GE
საბანკო საქმის კურსი სტაჟირებით და დასაქმებით
სასწავლო საგანმანათლებლო ცენტრი ,,ცოდნა” გთავაზობთ სერტიფიცირებულ კურსებს საბანკო საქმეში სხვადასხვა ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში უფასო სტაჟირებითა და დასაქმების პერსპექტივით + საჩუქრად არჩევით:
  • მართვის მოწმობის სრული თეორიული კურსი;
  • ერთთვიანი უცხო ენის კურსი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამები;
გაიარეთ ორი ტრენინგი ერთის ფასად!
 
კურსი განკუთვნილია როგორც სტუდენტებისათვის, ასევე კურსდამთავრებულთათვის, რომლებსაც სურთ საბანკო და ბიზნეს სექტორში მუშაობის დაწყება.
თეორიული კურსი მოიცავს 2 თვეს.
 
თემატიკა:
  • ბანკების წარმოშობა, არსი და ძირითადი საქმიანობა;
  • კომერციული ბანკები, კომერციული ბანკის მმართველობა;
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია;
  • რეზიდენტები და არარეზიდენტები;
  • კომერციული ბანკის აქტივები;
  • საბანკო ანგარიშები;
  • კრედიტის არსი და პრინციპები;
  • დაკრედიტების პრინციპები;
  • სესხის კლასიფიკაცია;
  • გარანტული ოპერაციები;
  • დეპოზიტური, მოზიდული სახსრები;
  • შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესი;
  • კომერციული ბანკის ლიმიტები;
  • საბანკო მარკეტინგი;
  • საკრედიტო საქმე, მონიტორინგი, საფრთხის შემცველი სიგნალები;
  • გირავნობა და იპოთეკა;
  • ფული და ლიკვიდურობა;
  • ვალუტებთან დაკავშირებული განმარტებანი;
  • კომერციული ბანკის რისკები;
  • უნაღდო ანგარიშსწორების წესები საქართველოში;
  • ტერმინთა განმარტებანი.
პირველი ლექცია ტარდება უფასოდ, რათა მსმენელმა მიიღოს ჩვენს შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია ხელშეკრულების გაფორმებამდე.
 
თეორიული კურსის დასრულების შემდეგ ტესტური გამოცდის საფუძველზე გაიცემა სერტიფიკატი კატეგორიის მიხედვით.
 
მეთოდური ლიტერატურა გაიცემა უფასოდ.
 
I (საუკეთესო) კატეგორიის მქონე მსმენელები გაივლიან ერთ თვიან უფასო სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით, საქართველოში არსებულ სხვადასხვა კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში.
 
ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე:
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები