GE
გამოყენებითი ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
SANGU - ქართული უნივერსიტეტის გამოყენებითი ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამა:
 
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ეკოლოგიის ბაკალავრი
კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS  კრედიტი
პროგრამის ხელმძღვანელი: მანანა კაჭახიძე; საკონტაქტო ნომერი: 599 50 44 33
 
ქართული უნივერსიტეტი ერთ-ერთი უპირველესია მათ შორის, ვინც იკვლევს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს  ეკოლოგიურ პრობლემებს - სამონასტრო კომპლექსების, ტაძრების, ეკლესია-მონასტრების, ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და სამხატვრო ფასეულობების ეკოლოგიური ხასიათის საფრთხეებისა და დაზიანებისგან დაცვის და გადარჩენის ბიოლოგიურ მეთოდებს.
 
უნივერსიტეტი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და კომპიუტერული ლაბორატორიებით, რაც, თეორიულ ცოდნასთან ერ­თად, უზრუნველყოფს სტუდენტისთვის უახლესი საინ­ფორ­მა­ციო ტექნოლო­გი­ების პრაქ­ტიკული გამოყენების უნარს გამომუშავებას.
 
სტუდენტები მიიღებენ მყარ ცოდნას გარემოს დაცვის, მონიტორინგისა და მართვის, გარემოს, საწარმოსა და პროდუქციის ეკოლოგიური და ეკონომიკური აუდიტისა და ექსპერტიზის (მათ შორის - საერთაშორისო) საბუნებისმეტყველო, ეკონომიკური და სამართლებრივ-სოციალური საფუძვლების დარგში, რაც ემსახურება ბუნებრივი და ანთროპოგენური გარემოს მდგრადი განვითარების ფუნდამენტურ შესწავლას, გამოცდილ სპეციალისტებთან და დოქტორანტებთან ერთად ერთობლივ კვლევებს საგრანტო/სახელშეკრულებო სამუშაოებში, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასებასა და მართვას.
 
მიზანი:
სტუდენტებიმიიღებენმყარ ცოდნას გარემოს დაცვის, მონიტორინგისა და მართვის, გარემოს, საწარმოსა და პროდუქციის ეკოლოგიური და ეკონომიკური აუდიტისა და ექსპერტიზის (მათ შორის - საერთაშორისო) საბუნებისმეტყველო, ეკონომიკური და სამართლებრივ-სოციალური საფუძვლების დარგში,რაც ემსახურებაბუნებრივი და ანთროპოგენური გარემოს მდგრადი განვითარების ფუნდამენტურშესწავლას, გამოცდილ სპეციალისტებთან და დოქტორანტებთან ერთად ერთობლივ კვლევებს საგრანტო/სახელშეკრულებო სამუშაოებში, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასებასა და მართვას.
 
მიუთითოს ბაკალავრის კურსდამთავრებულის ზოგადიდა დარგობრივი კომპეტენცია, დასაქმების სფეროები და პროფესიული მოვალეობები, ამასთან უზრუნველყოს კურსდამთავრებულები ისეთი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რომ ისინი იყვნენ კონკურენტუნარიანები შრომით ბაზარზე.
 
პროგრამის მიზანი თავსებადია უნივერსიტეტის მისიასთან და იმ სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობასთან, რომელიც ამ ეტაპზე, გამოყენებითი ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამის განხორციელებამდე, მიმდინარეობს ქართულ უნივერსიტეტში.
 
შეიძლება ითქვას, რომ  ქართული უნივერსიტეტი ერთ-ერთი უპირველესია მათ შორის,  ვინც იკვლევს საქართველოსთვის საჭირო  და მნიშვნელოვან  ეკოლოგიური პრობლემებს - სამონასტრო კომპლექსების, ტაძრების, ეკლესია-მონასტრების, ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და სამხატვრო ფასეულობების ეკოლოგიური ხასიათის საფრთხეებისა და დაზიანებისგან დაცვის და გადარჩენის ბიოლოგიურ მეთოდებს.
 
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ფიზიკო-ქიმიური ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლების  მონაწილეობითა და თაოსნობით და შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის აქტიური დახმარებით განხორციელდა მიკროორგანიზმებით დასნებოვნებისაგან დაცვის ეფექტური საშუალებების მოძიებისა და კვლევის სამუშოები უფლისციხეში, ზედაზენში, შიომღვიმეში, აგრეთვე მუზეუმების საცავებში იქ დაცული ხატებისა და ფერწერული ტილოების გადასარჩენად. არანაკლებ მნიშვნელოვანია აღნიშნული ცენტრის მიერ რაჭა-ქვემო სვანეთის ნიადაგების დარიშხანით დაბინძურების კომპლექსური კვლევა და გაუვნებელყოფის ახალი ქმედითი ტექნოლოგიების შემუშავება, რომელსაც მოყვა რეგიონის ნიადაგების გაუვნებელყოფისა და რეაბილიტაციის კომპლექსური სამეცნიერო და ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთების შემუშავება. 
 
ცენტრი აქტიურად იკვლევს საქართველოს უმნიშვნელოვანეს ეკოლოგიურად “ცხელ წერტილებში” - მანგანუმისა (ჭიათურა-ზესტაფონი) და სპილენძის (მადნეული) მოპოვებისა და გადამუშავების ადგილებში გამოსაყენებლად მოწინავე ბუნების დაცვითი ტექნოლოგიების შექმნისა და დანერგვის აქტუალურ საკითხებს. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის თაოსნობით მიმდინარე ბუნების დაცვითი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა საფუძვლად დაედო აქტიურ საეთაშორისო თანამშრომლობას, ჰოლანდიის მთავრობის მიერ რაჭაში განხორციელებული პროექტის საძიებო ეტაპს. უნივერსიტეტის თანამშრომლები მონაწილეობენ აშშ ბუნების დაცვის ფედერალური სააგენტოსა (US EPA) და უკრაინის მეცნიერებისა და ტექნიკის ცენტრთან (STCU) ერთობლივ  საგრანტო პროექტში # p322b.
 
აღნიშნული საბაკალავრო პროგრამის  განხორციელების შემთხვევაში სტუდენტებს საშუალება მიეცემა გაეცნონ კვლევების მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკას და შეიძინონ შესაბამისი  გამოცდილება.
 
სწავლის შედეგები

ცოდნა და გაცნობიერება: გამოყენებითი ეკოლოგიის, როგორც მეცნიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროს  ფართო ცოდნა,რომელიც მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებას.სფეროს კომპლექსური საკითხების გაცნობიერება;
 
სტუდენტები ეცნობიან, სწავლობენ ინფორმაციის მოძიების და მათი ანალიზის ტექნიკას,  მდგრადი განვითარების საბუნებისმეტყველო და ეკონომიკურ- სამართლებრივ საფუძვლებს, ეკოლოგიურ პრინციპებს და  მსოფლმხედველობას, პროფესიული, სამართლებრივი და ეთიკური პასუხისმგებლობის გამომუშავებას.
 
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: სფეროსათვის დამახასიათებელი და ასევე ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენება პრობლემების გადასაჭრელად, დოქტორანტებთან და გამოცდილ მეცნიერებთან ერთობლივი კვლევითი ანპრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელება წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;
 
პროგრამით გათვალისწინებული კურსების საფუძვლების შესწავლის შედეგად სტუდენტებს მიეცემათ მიღებული ცოდნის პრაქტიკასთან კავშირში გააზრების შესაძლებლობა, გამოუმუშავდებათ არსებული ინფორმაციის ანალიზის უნარი და შეძლებენ კონკრეტულ სიტუაციებში გამოყენებას,  პრობლემებში გარკვევას და მათ რაციონალურად გადაჭრას,  სხვადასხვა მეთოდის გამოყენებას პრაქტიკაში.
 
დასკვნის უნარი: სფეროსათვის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვება დაგანმარტება, ასევე განყენებული მონაცემებისა და/ან სიტუაციების ანალიზი სტანდარტული და ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენებით, დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება;
 
სწავლის დასრულებისას საშუალო აკადემიური მოსწრების სტუდენტს უნდა შეეძლოს: თავისი დასკვნების საჯარო წარდგენა, მათი მკაფიო დასაბუთება შესაბამისი ცოდნითა და ლოგიკით, როგორც სპეციალისტებთან, ისე არა სპეციალისტებთან.
 
კომუნიკაციის უნარი: იდეების, არსებული პრობლემებისა და გადაჭრის გზების  შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადება და ინფორმაციის  სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისთვის  ზეპირად გადაცემა. თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო  ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენება.
 
სწავლის შედეგად  სტუდენტები შეძლებენ მოვლენების აღწერას და პრობლემების დასაბუთებას. მათ შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში, მოამზადონ  მოხსენებები, პრეზენტაციები (მათ შორის უცხო ენაზეც). ამ მიზნით ეფექტიანად გამოიყენებენ  საინფორმაციო ტექნოლოგიებს. კრიტიკული აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარის გამომუშავებით შეძლებენ შემოქმედებითი და საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ კოლექტივში, ხელი შეუწყონ ინოვაციური მიდგომების რეალიზაციას.
 
სწავლის უნარი: ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ მათ შეეძლებათ  საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება,შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა;
 
მეცნიერების საფუძვლების შესწავლის შედეგად შეექმნებათ წარმოდგენა გარემოს მდგრადი განვითარების საბუნებისმეტყველო და ეკონომიკურ-სამართლებრივი საფუძვლების შესახებ და შეძლებენ აირჩიონ სფერო, სადაც ისინი გააგრძელებენ პროფესიული თვისებების სრულყოფას. სწავლისას შეძენილი  ინფორმაციის მოპოვების, ანალიზის, სინთეზის უნარი და სხვა შემოქმედებითი თვისებები გამოუმუშავებენ სტუდენტებს მოთხოვნას,  იზრუნონ საკუთარი ცოდნის განახლებაზე.
 
ღირებულებები: ღირებულებების ფორმირების პროცესში  მონაწილეობა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა; მიღებული ცოდნა და პროფესიული უნარი საშუალებას მისცემს კურსდამთავრებულებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წვლილი შეიტანონ სამეცნიერო და პრაქტიკული მუშაობის სრულყოფაში, ფუნქციონირებაში. ისინი შეძლებენ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ზნეობრივი და პროფესიული ღირებულებების ფორმირებაში და საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ ღირებულებების დამკვიდრებასა და განვითარებაში.
 
შეფასების სისტემა
სტუდენტი პროგრამის თითოეულ კომპონენტში ფასდება 100-ქულიანი სისტემით, რომელიც მოიცავს შუალედურ შეფასებას და დასკვნით შეფასებას. ყოველი სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ასრულებს სილაბუსით გათვალისწინებულ დავალებებს, ამზადებს პრეზენტაციას, მონაწილეობს დისკუსიებში და ერთვება ყველა სხვა აქტივობაში, რაც აუცილებელია სასწავლო კურსის მიზნების მისაღწევად. ამასთან, გამოკითხვის სახე, სტუდენტის მიერ მოსამზადებელი პრეზენტაციის და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაცია დეტალურად არის მოცემული სასწავლო კურსების სილაბუსებში.
 
ყოველ სასწავლო კურსში დასკვნითი გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასების სახით მოპოვებული აქვს არანაკლებ 20 ქულა.
 
საბაკალავრო ნაშრომის შეფასება ხორციელდება საბაკალავრო ნაშრომის შესრულების, დაცვისა და შეფასების ინსტრუქციის შესაბამისად.

 შეფასების სისტემა ითვალისწინებს ხუთი სახის დადებით შეფასებას:
  • (A) ფრიადი – 91-100 ქულა;
  • (B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა;
  • (C) კარგი – 71-80 ქულა;
  • (D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა;
  • (E) საკმარისი – 51-60 ქულა.
შეფასების სისტემა ასევე ითვალისწინებს ორი სახის უარყოფით შეფასებას:
  • (FX) ვერ ჩააბარა – 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება; დამატებითი გამოცდა ტარდება დასკვნითი შეფასების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღის შემდეგ.
  • (F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებულ ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება სასწავლო კურსის საბოლოო შეფასებაში.
 
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F - 0 ქულა.
 
საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდები.
 
საგანმანათლებლო პროგრამაში გამოყენებული სწავლა-სწავლების მეთოდები:
სწავლების პროცესში ძირითადად გამოყენებული იქნება შემდეგი მეთოდები: 
  • გონებრივი იერიში;
  • დისკუსია/დებატები;
  • ჯგუფური მუშაობა;
  • შემთხვევის ანალიზი;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • ელექტრონული სწავლება.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები