანი და ობიექტი, ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდები და მისი ელემენტები, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები, ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა და მისი აგების პრინციპები. ბალანსისა და ფინანსურ ანგარიშგებაში შემავალი ყველა დოკუმენტის შედგენა და სხვა. მსმენელემა უნდა გააცნობიეროს ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები კონკრეტულ სიტუაციებთან მიმართებაში.
     
აღნიშნული კურსი მოიცავს:
  • ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით:
  • კომპიუტერული ბუღალტრული პროგრამა - ORIS-ის შესწავლა;
  • პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი;
  • საგადასახადო საქმე.
თითოეული თემატიკა განხილული იქნება პრაქტიკულ მაგალითზე და მოიცავს ყველა იმ საბუღალტრო ოპერაციის წარმოებას, პირველადი დოკუმენტაციის დამუშავებას და საგადასახადო დეკლარაციების შევსებას, რაც ევალება ბუღალტერს, ერთი საანგარიშგებო წლის განმავლობაში, წლიური ფინანსური ანგარიშგების ჩათვლით.
 
პრაქტიკული ბუღალტერია შეისწავლება კონკრეტული ორგანიზაციების რეალური საბუთების მაგალითებზე, როგორცაა მომსახურების, ვაჭრობა-იმპორტისა და წარმოების სფერო.
 
შეისწავლება შემდეგი დოკუმენტაციის დამუშავება:
  • სალაროს წიგნის წარმოება; სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები;
  • ბანკის ამონაწერის დამუშავება;
  • საქართველოს ბანკის, პროკრედიტ ბანკის, ლიბერთი ბანკის და ტაოპრივატბანკის ინტერნეტ ბანკინგის მოხმარების შესწავლა;
  • სასაქონლო ზედდებულების, ქვე ზედნადებების (დისტრიბუციის სფერო) და ანგარიშ ფაქტურების შევსება ელექტრონულად, RS.ge ზე. სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების კორექტირება, საქონლის უკანდაბრუნების დროს.
  • ბრუნვითი უწყისი;
  • ხელფასის უწყისის შედგენა;
  • ყოველთვიური საშემოსავლოს და თვის განაცემთა ინფორმაციის დეკლარაციების შევსება-ჩაბარება ელექტრონულად RS.ge ზე.
  • საგადასახადო დეკლარაციების (დღგ-ეს; აქციზის; მოგების; ქონების) შევსება ელექტრობულად RS.ge
თეორიული ნაწილის თემატიკა:
  • ბუღალტრული აღრიცხვის შესავალი;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საგანი და მეთოდი;
  • ფინანსური ანგარიშგება, მისი ხარისხობრივი მახასიათებლები, კომპონენტები და ელემენტები;
  • ბალანსირების პრინციპები, მისი გამოყენება ბუღალტრულ აღრიცხვაში;
  • ფინანსური შედეგის (მოგება-ზარალის) გაანგარიშება;
  • ბუღალტრული ანგარიშები. მათი არსი, ანგარიშთა კორესპონდეცია და ორმაგი ჩაწერა;
  • სალაროს ოპერაციების აღრიცხვა;
  • ბანკის ოპერაციების აღრიცხვა;
  • მოთხოვნების (დებიტორული დავალიანების) აღრიცხვა;
  • ვალდებულებების (კრედიტორული დავალიანების) აღირცხვა;
  • უიმედო და საეჭვო მოთხოვნების აღრიცხვა;
  • სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა. საეჭვო მოთხოვნების კორექტირება;
  • უკან დაბრუნებული საქონლის აღრიცხვა;
  • რეალიზაციის და დღგ-ს კორექტირება;
  • წარმოების პროცესის აღრიცხვა;
  • პროდუქციის თვითღირებულების კალკულაცია;
  • გაყიდვების აღრიცხვა;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
  • არამატერიალური აქტივების აღრიცხვა;
  • კაპიტალის აღირცხვა;
  • ხელფასთან დაკავშირებული ოპერაციები;
  • შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა;
  • იჯარის აღრიცხვა; 
ბუღალტერია + საგადასახადო საქმე + ORIS
ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს, კვირაში 3-ჯერ, 1,5 სთ.
თეორიული კურსის დასრულების შემდეგ ტესტირების საფუძველზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი, მეთოდური ლიტერატურა გაიცემა უფასოდ, პირველი ლექცია ტარდება უფასოდ.
 
ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები