GE
სალომბარდე საქმის კურსები სტაჟირებით
ღირებულება: 300 ლარი
საგანმანათლებლო ცენტრი ,,ცოდნა" გთავაზობთ ძვირფასი ქვებისა და ძვირფასი ლითონების ექსპერტ-შემფასებლის შემსწავლელ პროფესიონალურ სერთიფიცირებულ კურსებს სხვადასხვა ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და კერძო ლომბარდებში სტაჟირებითა და დასაქმების პერსპექტივით.
 
ჩვენი ცენტრის მიზანია, რომ სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილე მსმენელებმა მიიღონ მაქსიმალური და სრულყოფილი ცოდნა სალომბარდე საქმიანობის ირგვლივ და შესძლონ დამოუკიდებლად ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე მუშაობა.
 
ძვირფასი ქვების შემსწავლელი კურსის თემატიკა:
  1. ბრილიანტის თლილის განსაზღვრა;
  2. მასა;
  3. თლილის გავლენა ბრილიანტის ფასზე;
  4. პროპორციის ძირითადი ელემენტები;
  5. მოედნის სიდიდის განსაზღვრა;
  6. გვირგვინის სიმაღლის განსაზღვრა;
  7. სიმეტრია, ძირითადი გადახრები;
  8. გვირგვინის სიმაღლის განსაზღვრა;
  9. პავილიონის სიღრმის შეფასება;
  10. რა გავლენას ახდენს სარტყელი და კოლეტა ქვაზე;
  11. სიმეტრიის ხარისხის შეფასება, პრიალი;
  12. ფერი;
  13. სიწმინდე;
  14. შიდა თავისებურებები და დეფექტები;
  15. ზედაპირული თავისებურებები და დეფექტები;
  16. სტრუქტურული და ზედაპირული მოვლენების გავლენა სიწმინდეზე;
  17. ალმასი და მისი იმიტაციები;
  18. თვლის შეფასება თვალითა და ინსტრუმენტის დახმარებით.
კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს.
კვირაში 3-ჯერ, 1,5 საათიანი ლექციები.
 
ძვირფასი ლითონების შემსწავლელი კურსის თემატიკა:
  • ლომბარდის წარმოშობის ისტორია და დასაქმების პოტენციალის ზოგადი მიმოხილვა;
  • ექსპერტ-შემფასებლის ფუნქციებისა და მოვალეობების მიმოხილვა, ძვირფასი ლითონების მიმოხილვა (ფიზიკური და ტექნიკური შენადნობების განხილვა);
  • ძვირფასი ლითონების სინჯთა სისტემები და მათი კლასიფიკაცია;
  • ძვირფას ლითონებზე გამოსახული დამღების მიმოხილვა და ილუსტრირება;
  • სინჯის ანუ ოქროს სიწმინდის ხარისხის დადგენა;
  • სინჯის განსაზღვრის მეთოდები;
  • კლიენტთა ეფექტური მომსახურების ზოგადი სტანდარტები (ვერბალური და არავერბალური მხარეები);
  • ოქროს სინჯის დადგენა რეაქტივების გამოყენებით;
  • ძვირფასი ლითონების ნაკეთობათა მიღებისა და ფორმირების პროცედურები;
  • ფალსიფიცირებული ნაკეთობები და მათი ამოცნობის მეთოდები.
ცენტრი ურთიერთობს სხვადასხვა დასაქმების სააგენტოებთან, სადაც I (საუკეთესო) კატეგორიის მქონე მსმენელებს გაუწევს რეკომენდაციას შემდგომი დასაქმებისათვის.

კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს.
კვირაში 3-ჯერ ტარდება 1,5 საათიანი ლექციები.
სწავლის ღირებულების გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.
ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები