GE
ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი
კრედიტების რაოდენობა - 180 ECTS კრედიტი
პროგრამის ხელმძღვანელი: მიხეილ თოქმაზიშვილი
საკონტაქტო ნომერი: 595 270-276
 
დღეს მსოფლიო ბაზარი მოითხოვს ახალი ტიპის მენეჯერებს, ლიდერული და მეცნიერული კვლევის უნარით, რომლებიც კარგად ერკვევიან გარემოს სწრაფ ცვლილებებში და შესწევთ მასზე რეაგირების უნარი. რეალურად, ძნელია წარმოვიდგინოთ ნებისმიერი სფერო, სადაც ცოდნა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით არ იყოს სასარგებლო. დოქტრონატურაში სწავლების მიზანია დოქტორანტმა მიიღოს ღრმა ცოდნა და გახდეს ექსპერტი, გაერკვეს ინოვაციურ ცვლილებებში, რომელიც მნიშვნელოვანია ბიზნეს საქმიანობისთვის, შეძლოს წარმატებით კვლევითი საქმიანობა მის მიერ არჩეულ ბიზნესის მართვის სფეროში. ამ საფეხურზე სწავლება ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიულ ზრდას და აძლევს შესაძლებლობას კურსდამთავრებულებს დაიკავონ წამყვანი მენეჯერული და ბიზნეს–კონსულტანტების პოზიციები მათ მიერ არჩეულ სფეროებში. დოქტორანტურაში სწავლება ემსახურება მიზანს, რომ სტუდენტები გახდნენ მკვლევარები და ლიდერები მეცნიერებაში და წამყვანი სტრატეგები ორგანიზაციაში. პროგრამის ფარგლებში მომზადებული დოქტორანტი შეძლებს იმუშაოს ბიზნეს სტრუქტურებში, საერთაშორისო და აკადემიურ წრეებში, სამეცნიერო კვლევით ცენტრებსა და უნივერსისტეტებში.
 
მიზანი: დოქტორანტმა უნდა მიიღოს ღრმა ცოდნა მენეჯმენტის სფეროში და გახდეს ექსპერტი მის რომელიმე დარგში, იგი უნდა ერკვეოდეს ინოვაციურ ცვლილელებში და ესმოდეს სხვადასხვა დონის მართვის პრობლემები, იყოს ამ პრობლემების მკვლევარი და ლიდერი მეცნიერებაში, მას უნდა შეეძლოს გამოიყენოს კვლევის შედეგები საუნივერსიტეტო სწავლებაში, იყოს წამყვანი სტრატეგი ორგანიზაციაში, დაიკავოს წამყვანი მენეჯერის პოზიციები და გახდეს პროფესიონალი ბიზნეს კონსულტანტი. პროგრამა ორიენტირებულია წარმატებული და მოტივირებული პროფესიული და თანმიმდევრული მაღალკვლიფიციური სპეციალისტის ფორმირებაზე, რომელიც შეძლებს განახორციელოს დარგის ექსპერტიზა და ორგანიზაციული ანალიზი, იყოს ქმედითი ლიდერი და ჰქონდეს ჯგუფთან მუშაობის უნარი; აღჭურვილი იყოს ძლიერი და საკომუნიკაციო ინტერპერსონალური უნარებით, იმუშაოს საფინანსო და საგანმანათლებო დაწესებლებებში და გააჩნდეს ძლიერი ორგანიზაციული უნარი.
 
სწავლის შედეგები - ცოდნა და გაცნობიერება: კურსის შესწავლის შედეგად კურსდამთავრებულები შეძლებენ თეორიული და პრაქტიკული პრობლემების გამოვლენას, მათი ანალიზს და შეეძლებათ ამ პრობლემების კვლევისადმი ინოვაციურ მიდგომა. დოქტორანტი იღებს უახლეს კვლევებზე დამყარებულ ცოდნას, რაც არსებული ცოდნის გაფართოების, ინოვაციური მეთოდების გამოყენებისა და შემოქმედებითი მიდგომის გამოყენების საშუალებას აძლევს მას თეორიული კვლევების განხორციელებისას. მას ეცოდინება ბიზნესის დღევანდელი პრობლემები, ახალი პრობლემების გამოვლენის გზები და მეთოდები და გადაჭრის ინსტრუმენტები.
 
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: საკვლევი პრობლემების შესწავლითა და გადაწყვეტის გზით კურსდამთავრებულები შეძლებენ კვლევიდან მიღებული შედეგები გამოიყენონ პრაქტიკულ საქმიანობაში, გამოაქვეყნონ სამეცნიერო სტატიები და წარადგინონ პროექტები ორგანიზაციებში. მიღებული ცოდნა შეიძლება გამოყენებული იქნას შემდგომი სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობის პროცესში. დოქტორანტს ეძლევა საშუალება ინოვაციური კვლევის განახორციელოს, ახალი ანალიტიკური მიდგომები შეიმუშაოს და ასახოს რეფერირებად პუბლიკაციებში; მიღებულო ცოდნა ადექვატურია თანამედროვე ბაზრებისა და კომპანიების მართვის პროპლემების გადასაწყვეტად. კურსდამთავრებული იქნება ექსპერტი და კომპანიების მრჩეველი.
 
დასკვნის უნარი: დოქტორანტს ექნება როგორც თეორიულ ცოდნაზე დამყარებული პრაქტიკული გადაწყვეტის უნარი, ასევე რთულ ბიზნეს სიტუაციებში კრიტიკული ანალიზისა და შეფასების შესაძლებლობები. მართვის სისტემაში წინააღმდეგობრივი მოვლენების კრიტიკული ანალიზისა და სინთეზის, ინდუქცია - დედუქციის, ასევე აბსტრაქტულიდან კონკრეტულისაკენ და მოვლენების განზოგადების გზით შეიმუშაოს ახალი მეთოდოლოგია, რომელიც საშუალებას მისცემს გადაჭრას პრობლემები და მიიღოს ეფექტიანი მენეჯერული გადაწყვეტილება;
 
კომუნიკაციის უნარი: თეორიული ცოდნისა და კონკრეტული პრობლემების დაკავშირების შედეგად კურსდამთავრებულები შეძლებენ დისკუსიებში მონაწილეობას და დასაბუთებული გადაწყვეტილების შეთავაზებას როგორც ბიზნეს წრეებისათვის, ასევე სამეცნიერო საზოგადოებისათვის. მათ შეეძლებათ ახალი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის სიახლეები წარმოაჩინონ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში; შეძლებს უცხო ენაზე კომუნიკაციას, პროფესიულად მსჯელობასა და პოლემიკას. ამ მიზნით სასწავლო პროცესში სტიმულირებული იქნება ერთი სემინარის ინგლისურ ენაზე მომზადება და კონკურენციის ეკონომიკისა და მართვის (ლექტ. მიხეილ თოქმაზიშვილი) და მენეჯმენტის თანამედროვე კონცეფციების (ლექტ. შალვა მაჭავარიანი) ინგლისურენოვანი კურსის წაკითხვა.
 
სწავლის უნარი: თეორიული საკითხებისა და პრობლემების კვლევა გამოვლინდება სემინარული მეცადინეობისას, სემინარებსა და კოლოკვიუმებზე და სააუდიტორო მუშაობისას. ეფექტიანი გამოკვლევა დამყარებული იქნება დოქტორანტების სწავლის უნარზე. მათ შეეძლებათ გამოიყენონ და გააფართოონ უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნა საუნივერსიტეტო სწავლებაში და კვლევის პროცესში;
 
ღირებულებები: სწავლისა და კვლევის პროცესში მიღებული დასკვნები ღირებული გახდება მას შემდეგ, რაც ისინი გამოქვეყნდებიან სამეცნიერი ჟურნალებში და პრაქტიკულად დაინერგება ფირმების საქმიანობაში. ღირებულებათა დასამკვიდრებლად დოქტორანტს შეეძლება მართვის ინოვაციური მიდგომების გამოყენება. ახალი ცოდნის, გამოცდილებისა და მეცნიერული კვლევის საფუძველზე, რასაც უზრუნველყოფს წინამდებარე საგანმანათლებლო პროგრამა, სტუდენტი შეძლებს მოახდინოს ბიზნეს მეცნიერებებში არსებული ღირებულებების ანალიზი, შეისწავლოს მათი ფორმირებისა და დამკვიდრების გზები და მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, შეიმუშაოს საკუთარი მეთოდები ახალი ღირებულებების დასამკვიდრებლად.
 
შეფასების სისტემა
სადოქტორო პროგრამა დაკომპლექტებულია სასწავლო კომპონენტებით და სამეცნიერო-კვლევითი
კომპონენტით. დოქტორანტი პროგრამის თითოეულ კომპონენტში ფასდება 100 ქულიანი სისტემით. ამასთან, შეფასების წესი განსხვავებულია სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი კვლევითი კომპონენტებისთვის.
 
სტუდენტის შეფასება სასწავლო კომპონენტში:
სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტის შეფასება მოიცავს მოიცავს შუალედურ შეფასებას და დასკვნით შეფასებას. თითოეული სასწავლო კურსის ფარგლებში დეტალური ინფორმაცია დოქტორანტისათვის ხელმისაწვდომია შესაბამისი სასწავლო კურსების სილაბუსებით. შეფასების სისტემა, სასწავლო კომპონენტის მიზნებისთვის ითვალისწინებს ხუთი სახის დადებით შეფასებას:
  • (A) ფრიადი – 91-100 ქულა;
  • (B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა;
  • (C) კარგი – 71-80 ქულა;
  • (D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა;
  • (E) საკმარისი – 51-60 ქულა.
შეფასების სისტემა, ასევე, ითვალისწინებს ორი სახის უარყოფით შეფასებას:
  • (FX) ვერ ჩააბარა – 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება; დამატებითი გამოცდა ტარდება დასკვნითი შეფასების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღის შემდეგ.
  • (F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება სასწავლო კურსის საბოლოო შეფასებაში. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F - 0 ქულა.
 
სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის შეფასება:
დოქტორანტის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტი ფასდება ერთჯერადად
(დასკვნითი შეფასებით), შემდეგი სისტემით:
  • ა) ფრიადი (summa cum laude) – შესანიშნავი ნაშრომი;
  • ბ) ძალიან კარგი (magna cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება;
  • გ) კარგი (cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება;
  • დ) საშუალო (bene) – საშუალო დონის ნაშრომი, რომელიც წაყენებულ ძირითად მოთხოვნებს აკმაყოფილებს;
  • ე) დამაკმაყოფილებელი (rite) – შედეგი, რომელიც, ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს;
  • ვ) არადამაკმაყოფილებელი (insufficient) – არადამაკმაყოფილებელი დონის ნაშრომი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს მასში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო;
  • ზ) სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკმაყოფილებს.
სამეცნიერო-კვლევითი შეფასების საკითხებს დეტალურად აწესრიგებს ფაკულტეტის დოქტორანტურის და სადისერტაციო საბჭოს დებულება.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები