GE
თეორიულ-პრაქტიკული ბუღალტერია საერთაშორისო სტანდარტებით
კურსი გათვლილია, როგორც დამწყებთათვის ასევე მათთვის, ვისაც მიღებული აქვს საბუღალტრო განათლება.
გაკვეთილები შედგება თეორიული და პრაქტიკული მასალისაგან. კონკრეტული საწარმოს მაგალითზე განვიხილავთ საბუღალტრო ოპერაციების წარმოებას, დოკუმენტაციის დამუშავებას, დეკლარაციის შევსებას - წლიური ფინანსური ანგარიშგების ჩათვლით.
კურსის მიზანი: შეუქმნას მსმენელს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების თეორიის საფუძვლიანი ცოდნა.
მეთოდები: ლექცია-სემინარი და პრაქტიკული მეცადინეობები.
სასწავლო კურსის თემატიკა:
  • ბუღალტრული აღრიცხვები, არსი, ისტორია.
  • ბუღალტრული აღრიცხვების მეთოდები, ბაას-იდამისიარსი.
  • საბუღალტრო აღრიცხვები, დოკუმენტაცია და სისტემატიზაცია.
    ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა, მაჩვენებლები და მათი კვლიფიკაცია.
  • აქტივები და პასივები, ბალანსის არსი და მნიშვნელობა.
  • ძირითადი საშუალებების ცნება, კლასიფიკაცია და აღრიცხვა.
  • არამატერიალური აქტივების სახეები და მათი აღრიცხვის წესი.
  • ცვეთა და მისი არსი ბუღალტერიაში.
  • სასაქონლო მატერიალური მარაგები, საქონელი და მასალა ნედლეულის აღრიცხვა (საწყობი, წარმოება და ვაჭრობა)  პრაქტიკული მეცადინეობა.
  • მოთხოვნებისა და ვალდებულებების აღრიცხვა.
  • ფასიანი ქაღალდებისა და ინვესტიციების აღრიცხვა.
  • საწესდებო კაპიტალი და მისი არსი, აღრიცხვა და შემადგენელი ნაწილები.
  • ვალდებულებები, მათი სახეები და აღრიცხვის წესი.
  • ნაღდი ფულის მოძრაობის აღრიცხვა, სალაროს ოპერაციები. უნაღდო ანგარიშსწორებანი, საბანკო ოპერაციები და მათი აღრიცხვა.
  • ბრუნვითი უწყისის შედგენა.
  • საგადასახადო კოდექსი და ბუღალტრულიაღრიცხვა.
    ბალანსის შედგენა, ანგარიშის გადახურვის წესი და ჩაწერა.
გთავაზობთ კონსულტაციებს საბუღალტრო საქმიანობაში დაშვებული სავარაუდო შეცდომების აღმოსაჩენად და გასასწორებლად.
დამწყებ ბუღალტრებს ვთავაზობთ, საწყის ეტაპზე საქმიანობის შესწავლას, საბუღალტრო საქმიანობის სწორი ორგანიზაციისთვის.
 
კურსი მოიცავს 24 ლექციას.

კურსის ღირებულება 250 ლარი ჯგუფში.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
თეორიული კურსის გავლის შემდეგ შესაძლებლობა გექნებათ შეისწავლოთ ORIS_ის პროგრამა, რომლის ღირებულებაა 110 ლარი.
 
გთავაზობთ!!!
ORIS_ის პროგრამის საფუძვლიან და ხარისხიან შესწავლას.
კურსი განკუთვნილია მოქმედი ბუღალტრებისათვის ან მათთვის ვინც უკვე გაიარა ბუღალტერიის თეორიულ-პრაქტიკული კურსი.
ამ პროგრამის შესწავლა გაგიადვილებთ საბუღალტრო საქმიანობას, დაზოგავთ დროსა და ენერგიას. თავიდან აგაცილებთ გადაღლის გამო დაშვებულ შეცდომებს.
კურსის ღირებულებაა 110 ლარი ჯგუფში.
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები