GE
კომპიუტერული ტექნოლოგიების სასწავლო კურსები სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის
დაწყების სავარაუდო თარიღი: 2016 წლის სექტემბერი-ოქტომბერი
ჩატარების ადგილი: თბილისი
სწავლების ენა: ქართული
სწავლის ფორმა: დასწრებული (სკოლის გაკვეთილების შემდეგ)
 
სკოლის ასაკის მოსწავლეთა სწავლების მრავალწლიან სისტემას მრავალსაფეხურიანი სტრუქტურა აქვს. მოსწავლეთა ჯგუფები დიფერენცირებულია ასაკისა და ინტერესების მიხედვით.
 
ჯგუფების ფორმირება ხდება სასწავლო წლის დასაწყისში (სექტემბერი - ოქტომბრის დასაწყისი) და მეცადინეობები გრძელდება მთელი სასწავლო წლის განმავლობაში.
 
ყოველი სრული კურსის დამთავრების შემდეგ მოსწავლეებს შეუძლიათ მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი.
 
სწავლებისათვის გამოყოფილია ოთხი კომპიუტერული კლასი, თითოეული 10 სამუშაო ადგილით (ერთ მოსწავლეზე - ერთი კომპიუტერი).
 
ქვემოთ მოცემულია მოსწავლეთა სასწავლო კურსების დღევანდელი სტრუქტურა და თითოეული კურსის მოკლე დახასიათება.
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაზო კურსი _ კურსის მიზანია დაეხმაროს მოსწავლეს საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლების ათვისებაში. მოსწავლე შეძლებს საოფისე მომსახურებაში შემავალი ტექნოლოგიების გამოყენებას. გაეცნობა პროგრამირების (კერძოდ, Visual Studio) საფუძვლებს. აუდიო, ვიდეო და ტექსტურ/გრაფიკული ინფორმაციის დამუშავებასა და მართვას.
  • გაძლიერებული ოფისი _ კურსის მიზანია ისტ გაღრმავებული შესაძლებლობების გაცნობა და ეფექტური გამოყენების ძირითადი უნარების ათვისება – ტექსტურ ინფორმაციასთან მუშაობა, ცხრილების გამოყენება, პრეზენტაციების შექმნა, მონაცემთა ბაზის დაპროექტება და ექსპლუატაცია.
  • გრაფიკა, ვებდიზაინი და საგამომცემლო საქმე _ კურსის მიზანია დაეხმაროს მოსწავლეს საინფორმაციო ტექნოლოგიების ათვისებასა და კომპიუტერული გრაფიკის  პროფესიულ დონეზე შესწავლაში.
  • პროგრამირების კურსი: 
პირველი საფეხური:
  • ვებპროგრამირების 1-ლი წელი _ კურსის  მიზანია  მოსწავლეს შეასწავლოს დინამიური საიტის შექმნა.
  • C++ და ალგორითმი _ კურსის მიზანია ხელი შეუწყოს  C++ ენის ბაზაზე დაპროგრამების ძირითადი ტექნოლოგიების გაცნობას.
  • კომპიუტერული თამაშების პროგრამირება - კურსის მიზანია Unity 3D პროგრამის ათვისება, თანამედროვე თამაშების მსგავსი ტიპის პროექტებზე მუშაობა და საკუთარი პროექტის (თამაშის) გამოშვება
მეორე საფეხური:
  • ვებპროგრამირების 1-ლი წელი _ კურსის  მიზანია  მოსწავლეს შეასწავლოს დინამიური საიტის შექმნა.
  • C# 1-ლი წელი _ კურსის  მიზანია  დაპროგრამების ენის C#-ის საფუძვლების შესწავლა და მისი საშუალებით სასწავლო პროექტების განხორციელება.
  • JAVAA1-ლი წელი _ კურსის მიზანია დაპროგრამების ენის Java-ს საფუძვლების შესწავლა და მისი საშუალებით სასწავლო პროექტების განხორციელება.
მესამე საფეხური:
  • ვებპროგრამირების მე-2 წელი _ კურსის  მიზანია  მოსწავლეს შეასწავლოს ფლეშ საიტების და აპლიკაციების შექმნა.
  • C# მე-2 წელი _ კურსის  მიზანია  დაპროგრამების ენის C#-ის გაღრმავებული საშუალებების შესწავლა და მისი საშუალებით  პროექტების განხორციელება.
  • JAVAA მე-2 წელი _ კურსის  მიზანია დაპროგრამების ენის Java-ს გაღრმავებული საშუალებების შესწავლა და მისი საშუალებით სასწავლო პროექტების განხორციელება.
  • სისტემური მომსახურება და ქსელები
  • მონაცემთა ბაზები
ნიჭიერ  ბავშვებთან მუშაობის პროგრამა
გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ცენტრში მოქმედებს ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა, რომლის ფარგლებში ხდება გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების სელექცია და სპეციალური ჯგუფების დაკომპლექტება. ეს მოსწავლეები მონაწილეობენ ხოლმე ინფორმატიკისა და მათემატიკის სხვადასხვა რანგის (მათ
შორის საერთაშორისო) ოლიმპიადებსა და კონკურსებში და, ჩვეულებისამებრ, იმარჯვებენ კიდეც.
მათ მონაპოვარში უამრავი მედალი და სხვადასხვა ხარისხის დიპლომია. მათ შორის ყველაზე მაღალი ჯილდოებია ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადის ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და თვრამეტი ბრინჯაოს მედალი.
 
ჩვენი ნამოწაფრები, დღეს უკვე სტუდენტები, წარმატებით სწავლობენ ჩვენი ქვეყნისა თუ საზ­­ღვარგარეთის მოწინავე უნივერსიტეტებში.
 
ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა მუდმივად ვითარდება და დღეისათვის იგი ოთხი ძირითადი საფეხურისაგან შედგება:
  1. მზიურის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრი
  2. მათემატიკური კონკურსი „იმედი ხვალის“
  3. დაწყებითი ორწლიანი კურსი - “ტალანტების ფაბრიკა”
  4. საოლიმპიადო ჯგუფები და პროგრამირების სკოლა.
მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრი ერთგვარი დისტანციური სწავლების სკოლაა, რომლის მიზანია ნიჭიერი ბავშვების შერჩევა. მიმდი­ნა­რე­­ობს მთელი სასწავლო წლის განმავლობაში დაუსწრებელი ტურების სახით. მონაწილეობენ III-VI კლასის მოსწავლეები როგორც თბილი­სი­ს, ასევე რეგიონების სკოლებიდან.
მათემატიკური კონკურსი „იმედი ხვალის“იმართება ყოველი სასწავლო წლის ბოლოს. მასში მონაწილეობას იღებენ III-VI კლასების მოსწავლეები თბი­ლისის სკოლებიდან. კონკურსი შედგება პირველი და მეორე ტურებისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიისაგან.
 
ტალანტების ფაბრიკის - დაწყებითი ორწლიანი კურსის პროგრამაში მოსახვედრად თბილისის სკოლების მე-5 და მე-6 (იშვიათად მე-4 და მე-7) კლასის მოსწავლეებმა აუცილებლად  უნდა გაიარონ შესარჩევი კონკურსი, რომელიც სასწავლო წლის დასაწყისში იმართება. კონკურსის შედეგების მიხედვით კომპლექტდება სასწავლო ჯგუფები, რომლებიც ორი წლის განმავლობაში სწავლობენ გაძლიერებული პროგრამით - ლოგიკას, ალგორითმებისა და დაპროგრამების საფუძვლებს.
საოლიმპიადო  და დაპროგრამების ჯგუფების მოსწავლეები გაღრმავებულად ეუფლებიან ალგორითმიზაციის საფუძვლებს, საოლიმპიადო ამოცანების ამოხსნის მეთოდებსა და დაპროგრამების ხელოვნებას.
 
პროგრამისტთა სკოლის მოსწავლეები ეუფლებიან დაპროგრამების თანამედროვე ინსტრუმენტებს – C++, C#, Java და ვებგვერდების დაპროგრამების ტექნოლოგიას.
 
სწავლების ღირებულება:  
საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაზო  კურსი - 900 ლარი წელიწადში.
გაძლიერებული ოფისი - 900 ლარი წელიწადში
გრაფიკა, ვებდიზაინი და საგამომცემლო საქმე - 900 ლარი წელიწადში
პროგრამირების კურსები - 1000  ლარი წელიწადში
ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამა - 1000 ლარი წელიწადში.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები